ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ სწორედ ამ ნიშნების კავშირია ყველაზე მყარი.

605

ასტროლოგებს სჯერათ, რომ, მეორე ნახევრის არჩევისას, არ შეიძლება მხოლოდ შინაგანი შეგრძნებებით ხელმძღვანელობა. სპეციალისტებმა ხომ დიდი ხნის წინ განსაზღვრეს, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნები უხდებიან ერთმანეთს ყველაზე მეტად, სასიყვარულო ურთიერთობებში. ამ კანონზიმიერების უგულებელყოფა კი არ შეიძლება, იგი უნდა გამოიყენოთ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გააანალიზებს 12 ასეთ იდეალურ წყვილს. რამდენად კარგია თავსებადობა მათ შორის? თუ საუბარი მხოლოდ ბანალურ მოგონილ ამბებზეა? მოდით, აქვე გავერკვეთ.

ზოდიაქოს რომელი ნიშნები უხდებიან ერთმანეთს?

1. ვერძი – მერწყული

თუ სხვა წყვილებში ორი ადამიანი ერთმანეთისგან სწრაფად იღლება და ხანდახან მაინც სჭირდებათ განმარტოება, ამ შემთხვევაში, ყველაფერი პირიქითაა. ვერძი და მერწყული 24 საათის მანძილზეც ერთად რომ იყვნენ, არც ერთი მათგანი არ იღლება. ეს მათ არამხოლოდ რომანტიკულ პარტნიორებად აქცევს, არამედ საშუალებას აძლევს, ჰარმონიულად წამოიწყონ საერთო საქმიანობა, რომელიც მხოლოდ გააძლიერებს მათ კავშირს.

2. კურო – კირჩხიბი

ასეთ ადამიანებს შორის ემოციური კავშირი ძალიან მჭიდროა, ამიტომ, ნებისმიერი უთანხმოება მათში მარტივად გვარდება. ერთმანეთის ემოციური მხარდაჭერა ეხმარებათ მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობის აწყობაში, ქორწინებაშიც ყველა ბედნიერია. ასეთი დღეს იშვიათად თუ შეგხვდებათ.

3. თევზები – მორიელი

ისინი ინტუიციურად პოულობენ ერთმანეთს, ბრბოშიც კი. მართალია, მათი გატაცებები რადიკალურად შეიძლება იყოს განსხვავებული, თუმცა ეს მათ არ უშლით ერთნაირი აზრების გაჩენაში. ამასთან, ამ ნიშნების წარმომადგენლები არ უშინდებიან ზედმეტ სენტიმენტებს ურთიერთობაში, რაც მათ კავშირს უფრო ემოციურს ხდის.

4. მერწყული – სასწორი

გაცნობის პირველივე წუთებიდან, ისინი ერთმანეთით ისე გაერთობიან, რომ არაერთ საათს გაუჩერებლად ისაუბრებენ. თუმცა, გვერდიდან ასეთი კავშირი შეიძლება გაუგებრობას იწვევდეს, ეს ორი იმაზე ნამდვილად არ ფიქრობს, თუ რას ფიქრობენ სხვები. ორივე ნიშნის წარმომადგენლები, როგორც წესი, დამოუკიდებლები არიან და აფასებენ თავიანთ ინდივიდუალობას, თუმცა, საყვარელი ადამიანის გულისთვის, კომპრომისზე ყოველთვის წავლენ.

5. თხისრქა – კურო

თხისრქასა და კუროს შორის ისეთი მძლავრი ქიმიაა, რომელსაც რთულად თუ შეხვდებით ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის. საიმედობა, მოთმინება, ერთგულება – ეს ისაა, რაც ყოველთვის გვხვდება ამ ასტროლოგიურ წყვილში. თუმცა, ამ წყვილში არსებობს გაღმერთებაც, რაც გარშემომყოფებში შურს იწვევს.

6. მშვილდოსანი – ვერძი

ძალიან ენერგიული წყვილია. ორივე, პირველ რიგში, აფასებს პარტნიორის ოპტიმისტურ განწყობასა და ირაციონალურ ენთუზიაზმს ნებისმიერი წამოწყებისას. მართალია, ამტკიცებენ, რომ საწინააღმდეგო მხარეები ერთმანეთს უფრო იზიდავენ, თუმცა ეს ორი ყოველდღე სულ უფრო ახლოვდება, მიუხედავად დაუჯერებელი მსგავსებისა. ისინი ერთად ნებისმიერ სირთულეს დაძლევენ.

7. მორიელი – კირჩხიბი

მათი კავშირი სულთა ერთობაზე დგას. მათ არ სჭირდებათ საერთო ინტერესების პოვნა ან სასაუბრო თემის ძიება, რადგან მათ გვერდიგვერდ დუმილიც მოსწონთ. ასეთი პარტნიორები არსებითი სირთულეების გარეშე აწყობს ურთიერთობასა და ბედნიერ ოჯახს.

8. სასწორი – ტყუპები

მათ უფრო ხშირად უყვარდებათ იუმორის გრძნობა, ქარიზმა და ინტელექტი, და არა ლამაზი აღნაგობა ან შეუდარებლად ლამაზი სახე. მათი კავშირი, ჩვეულებრივ, ემყარება გახსნილობასა და მტკიცე მეგობრობას. ნდობა მათი კავშირის საკვანძო თვისებაა, ამიტომ, ერთმანეთს ყველაზე იდუმალ ოცნებებს, იმედებსა და შიშებსაც კი ანდობენ.

9. ქალწული – კურო

…და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს, ბედნიერად – ეს ქალწულისა და კუროს კავშირზეა ნათქვამი. მართალია, მათი ურთიერთობა სხვისი გადმოსახედიდან ზედმეტად გათვლილი, გაზომილი, მშვიდი და მოსაწყენიც კია, თუმცა, გრძნობების სიღრმეში ეჭვიც არ უნდა შეგეპაროთ. კურო ყოველთვის ითავსებს იდეების შთამაგონებლის როლს, ხოლო ქალწული მათ ხორცშესხმას თაობს.

10. ლომი – მშვილდოსანი

ორივეს შეუძლია ცხოვრებით ტკბობა და სწორედ ეს იზიდავს ერთიმეორეს. რამდენადაც ორივე ცეცხლის ნიშანს წარმოადგენს, მათი კავშირი აუცილებლად მკაფიო იქნება. ერთად ყოველთვის მხიარულები და ბედნიერები არიან. გარდა ამისა, ამ ნიშნებისთვის მახასიათებელი შემწყნარებლობა მხოლოდ ეხმარება მათ მცირე წყენის პატიებასა და კარგზე კონცენტრირებაში.

11. კირჩხიბი – თევზები

მათ შორის მართლაც რაღაც ზეციური კავშირია. ჯერ კიდევ პირველ პაემანზე, დიდი ალბათობით, იგრძნობენ, რომ თითქოს ერთმანეთს ასობით წელია იცნობენ. ამასთან, ერთმანეთის შეხედულებებისამებრ შეცვლა არც ერთს სჭირდება, რადგან ისედაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ისინი მაშინვე განსაზღვრავენ პარტნიორის ადეკვატურ შესაძლებლობებს, ზედმეტად არ აფასებენ ერთმანეთს, თუმცა მათ უნარებს ყოველთვის სათანადოდ აფასებენ.

12. ტყუპები – მერწყული

ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ზოდიაქალური კომბინაციაა. ეს ორი თანდაყოლილ გრძნობების პირველივე შეხედვიდან შეიგრძნობენ. გაუმართლათ იმაში, რომ კრეატიული მერწყული გასაოცარ იდეებს იგონებს, ხოლო ტყუპებისგან ყოველთვის ექნებათ მხარდაჭერის იმედი. კარგია ისიც, რომ ისინი საკმაოდ დამოუკიდებლები არიან და ხშირად ატარებენ დროს მარტო, რაც არ ვნებს მათ ურთიერთობას.

აი, ასეთი ზოდიაქალური წყვილებია, ასტროლოგების აზრით, ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული. დაუჯერებთ თუ არა მათ, თქვენი საქმეა. უბრალოდ გადახედეთ ცნობილ წყვილებსა და მათ ზოდიაქალურ თავსებადობას – იქნებ მინიშნებას იპოვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს