როგორ მოვაშოროთ ობი შპალერიან ის რომ კედელი არ დავაზიანოთ

3756

ობი კედლებზე გავრცელებული პრობლემაა იმ სახლებსა და ბინებში, რომლებიც მაღალტენიან რაიონებში მდებარეობს. თუ სოკო გაჩნდა, ნუ დაელოდებით მის გამრავლებას. მითუმეტეს, რომ ახლა უამრავი ეფექტური საშუალება არსებობს ობის ლაქების ამოსაყვანად, როგორც შპალერის ქვეშ, ისე ზემოდანაც.

როგორ მოვაშოროთ ობი შპალერს

თუ სოკოს შპალერის ქვეშ, კედელზე აღმოაჩენთ, ნუ გაიქცევით ახალი შპალერის შესაძენად – ეს არაფერს მოგცემთ. თუ პრობლემის მიზეზს არ აღმოფხვრით, ახალი შპალერი ისევ გაფუჭდება. ჩვენ გთავაზობთ მოქმედებათა საიმედო ალგორითმს მსგავსი სიტუაციებისთვის:

  1. დემონტაჟი: ობით დაზიანებული შპალერი მოხსენით და გადაყარეთ. ნუ ეცდებით მის გაწმენდას ან აღდგენას – ობი ბოჭკოებში ჩაჯდა და ამას ვეღარაფერს მოუხერხებთ.
  2. კედლების გაწმენდა: ინფექციის წყაროს მოსაშორებლად, მოგიხდებათ ბათქაშის ფენის მოშორება დაინფიცირებულ მონაკვეთზე. ამის გაკეთება მარტივია, რადგან ზედაპირი სველია – უბრალოდ დაატანეთ ცოტაოდენი ძალისხმევა და იმუშავეთ სპეციალური ნიჩბით.
  3. ანტიბაქტერიული დამუშავება: აირჩიეთ მაღაზიაში სპეციალიზებული ობის საწინააღმდეგო საშუალება. დაამუშავეთ მთელი ზედაპირი და არამხოლოდ უკვე დაინფიცირებული. გარანტირებული შედეგისთვის, პროცედურა 6-საათიანი ინტერვალით ხუთჯერ გაიმეორეთ.
  4. გრუნტის წასმა: ესაა სპეციალური საშუალება (ერთგვარი ანტისეპტიკი), რომელიც ხელს უშლის სოკოს გაჩენას. ფუნჯის ან პულვერიზატორის გამოყენებით, წუასვით ზედაპირს და გააჩერეთ სრულ გამოშრობამდე, გაიმეორეთ პროცედურა კიდევ ერთხელ.
  5. შეგლესვა (“შპაკლი”): გრუნტი უნდა დაიფაროს საგლესავის ფენით, რომელიც დაფარავს ყველა უსწორმასწორობას და შპალერისთვის შექმნის ხელსაყრელ საფუძველს.
  6. შპალერის აკვრა: ფინალური ეტაპი. ახლა შპალერს სოკო აღარ ემუქრება.

როგორ მოვაშოროთ ობი შპალერს?

თუ ობის ლაქები შპალერზე ახლახან გაჩნდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ პოპულარულ ხალხურ საშუალებებს. მთავარია, პრობლემა ხვალისთვის არ გადადოთ. რაც უფრო მალე ეცდებით მის გადაჭრას, გადარჩენის მით მეტი შანსი ექნება თქვენს შპალერს. ობის წინააღმდეგ ყველაზე უფრო ეფექტურია:

  • სოდა: არატოქსიკური საშუალება, რომელიც კარგად წმენდს ნებისმიერი სახის შპალერს ობისგან. 1 ჩ.კ. სოდა გახსენით 1 ჭიქა წყალში. მიღებული საშუალებისა და ღრუბლის გამოყენებით, მოაშორეთ საშიში შავი ლაქები შპალერს.
  • 9%-იანი ძმარი: გამოიყენება გაუზავებლად. ოპტიმალური ხერხია შეშხეფება. 1 საათში, ჩამოწმინდეთ შპალერი დასველებული ღრუბლით, ხოლო ოთახი კარგად გაანიავეთ.
  • ნიშადურის სპირტი დაგეხმარებათ გლუვი ზედაპირიდან ობის მოშორებაში. გააზავეთ წყალთან 1:1 პროპორციით. ჩამორეცხეთ წყლით 30-წუთიანი მოქმედების შემდეგ, გაანიავეთ ოთახი.
  • წყალბადის ზეჟანგიც ოპტიმალური საშუალებაა სოკოს წინააღმდეგ, თუ შინ ვინმეს ალერგია აქვს. მას არ აქვს სუნი, აბსოლუტურად არატოქსიკურია. ერთადერთი მინუსია მათეთრებელი მოქმედება. ამიტომ, თუ შპალერი ფერადი ან მუქი ფერისაა, უარი თქვით ამ მეთოდზე.
  • ქლორი ან მათეთრებელი: გახსენით 1:10 თანაფარდობით. მას აქვს მძაფრი სუნი, ამიტომ მნიშვნელოვანია კარგად განიავება. არაა რეკომენდებული ამ საშუალების გამოყენება იმ შემთხვევაში, თუ სახლში ალერგიკი ან შინაური ცხოველი გყავთ.
  • საყოფაცხოვრებო საპონი: გახსენით წყალში და გამოიყენეთ ობის ჩამოსაწმენდად. ამ საშუალებას ანტისეპტიკური მოქმედებაც აქვს.

ობის გაჩენის პროფილაქტიკა

ნებისმიერი პრობლემის პროფილაქტიკა გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე მასთან ბრძოლა. თუ ობის მოშორება შეძელით, აუცილებლად მიიღეთ პროფილაქტიკური ზომები, რათა იგი კიდევ ერთხელ არ გაჩნდეს. ამისთვის, რეკომენდებულია:

  • იზრუნოთ სახლის ვენტილაციაზე – შეამოწმეთ, ფუნქციონირებს თუ არა იგი სრულყოფილად;
  • რეგულარულად გაანიავოთ ოთახები;
  • ავეჯსა და კედლებს შორის, დატოვოთ მცირე ადგილი ჰაერის ცირკულაციისთვის;
  • თუ კედლებიდან წვიმა შემოდის, აუცილებლად აღმოფხვრათ პრობლემა.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ ობი კედლებზე არამხოლოდ ულამაზოა, არამედ ჰაერს მავნე ბაქტერიებით ავსებს. ამიტომ, მისი პირველი გამოვლინებისთანავე, მოაშორეთ გამომწვევი ფაქტორი, შემდეგ კი თავად ობი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს