შარფი–ნიღაბი ან ნიღაბი–ცხვირსახოცი – მოსახერხებელი და ფუნქციური აქსესუარია ცხელი ზაფხულის დღეებისთვის. ბამბის ქსოვილი შესაგრძნებად სასიამოვნოა და კარგად სუნთქვის საშუალებას მოგცემთ.
ნიღაბი შეგიძლიათ ცხვირსახოცის ქვეშ დამალოთ. ყოველ ჯერზე მისი ჩანთიდან ამოღება არ მოგიწევთ და ვერავინ მიხვდება, რომ ყელის აქსესუარი არც ისეთი უბრალოა.
შარფი–ნიღაბი
თქვენ დაგჭირდებათ:
- ბამბის ქსოვილის ნაჭერი 100სმ 50-ზე
- 20 სმ რეზინა
- მაკრატელი, ძაფი, ნემსი
მუშაობის ეტაპები:
1. ნაჭრის ქსოვილი შუაზე გაკეცეთ ისე, რომ გარე მხარე შიგნით მოხვდეს.
2. დიაგონალის შუაში ცენტრის წერტილი მონიშნეთ.
3. ცენტრიდან დიაგონალთან სწორი კუთხით ხაზი გაავლეთ.
4. მასზე 11 სმ მონიშნეთ. ამ წერტილებით დიაგონალის პარალელურად ხაზი გაავლეთ.
5. მის მარჯვნივ და მარცხნივ 11 სმ მონიშნეთ.
6. ამ წერტილებიდან პერპენდიკულარულად სწორი ხაზი დაუშვით და დიაგონალს შეუერთეთ (მომრგვალების რადიუსი 5-6 სმ). შექმნილი შვერილი დამცავი ნიღბის როლს შეასრულებს.
7. ჩვენი თარგი მზადაა.
8. ისღა დაგრჩენიათ ზედმეტი ნაჭერი მოჭრათ და დარჩენილი ქსოვილიდან 2×15 სმ ზომის ორი შესაკრავი გამოჭრათ.
9. ჩვენი შვერილის ორივე მხრიდან სიმაღლის შუა ცენტრი მონიშნეთ. ამ წერტილში შესაკრავის ერთ–ერთი ბოლო დამაგრდება (მეორე – ზედა კუთხეში).
10. შესაკრავი ქსოვილის ნაჭრებს შორის ჩადეთ, ბოლოები საჭირო ადგილას დაამაგრეთ.
11. ნაჭრის ერთი მხრიდან 2–ჯერ 5-6 სმ მონიშნეთ.
12. ორივე ნაჭრის კუთხეები შესაკრავებთან ერთად გაკერეთ. გაუკერავი მხოლოდ მეორე შუალედი 6 სმ დატოვეთ. ის ნაწარმის გადმოსაბრუნებლად დაგჭირდებათ, ამის შემდეგ შეგიძლიათ ისიც გაკეროთ.
13. შარფ–ნიღაბი მზადაა, ისღა დაგრჩენიათ გააუთოოთ და ატაროთ. საჭირო დროს მსუბუქი მოძრაობით სახეზე დამცავ ნიღაბს გაიკეთებთ.
ნიღაბი თავსაკრავით
ორი ერთში: დამცავი ნიღაბი და თავზე შემოსახვევი. ნიღბის შესაკრავები ყურზე მაკარონებივით არ ყრია, არამედ თმის აქსესუარის როლს ასრულებს. შესანიშნავი იდეა!
თქვენ დაგჭირდებათ:
- ქსოვილის ნაჭერი
- ქაღალდის თარგი
- მაკრატელი ძაფი, ნემსი
მუშაობის ეტაპები:
1. ნიღბის მთავარი ნაწილი იჭრება და იკერება პრაქტიკულად ისე, როგორც ჩვენს სტატიაშია.
2. ნიღბის თარგი ამ შაბლონის მიხედვით მოამზადეთ.
3. შესაკრავები (სიგანე 6 სმ, სიგრძე 55 სმ) შედგება A, B და C ნაწილებისგან ისე, როგორც სურათზეა.
დამცავი ნიღაბი პანაცეა არაა და 100%–ით ვერ დაგიცავთ, მაგრამ ხალხმრავალ ადგილებში მისი ტარება ვირუსების ზეწოლას ამცირებს და შესაძლო ინფიცირებისგან საკუთარი თავის და ახლობლების დაცვის საშუალებას გაძლევთ. თუ ნიღაბი მრავალფუნქციურია და მოდურად გამოიყურება, ეს დისკომფორტს მინიმუმამდე შეამცირებს.