ებრაელი ხალხი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ბრძენ ერად მიიჩნევა, რადგან მათი ცოდნა თავად უფლისგან მოდის. ამასთან, “მოსეს შვილების” სიბრძნეზე იმდენი რამაა ნათქვამი, რომ ებრაელი ხალხის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლების გონებაგამჭრიახობასა და შორსმჭვრეტელობაში ეჭვი არავის ეპარება.
ხოლო რამდენადაც სხვა კულტურასთან ნაცნობობა მხოლოდ დაგეხმარებათ საკუთარის უკეთ გაგებაში, დღეს ჩვენ გვინდა, გაგაცნოთ ებრაელი ბრძენების გამონათქვამები. ამასთან, საუბარი დუმილის ხელოვნებაზე იქნება. ეს უჭკვიანესი ადამიანები ფლობენ დუმილის ხელოვნებას, მას ბრძენი და აღზრდილი ადამიანის თვისებად მიიჩნევენ.
ხანგრძლივი დუმილი
- “ამ სამყაროში ადამიანის ხელოვნება მდგომარეობს იმაში, რომ მან გაჩუმება ისწავლოს.”
- “ბრძენების შორის გატარებული ცხოვრების მანძილზე, ვერ ვიპოვე დუმილზე უკეთესი რამ.”
- “სულელიც კი, თუ ჩუმად იქნება, ბრძნად გამოჩნდება.”
- “ყველაფრის ამოთქმისას, სიტყვებს ჩემზე დაუფლების საშუალებას ვაძლევ. თუმცა, როცა ვჩუმდები, მე ვეუფლები სიტყვებს – შემიძლია წარმოვთქვა ან შევინახო.”
- “არ ღირს სულელის სისულელეებზე პასუხის გაცემა.”
- “ბრძენსაც კი უნდა შეეძლოს გაჩუმება. სულელებს – მითუმეტეს.”
- “ჭკვიანი არ დაიწყენს სჯას მათ გვერდით, ვინც მასზე ჭკვიანია, არ იჩქაროთ კამათი, არ იჩქაროს თანამოსაუბრისთვის საუბრის გაწყვეტინება… სულელისთვის ყველაფერი პირიქითაა.”
- “სიბრძნეს დუმილის ფასი აქვს, თუმცა დუმილი ჯერ კიდევ არაა სიბრძნე.”
- “კარგად დუმილი უფრო რთულია, ვიდრე კარგად საუბარი.”
- “ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი იმისთვის მისცა, რომ მეტი მოესმინა და ნაკლები ელაპარაკა.”
ებრაელი ბრძენების ეს გამონათქვამები დაგაფიქრებთ და გადაგახედინებთ თქვენს ურთიერთობაზე იმასთან მიმართებით, რასაც ამბობთ. მართლაც, გაჩუმება ხომ სისულელის თქმას სჯობს. ზოგიერთ მომენტში კი ადამიანის დუმილი უფრო მჭერმეტყველია, ვიდრე ყველაზე მაღალფარდოვანი სიტყვები.
ალბათ, ყველას ჰყავს ასეთი ნაცნობი თანამოსაუბრე, რომელსაც მხოლოდ თავისუფლება უნდა მისცეთ, რომ ყველაფერი გიამბონ: საკუთარი დღის წესრიგით დაწყებული, აუტანელი მეზობლის ყვავის ბუს დეიდაშვილით დასრულებული. გასაგებია, რომ ასეთ ადამიანს გაურბიან, მასზე ცუდად საუბრობენ სხვებთან, პატივისცემითაც ნაკლებად სარგებლობს.
თუმცა, ჩვენ ბავშვობიდან გვესმის ცნობილი ფრაზა “დუმილი – ოქროა”, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უნდა ვდუმდეთ და მოსაბეზრებელ ადამიანად ვიქცეთ.
დუმილის ხელოვნება არ უნდა გიშლიდეთ ხელს ურთიერთობის აწყობაში, პირიქით, უნდა გეხმარებოდეთ. დროულად გაჩერებისა და ყურადღებით მოსმენის უნარი ადამიანს ეხმარება თანამოსაუბრის უკეთ გაგებაში, საშუალებას აძლევს, განეწყოს იმავე ემოციურ ტალღაზე, რათა სანდო კავშირი დაამყაროს. ასეთ შემთხვევაში, მაშინვე მიხვდებით, რა უნდა თქვათ და რაზე – პირი დამუწოთ.