ეს ლოცვა ყველა უბედურებას თავიდან აგაცილებთ

64383

რამდენად ხშირად მოგდით სახლში სტუმრები? ხშირად, მათი მიღებისას, ჩვენ არც კი ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ესა თუ ის ადამიანი ჩვენი საცხოვრებლის ატმოსფეროსა და ენერგეტიკაზე. თუ შენიშნეთ, რომ ბოლო დროს ოჯახში უთანხმოება თითქმის უმიზეზოდ ხდება, ხოლო წარუმატებლობები თან გახლავთ თქვენცა და თქვენს ახლობლებსაც, დიდი ალბათობით, სახლში გყავდათ ადამიანი უარყოფითი ენერგეტიკით.

როგორ მოვიქცეთ? სწორია, დახმარება და დაცვა ზეციერ ძალებს უნდა სთხოვოთ. ეფექტური ლოცვა “შვიდი ჯვარი” ამისთვის საუკეთესო გზაა.

საიმედო ვედრება ყველა უბედურებას ცხრაკლიტულს დაადებს. უბრალოდ დაიცავით რამდენიმე პირობა და განეწყვეთ სწორ ენერგეტიკაზე. უპირველეს ყოვლისა, დაანთეთ 7 საეკლესიო სანთელი. შემდეგ, აუჩქარებლად, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ ავსებს თქვენს სახლს სუფთა ენერგიის გამჭვირვალე შუქი.

აზრობრივად გადაატარეთ იგი ოჯახის თითოეულ წევრს, შექმენით მათ გარშემო დამცავი ველი. შემდეგ, ღრმად და თანაბრად სუნთქვით, წაიკითხეთ ლოცვის ტექსტი შვიდჯერ.

დამცავი ლოცვა

-“შვიდი ჯვრის დაცვას ვადებ ჩემს ოჯახს, სახლს – კერას, და საკუთარ თავს. წმინდა სულისგან; ჩვენი უფლისგან; მისი ვაჟი იესოსგან; დიადი ღვთისმშობლისგან; ჩემი მფარველი ანგელოზისგან, რომელიც მუდმივად თან მსდევს; აისიდან დაისამდე ვწერ პირჯვარს; მიწიდან ზეცამდე.

ჯვრით ვუკეტავ შემოსასვლელს ყველაფერ უწმინდურს, ავს. შვიდ კლიტეს ვადებ სახლს, უბედურებებს მის კარს ვუკეტავ, დამცავ ძალას ვაძლევ სახლს, ჩვენი სიმშვიდისა და სიმყუდროვისთვის.

პირველი კლიტე უბედურებისგან; მეორე – სიღარიბისგან; მესამე – ცხარე ცრემლებისგან; მეოთხე – ქურდობისგან; მეხუთე – სნეულებებისგან; მეექვსე – ტრაგედიებისგან; მეშვიდეთი ყველაფერს ერთად ჩავკეტავ. კლიტეებს ვაერთიანებ, გასაღებს კი მხოლოდ ღმერთს ვანდობ. უმაღლესი ძალები გვიცავენ, უსამართლობას დევნიან. მჯერა მათი სამართლიანობის, კეთილი განზრახვით ვუხსნი მათ გზას ჩემი სულისაკენ. ამინ.”

დაე, უფალმა დაიცვას თქვენი სახლი ცუდი ადამიანებისგან. გისურვებთ ჯანმრთელობას თქვენცა და თქვენს ახლობლებსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს