რამდენად ყურადღებიანი ხართ: მარტივი ტესტი

3157

სოციალურ ქსელებში ბლოგერები სულ უფრო ხშირად ატარებენ ექსპერიმენტებს, ამოწმებენ ადამიანების სიკეთეს, სიძლიერეს… ხანდახან, ასეთ გამოცდებში ხალხი იჭრება, ხანდახან კი ჩვენთვის უცხო ადამიანები თავიანთი სულგრძელობით გვახარებენ. თუმცა, ადამიანს გულგრილი და ბოროტი შეიძლება ვუწოდოთ მხოლოდ იმიტომ, რომ გაჭირვებულს არ დაეხმარა? ყველას აქვს არჩევანის უფლება და განსაკუთრებული მიზეზები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყურადღებით დააკვირდით ზემოთ მოცემულ ნახატს და თქვით, ამ ადამიანთაგან რომელი არ იმსახურებს მატერიალურ დახმარებას.

უსახლკარო ადამიანები

სადავო საკითხია: დავეხმაროთ თუ არა უსახლკაროებს? ერთნი ამტკიცებენ, რომ უსახლკაროებმა თავად აირჩიეს ეს გზა, მეორენი კი ეჭვგარეშე იმეტებენ უკანასკნელ გროშებს და ეხმარებიან გაჭირვებულებს იმით, რითაც შეუძლიათ.

უნდა გესმოდეთ, რომ თითოეულ უსახლკარო ადამიანს თავისი ისტორია აქვს და არ შეიძლება მისი შედარება სხვასთან. თუ დახმარება მთელი გულით გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანთა გარკვეული ნაწილი სულაც არაა უსახლკარო, მათ ნათესავებიც ჰყავთ და სახლიც აქვთ, მათხოვრობა კი ფულის შოვნის საკმაოდ მარტივი გზაა.

ჩვეულებრივ, ასეთი ადამიანები არ გამოირჩევიან მოწყენილი სახით და საკვების ნაცვლად ფულს ითხოვენ მაშინ, როცა ნამდვილად გაჭირვებულ ადამიანს ერიდება დახმარების თხოვნა. ამის ნაცვლად, ისინი ცდილობენ, როგორღაც მაინც გამოიმუშავონ ფული: ყვავილების გამყიდველი ბებოები, წიგნების გამყიდველი ბაბუები, ფანჯრების მრეცხავი ბავშვები…

რა თქმა უნდა, უსახლკაროებს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, თუმცა ეს არამხოლოდ ფულწრფელად, არამედ გააზრებულადაც უნდა გავაკეთოთ. არსებობს უამრავი ორგანიზაცია, რომლებიც უსახლკაროებს ფეხზე წამოდგომაში ეხმარება, იქ კეთილი მოხალისესთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება.

არ შეიძლება არ ითქვას, რომ ქუჩის ცხოვრებას მიჩვეულ ადამიანთა ნაწილს არ სურს მუშაობა, რადგან იციან, რომ ფულს ისედაც აძლევენ. ბევრისთვის კი, პირველ რიგში, ფსიქოლოგიური დახმარებაა აუცილებელი, რადგან ეს შეიძლება გაცილებით უფრო საჭირო იყოს მათთვის, ვიდრე ფული.

ტესტის პასუხი: მესამე მამაკაცი ცდილობს, ფული მოტყუებით გააკეთოს. დააკვირდით და დაფიქრდით, რაში სჭირდება მას ჩექმები, თუ ფეხები არ აქვს?

ყურადღება ზედმეტი არასდროს იქნება, უსახლკაროთა დახმარება, ხშირად, შეიძლება უსარგებლო და საშიშიც კი აღმოჩნდეს. ცხოვრების გზაზე გამოცდას ყველა ვერ გაივლის, ვერც ადამიანური ღირსების შენარჩუნებას შეძლებს ბევრი. სწორედ ღირსეულთ უნდა დაეხმაროთ, რათა ჩაუსახოთ იმედი და მისცეთ ძალა, დაიწყონ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს