დაფნის ფოთოლი საფულეში: ფულის ყველაზე მძლავრი მაგნიტი

22936

დღეს დაფნას, მეტწილად, კულინარიაში ვიყენებთ და არც კი ვეჭვობთ, რომ ჩვეულებრივი ფოთოლი შეიძლება უმძლავრესი მაგნიტი იყოს, რომელიც ადამიანისკენაც და სახლისკენაც ფინანსურ კეთილდღეობას იზიდავს.

ძველი დროიდან, დაფნის ფოთოლი მაგიურ ინგრედიენტად ითვლება, რომელიც უამრავ რიტუალში გამოიყენება. დაფნას შეუძლია იღბლის მოზიდვა და წარმატების უზრუნველყოფა. შემთხვევით ხომ არ აჯილდოვებდნენ გამარჯვებულებს დაფნის გვირგვინებით.

დაფნის ფოთოლი სიმდიდრის მოზიდვაშიც გვეხმარება. ცნობილია არაერთი საკმაოდ მარტივი და ძალიან ეფექტური რიტუალი, რომელიც მიმართულია ფულის მოზიდვაზე, სწორედ დაფნის ფოთლის გამოყენებით. მაგალითად, ეზოთერიკები, სახლში ფინანსური კეთილდღეობის მოსაზიდავად, გვირჩევენ ფანჯარასთან დაფნის პატარა ხე ვიქონიოთ. იმისათვის, რომ დაფნის გავლენა გავაძლიეროთ, ხის გვერდით განათავსეთ სიმდიდრესთან დაკავშირებული ნივთები: სამკაულები, ყულაბა, საფულე.

როგორ “დავარწმუნოთ” დაფნა, რომ ჩვენს საფულეში ფული მოიზიდოს?

რიტუალისთვის დაგჭირდებათ რამდენიმე ფოთლის მქონე დაფნის ტოტი. ერთ-ერთი ფოთოლი ფულის მაგნიტად იქცევა. შეინახეთ ეს ამულეტი საფულეში, სასურველია – ცალკე დანაყოფში. სწორედ განსაკუთრებული სახით დატვირთული ფოთოლი მოიზიდავს ფულს საფულეში.

  • საღამოს, ზრდადი მთვარის დღეს, დაფნის ტოტს მოაშორეთ ერთი ფოთოლი და წაუკიდეთ ცეცხლი ისე, რომ კვამლი გამოიყოს.
  • აალებად ფოთოლს უყურეთ და წარმოთქვით შემდეგი სიტყვები:
    “ვიჟღინთები დაფნის არომატით, გავმდიდრდები დღითიდღე. ფული სწრაფად შემოვა ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ, აწი დამავიწყდება, რა არის გაჭირვება. დიახ, ასე იქნება! ამინ! ამინ! ამინ!”
  • ფოთლის კვამლი მოატარეთ ყველა ოთახს. შემდეგ დაწვით ფოთოლი.
  • ტოტს კიდევ ერთი ფოთოლი გააცალეთ და ჩაიდეთ საფულეში.
  • ტოტი, დარჩენილი ფოთლებით, დამალეთ მოკრძალებულ ადგილას.

ახლა დაფნის ფოთლის ძალა სახლში კეთილდღეობას შემოიტანს და მოიზიდავს ფულს.

დაფნის ფოთოლს შემოსავლის გამრავლებაც შეუძლია. რიტუალუსთვის მოამზადეთ 3 ფოთოლი და ფორთოხლის ზეთი.

  • ფოთლებზე დააწვეთეთ თითო წვეთი ზეთი. ფორთოხალი ძველი დროიდან ითვლება სიმდიდრის სიმბოლოდ, ამიტომ, დაფნის ძალასთან ურთიერთქმედებასთან ერთად, იგი სიმდიდრის მომატებაში დაგეხმარებათ.
  • ფოთლებს ალაგებენ იქ, სადაც, ჩვეულებრივ, დანაზოგს ინახავთ ხოლმე.
  • დალაგებისას უნდა წარმოთქვათ შემდეგი:
    “დაფნავ, მზის ქვეშ გაზრდილო, შემოიტანე ჩემს სახლში სიდიდრე და იღბალი!”

გჯერათ მსგავსი რიტუალების? გამოგიცდიათ მათი ეფექტურობა?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს