საბჭოთა პოპულარული პედაგოგის, ანტონ მაკარენკოს აღზრდის სისტემა მხოლოდ 8 წესს მოიცავს. თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან მეთოდად ითვლება.
სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ ამ წესების თქვენთვის გაზიარება გადაწყვიტა.
ბავშვის აღზრდის ხელოვნება
1. ასწავლეთ ბავშვს რეალური მიზნების დასახვა. არ ღირს მათგან გრანდიოზული შედეგების მოთხოვნა იმ საქმეში, რომელსაც თავს კარგად ვერ ართმევს.
მაგალითად, თუ სკოლის დღიურში რომელიმე საგანში ორიანს იპოვით, შეუთანხმდით ბავშვს, რომ შემდეგში ნიშანი დამაკმაყოფილებელი იქნება, არაა საჭირო მაშინვე ფრიადის მიღება.
2. უფრო ხშირად დაინტერესდით ბავშვის გატაცებებით და დაეხმარეთ ოცნებების რეალიზაციაში, თქვენი ოცნებები კი არ შემოახვიოთ თავს.
ნუ აიძულებთ ბავშვს თქვენი ახალგაზრდობის შეცდომების გამოსწორებას. თუ ცნობილი ხელოვანი ვერ გახდით, უბრალოდ შეურიგდით ბედს, ნუ აიძულებთ ბავშვს, მისთვის აუტანელ სოლფეჯიოს გაკვეთილებზე იაროს.
3. მიეცით ბავშვს საშუალება, დაუშვას საკუთარი შეცდომები.
გასაგებია, რომ ყველა მშობელს სურს თავისი შვილის დაცვა სამყაროში არსებული უსიამოვნებებისგან. თუმცა, ზედმეტი ზრუნვა ადამიანს ვერ დაეხმარება ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში, პირიქით, მას დაასუსტებს.
უბრალოდ მხარი დაუჭირეთ ბავშვს. იყავით მისი დამზღვევი, თუმცა მიეცით საშუალება, თავისით დაიპყროს მწვერვალები და იგემოს მარცხი.
4. იზრუნეთ იმაზე, რომ მომავალში თქვენს შვილს სამწუხარო ბავშვური მოგონებები არ ჰქონდეს.
იყავით მისთვის კარგი მაგალითი. ბავშვები ხომ მუდმივად აკოპირებენ ქცევასა და ჩვევებს ზრდასრულებისგან, რომლებსაც მათ გარშემო ხედავენ.
5. მიეცით ბავშვს პირადი განვითარების მოტივაცია. შეაქეთ იგი მიღწევისთვის და გაამხნევეთ, როცა მხოლოდ მესამე ადგილს აიღებს.
მონაწილეობა მიიღეთ ყველა იმ საქმეში, რომელიც ახარებს. ბავშვებისთვის ხომ უკიდურესად მნიშვნელოვანია მშობლების შექება და მხარდაჭერა, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
6. დაიმსახურეთ ბავშვის ნდობა. ნუ მიუთითებთ ბავშვს მუდმივად, როგორ მოიქცეს, და ნუ დატუქსავთ უვნებელი წვრილმანი ურჩობისთვის.
ბავშვი რობოტი არაა. იგი მოსასმენად არ უნდა დააპროგრამოთ. საკმარისია გააკეთოთ ისე, რომ მას თავად მოუნდეს თქვენი აზრის მოსმენა და რჩევის მიღება.
7. ასწავლეთ ბავშვს ორგანიზებულობა. შეადგინეთ წესების სია, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა აუცილებლად უნდა დაიცვას. აგრეთვე, აუხსენით ბავშვს, რატომაა მნიშვნელოვანი ამ წესების დაცვა ყველაზე ხელმისაწვდომი ფორმით.
მაგალითად, ღამით კბილების გაწმენდის აუცილებლობა აუხსენით იმით, რომ ეს კბილების ჯანმრთელობას შეინარჩუნებს.
8. მოიფიქრეთ ლოიალური სასჯელი ცუდი საქციელისთვის. თუ ბავშვმა დააშავა, პირველ რიგში, მშვიდად გაესაუბრეთ. ეცადეთ, ასეთი ქცევის მიზეზი გაიგოთ და აუხსნათ, რატომ არ მოგეწონათ ბავშვის ქცევა.
აი, ყვირილი და ხელით შეხება კარგს არც თქვენ მოგიტანთ და არც თქვენს შვილებს.
მაკარენკოს მეთოდის ძირითად პრინციპად ითვლება არამხოლოდ სიყვარული, არამედ პატივისცემაც. ბავშვი ხომ, პირველ რიგში, პიროვნებაა.