ბიდეს იაფფასიანი ანალოგი – ჰიგიენური პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტილება მცირე ფართობში

3138

სიტყვა “ბიდეს” პირველი წერილობითი ხსენება 1710 წელს, ერთ-ერთი ფრანგი მარკიზის მემუარებში ჩნდება. მართალია, მას შემდეგ 300 წელზე მეტი გავიდა, ეს ჰიგიენური მოწყობილობა დღემდე არ გვხვდება ყველა სახლში.

ჩვენს მცირე ზომის სან-კვანძებში ბიდეს ადგილი, სურვილის მიუხედავად, როგორც წესი, არ არის. თუმცა, კრეატიული ადამიანების დამსახურებით, არსებობს ამ პრობლემის მარტივი და კომპაქტური გადაწყვეტილებაც.

ჰიგიენური შხაპი ტუალეტში

მარტივი, იაფფასიანი და პრაქტიკული გამოსავალი – ესაა კედლის ჰიგიენური შხაპი. ნებისმიერი უნიტაზი, მისი დახმარებით, ბიდედ გადაიქცევა. თუმცა, მაშინაც კი, თუ ბიდეს ანალოგი არ გაინტერესებთ, ჰიგიენური შხაპი ტუალეტში უზრუნველყოფს დამატებით კომფორტსა და რამდენიმე უდავო უპირატესობას.

  1. თბილი წყლის ნაკადი საშუალებას გვაძლევს ინტიმური ზონების უფრო ეფექტურად გამორეცხვისა, ვიდრე ყველაზე ხარისხიანი ტუალეტის ქაღალდი.
  2. სიბინძურე მაშინვე უნიტაზში ირეცხება, ამიტომ სანიტარული მდგომარეობა მაღალ დონეზეა.
  3. ლორწოვანი გარსები და კანი არ ზიანდება ტუალეტის ქაღალდთან შეხების დროს.
  4. შლანგის მიერთები საშხაპე პირთან პირდაპირ უნიტაზის გვერდით ამარტივებს სანტექტიკის სანიტარულ დამუშავებას. გარდა იმისა, რომ ასეთი მოწყობილობის დახმარებით უფრო მარტივია საბავშვო ქოთნის ან კატის ტუალეტის გარეცხვა.
  5. თუ ერთ ბინაში ორ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, სან-კვანძები კი დაყოფილია, ჰიგიენური შხაპი შესანიშნავი საშუალებაა მოსაწესრიგებლად, თუ სააბაზანო სხვა ადამიანმა დაიკავა.

თუმცა, მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ამ მოწყობილობას კომპაქტური ზომები აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ მისი მოთავსება მცირე ზომის ბინაში – იქ, სადაც მინიატურული ნიჟარაც კი ოთახის ნახევარს შეავსებს.

დამონტაჟების ვარიანტები

ჰიგიენური შხაპის მონტაჟი შესაძლებელია როგორც სან-კვანძის რემონტამდე, ისე მის შემდეგაც. ამასთან, გაყვანილობა იმ კომუნიკაციებს უერთდება, რომლებიც უკვე დამონტაჟებულია. იქნება ეს ცხელი და ცივი წყლის ბოძები თუ შიდა დაყოფა.

ტუალეტის შხაპი სააბაზანო შხაპისგან განსხვავდება: იგი უფრო მცირე ზომისაა, ასევე, აქვს სპეციალური ჩამკეტი არხი, რომელიც არ აძლევს წყალს გაჟონვის საშუალებას მაშინ, როცა შხაპით არავინ სარგებლობს. არსებობს ჰიგიენური შხაპის სამი სახეობა: მოცულობითი ნიჟარასთან ერთად, კედლის, ჩაშენებული.

1. ნიჟარიანი შხაპი

ყველაზე მოსახერხებელია გამოსაყენებლად, ასევე, იგი უფრო მარტივია დასაყენებლადაც. მცირე ზომის ნიჟარა ტუალეტში არამხოლოდ მოსახერხებელია ხელების დასაბანად, არამედ საიმედო ადგილი იქნება ჰიგიენური შხაპის დასამაგრებლად.

გაჟონვის პრობლემები თავიდან რომ აიცილოთ, ჰიგიენური შხაპი შემრევს მიუერთეთ. ამ შემთხვევაში, გაჟონვის დროს წყალი უსაფრთხოდ გაედინება ნიჟარაში. მისი ნაკლი ისაა, რომ ტუალეტში ყოველთვის არ გვაქვს ამ ნიჟარის დაყენების ადგილი.

2. კედლის შხაპი

ამ შემთხვევაში, შემრევი და ჩამკეტი ონკანი მაგრდება კედლიდან გამავალ მილზე: ერთი მხრივ, შხაპის შლანგი უერთდება შემრევს, ხოლო მეორე – კედლის სამაგრს. ჰიგიენური შხაპი კედლის შემრევით მოსახერხებელია, საკმაოდ იაფიცაა და არ გამოადგებათ მხოლოდ მათ, ვისაც კონსტრუქციის ესთეტიკური მხარე არ მოსწონთ.

3. ჩაშენებული

ეს სახეობა კიდევ ორ ქვესახეობად იყოფა – სახურავი-ბიდე და უნიტაზი-ბიდე. ასეთი კონსტრუქციის დაყენება და მონტაჟი რთული არაა, თუმცა ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე პირველი ორი ვარიანტის შემთხვევაში.

ჰიგიენური შხაპი – ესაა ბიდეს იაფი შემცვლელი მცირე ზომის სან-კვანძებში, ასევე, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა დიდი ოჯახისთვის. იგი გეხმარებათ ჰიგიენის შენარჩუნებაში და საუკეთესო დამხმარეა სან-კვანძის დალაგების დროსაც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს