ინდური ჰოროსკოპი დაბადების თარიღის მიხედვით და ამომწურავი აღწერით

2711

ინდური ჰოროსკოპის განსაკუთრებულია იმით, რომ მისი შედგენისას არა მხოლოდ მზის, არამედ სხვა ვარსკვლავების განლაგებაც გაითვალისწინეს. ამის წყალობით დაბადების თარიღის მიხედვით ინდური ასტროლოგიური პროგნოზი მთელ მსოფლიოში ყველაზე ზუსტ ჰოროსკოპად ითვლება.

დღეს „პაპარაცი“ გთავაზობთ ინდური ასტროლოგიური პროგნოზის სიზუსტეში თავად დარწმუნდეთ და თქვენი ტოტემური ცხოველი გაიგოთ.

მზად ხართ? მაშინ შევუდგეთ!

ასტროლოგიური პროგნოზი დაბადების თარიღით

ზამთრის ნიშნები

დაბადების თარიღი: 02.12 – 14.12, ზოდიაქოს ნიშანი: ირემი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ძალიან პატივმოყვარე და ამბიციურია. ის ყოველთვის სასურველს იღებს. ამავდროულად, „ნებისმიერი მეთოდით მიზნის მიღწევის“ სურვილი არ აქვს, რადგან ირემი ინტრიგებს არ ხლართავს.

დაბადების თარიღი: 15.12 – 27.12, ზოდიაქოს ნიშანი: ძაღლი

ასეთი ხალხი სითამამით და მეგობრულობით გამოირჩევა. ის ნებისმიერ კომპანიაში სასურველი უპრობლემოდ ხდება. ნებისმიერ საქმეში თავის პოვნა შეუძლია. მას მუდამ ახალი იდეები აქვს, რის წყალობით სხვებისთვის შთაგონების წყარო ხდება.

დაბადების თარიღი: 28.12 – 10.01, ზოდიაქოს ნიშანი: მაიმუნი მამრი

მისი მთავარი თვისება შეუპოვრობაა. ნებისმიერ საკითხზე საკუთარი აზრი გააჩნიათ, რომლის შეცვლაც სხვებს გაუჭირდებათ.

დაბადების თარიღი: 11.01 – 23.01, ზოდიაქოს ნიშანი: მანგუსტი

მანგუსტებს ადრეულ წლებიდან გარემოს იდეალიზება ახასიათებთ. ამასთან ურთიერთობაში თავისუფლების სიყვარულით და სამსახურში შესაშური მიზანდასახულობით გამოირჩევიან.

დაბადების თარიღი: 24.01 – 05.02 ზოდიაქოს ნიშანი: ანთარი

ამ ნიშნის მფლობელი ხშირად ცივი და ჩაკეტილი გვგონია. სინამდვილეში, გარეგნობის მიღმა ძალიან მგრძნობიარე სული იმალება. საკუთარ თავთან განმარტოებისას ცხოვრებაზე ბევრი ფიქრი და ფილოსოფია უყვარს. ცხოვრებაში სულიერ განვითარებას უმთავრესად მიიჩნევს. ანთარა დარწმუნებულია, რომ თითოეული ადამიანი ვალდებულია, ყოველდღე იმაზე უკეთესი გახდეს, ვიდრე გუშინ იყო.

დაბადების თარიღი: 6.02 – 18.02 ზოდიაქოს ნიშანი: ძუ ლომი

რაც შეეხება ლომის განმასხვავებელ თვისებას, ესაა ქარიზმა და მჭერმეტყველება. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ხალხი ცხოვრებას ქველმოქმედებას ხშირად უკავშირებს. ალბათ, ერთ–ერთ ყველაზე კეთილ ნიშნად ამიტომ ითვლება.

დაბადების თარიღი: 19.02 – 03.03 ზოდიაქოს ნიშანი: ცხენი

ცხენი წინა ნიშნისგან განსხვავებით საჯაროდ საკუთარ ემოციებზე იშვიათად საუბრობს. სწორედ ამიტომ, ვინც ცუდად იცნობს, ის მშვიდი და კონსერვანტული ჰგონია. ახლობლებმა იციან, რომ მის შიგნით ვნების მთელი ოკეანე ჩქეფს. ამ ნიშნის წარმომადგენლის მთავარი მიზანია მეორე ნახევრის პოვნა და სიყვარულის მოპოვება.

გაზაფხულის ნიშნები

დაბადების თარიღი: 04.03 – 16.03 ზოდიაქოს ნიშანი: ლომი

ლომი, როგორც ძუ ლომი, განსაკუთრებული არტისტიზმით, მაღალი ემოციურობით და მგზნებარე ტემპერამენტით გამოირჩევა. იმედგაცრუება არ აშინებს და ერთი დღით ცხოვრობს. საკუთარ მიმზიდველობაში ურყევი რწმენა მას საპირისპირო სქესისთვის ნამდვილ მაგნიტად აქცევს.

დაბადების თარიღი: 17.03 – 30.03 ზოდიაქოს ნიშანი: ძროხა

ამ ნიშანმა ყოველთვის ზუსტად იცის, თუ რა სურს ცხოვრებიდან. სხვებთან ურთიერთობაში უსაზღვრო გონიერებას და მოთმინებას იჩენს.

დაბადების თარიღი: 31.03 – 12.04 ზოდიაქოს ნიშანი: დედალი სპილო

ინდურ ჰოროსკოპში ამ ნიშნის წარმომადგენელი ყველაზე გულუხვ და გულწრფელ ადამიანად ითვლება. თავდაუჯერებლობის გამო სხვებს შეიძლება ეჭვიანი და ზედმეტად ფრთხილი მოეჩვენოს.

დაბადების თარიღი: 13.04 – 27.04, ზოდიაქოს ნიშანი: ულაყი

ულაყი ცხენი ბუნებამ მაღალი კომუნიკაბელურობით და წარმატებისკენ ვნებიანი სწრაფვით დააჯილდოვა. სწორედ ამიტომ, ამ ნიშანს ერთ ადგილას დიდხანს გაჩერება პრაქტიკულად არ შეუძლია. ამასთან წარმატების მიღწევის კონკრეტული გეგმა არ აქვს. მისი მთავარი მოტივი სინათლის სიჩქარის მიხედვით იცვლება.

დაბადების თარიღი: 28.04 – 10.05, ზოდიაქოს ნიშანი: სპილო

სპილო უსაზღვრო ამბიციით და შთამბეჭდავი გამძლეობით გამოირჩევა. წინა ნიშნისგან განსხვავებით ცხოვრებაში ყველაზე მეტად სტაბილურობას აფასებს.

დაბადების თარიღი: 11.05 – 24.05, ზოდიაქოს ნიშანი: ცხვარი

ამ ნიშნის წარმომადგენელს სიმშვიდე და ზომიერება ახასიათებს. სასიყვარულო საქმეებში პირველობას პარტნიორს მარტივად უთმობს, თუმცა მისი გულის დაპყრობა ყველას არ შეუძლია.

დაბადების თარიღი: 25.05 – 07.06, ზოდიაქოს ნიშანი: გველი

რაც შეეხება გველს, ის ყველაზე მგრძნობიარე ინდური ნიშანია სხვა დანარჩენ ნიშნებს შორის.

ზაფხულის ნიშნები

დაბადების თარიღი: 08.06 – 20.06, ზოდიაქოს ნიშანი: გველი

გველის მთავარი ცხოვრებისეული პრიორიტეტია გახდეს მისაბაძი მაგალითი. მას ძალაუფლების შეგრძნება მოსწონს. აი, სხვების აზრი საერთოდ არ აღელვებს.

დაბადების თარიღი: 21.06 – 05.07, ზოდიაქოს ნიშანი: ძაღლი

ამ ნიშნის წარმომადგენელი ზედმეტად თანამგრძნობიარეა. მის მსგავსად მხარდაჭერას ვერც ერთი ზოდიაქოს ნიშანი ვერ შეძლებს.

დაბადების თარიღი: 06.07 – 19.07, ზოდიაქოს ნიშანი: კატა

კატა ძალიან ტაქტიკური და კეთილმოსურნეა, ამიტომ ის ყველას მოსწონს. მას ძლიერი ინტუიცია აქვს, მისი მოტყუება პრაქტიკულად შეუძლებელია. ხმაურიან წვეულებებზე მეტად სახლის სიმყუდროვე, სიჩუმე და სიმშვიდე უყვარს.

დაბადების თარიღი: 20.07 – 01.08, ზოდიაქოს ნიშანი: ვერძი

ამ ნიშნის წარმომადგენელი სხვებს თავს სულიერ და გულახდილ ადამიანად აჩვენებს, თუმცა თავის შინაგან გრძნობებს არ ამჟღავნებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საკუთარ ძალებს ენდობა.

დაბადების თარიღი: 02.08 – 15.08, ზოდიაქოს ნიშანი: კატა

თუ ინდურ ჰოროსკოპში ყველაზე საკამათო ნიშანს დავასახელებთ, კატა მათ შორის პირველ ადგილს დაიკავებს. ის ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება და ხშირად ბოროტების და სიკეთის ზღვარზე იმყოფება.

დაბადების თარიღი: 16.08 – 29.08, ზოდიაქოს ნიშანი: თაგვი

ამ ხალხს ცხოვრება ყველა მიმართულებით უყვარს. მას აუცილებლობის შემთხვევაში მცირედით დაკმაყოფილება შეუძლია. ამასთან, მატერიალური და სოციალური კეთილდღეობის მიღწევა მისთვის მნიშვნელოვანია.

დაბადების თარიღი: 30.08 – 12.09, ზოდიაქოს ნიშანი: ვირთხა

რაც შეეხება ამ ნიშანს, მთავარი თვისება რაციონალიზმი და წინდახედულობაა. მისი პრიორიტეტი არა საკუთარი კეთილდღეობა, არამედ ოჯახის და მეგობრების ბედნიერებაა.

შემოდგომის ნიშნები

დაბადების თარიღი: 13.09 – 25.09, ზოდიაქოს ნიშანი: ხარი

ხარი სტაბილურობის მომხრეა. ქვეყნის ბოლოში სპონტანური მოგზაურობა მასზე არაა. ნებისმიერი ცვლილება მასში დიდ სტრესს იწვევს. სწორედ ამიტომ, პარტნიორად საიმედო ადამიანს ეძებს. იდეალურ შემთხვევაში, მხოლოდ ერთი მთელი ცხოვრების მანძილზე.

დაბადების თარიღი: 26.09 – 09.10, ზოდიაქოს ნიშანი: ფურკამეჩი

ამ ნიშნის წარმომადგენელი სიკეთით და წარმოუდგენელი მომხიბვლელობით გამოირჩევა. მას განწყობის ხშირი ცვლილება ახასიათებს.

დაბადების თარიღი: 10.10 – 22.10, ზოდიაქოს ნიშანი: ძუ ვეფხვი

მას ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს. ხელოვნების ყველაზე მგზნებარე თაყვანისმცემელია. გარდა ამისა, მოდაში კარგად ერკვევა. ამ ნიშნის მთავარი გატაცება ცხარე შეგრძნებებია.

დაბადების თარიღი: 23.10 – 05.11, ზოდიაქოს ნიშანი: კამეჩი

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ საქმიანობის სფეროში საუკეთესო იყოს. ყველაფრის მიუხედავად, ყოველთვის კაშკაშა და დამოუკიდებელია. სიტყვაზე, გარშემომყოფების აღიარებას პოულობს.

დაბადების თარიღი: 06.11 – 18.11, ზოდიაქოს ნიშანი: ვეფხვი

ვეფხვი ერთ–ერთ ყველაზე ამბიციურ ნიშნად ითვლება ინდურ ჰოროსკოპში. დასახული მიზნის მისაღწევად შეიძლება ძილიც კი დაავიწყდეს.

დაბადების თარიღი: 19.11 – 01.12, ზოდიაქოს ნიშანი: ძუ ირემი

ამ ადამიანების ცხოვრებაში სულიერ პრაქტიკას განსაკუთრებული ადგილი უკავია, რის წყალობით ის ყოველთვის ოპტიმიზმით და სიცოცხლით აღსავსეა. გარეგნული ოპტიმიზმი ყოველთვის არ ასახავს იმას, რაც მას შიგნით აქვს. ხშირად ამის მიღმა პირადი განცდები იმალება.

როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორია ასტროლოგიური პროგნოზი დაბადების თარიღის მიხედვით? ვიმედოვნებთ, რომ კომენტარებაში თქვენს შთაბეჭდილებებს გაგვიზიარებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს