ცილოვან დიეტას ყველაზე ეფექტურ დიეტად თვლიან: სწრაფი გახდომა, არანაირი გვერდითი ეფექტი, ოპტიმალური ენერგიით დამუხტვა, შიმშილის გრძნობის არ არსებობა. შეიძლება თუ არა მსგავს კვებას დაბალანსებული ვუწოდოთ? ეს უკვე სხვა საკითხია. დიახ, ნახშირწყლების და ცხიმის მიღების შემცირებით ორგანიზმი ზოგიერთ მიკროელემენტს და ვიტამინს ვეღარ იღებს, მაგრამ თუ დიეტა ხანმოკლეა, ნერვიულობა არ ღირს. ამ მიზეზით „პაპარაცი“ გთავაზობთ ცილოვანი დიეტის კიდევ ერთ ვარიანტს – დიეტა ზარმაცებისთვის.
ვარაუდი, ეს არჩევანი სპორტსმენებისაა, შეცდომა. მას სხვადასხვა ჭარბი წონის და ასაკის ადამიანი მიმართავს. თუ ადამიანთა იმ ტიპს მიეკუთვნებით, ვისაც შედეგის დაუყონებლივ დანახვა სურს, ზარმაცი ცილოვანი დიეტა თქვენთვისაა. რატომ უწოდებენ „ზარმაც“ დიეტას? უბრალოდ მენიუ მხოლოდ 2 კერძისგან შედგება: თქვენ მუდმივად მომზადება და მრავალფეროვან პროდუქტებზე ფულის ხარჯვა არ დაგჭირდებათ.
3 დღე, 2 კერძი, მინუს 5 კგ
სამდღიანი დიეტისთვის 2 კერძი წინასწარ მოამზადეთ. საჭმელი მაცივარში შეინახეთ. დღეში 4-ჯერ იკვებეთ, კერძები ჩაანაცვლეთ. სოუსის სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ შინაურული მაიონეზი.
ქათმის წვნიანი კვერცხით
ვარიანტი 1: კლასიკური
ინგრედიენტები:
- 700 გრ ქათმის ფილე
- 1 კვერცხი
- 1 ხახვი
- 2 დაფნის ფოთოლი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ფილე გარეცხეთ, ქვაბში მოათავსეთ და წყალი დაასხით. როცა წყალი ადუღდება, ქაფი მოაშორეთ და კიდევ 20 წუთით ხარშეთ. წყალი გადაასხით. ხორცს სუფთა წყალი დაასხით.
- ქვაბს მთელი, გასუფთავებული ხახვი, მარილი და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ.
- ხორცი ქვაბიდან ამოიღეთ, დაანაწევრეთ და კვლავ ბულიონს დაუმატეთ.
- კვერცხი მოხარშეთ, გაასუფთავეთ და შუაზე გაჭერით.
- წვნიანით თასი გაავსეთ და კვერცხი დაუმატეთ.
ვარიანტი 2: ქათმის წვნიანი ტოფუთი
ინგრედიენტები:
- 30 გრ ტოფუ
- 700 გრ ქათმის მკერდი
- 2 ს/კ ლიმონის წვენი
- 2 კვერცხი
- 1 კბილი ნიორი
- მარილი გემოვნებით
მომზადება:
- ფილე გარეცხეთ, ქვაბში მოათავსეთ. წყალი დაასხით და ცეცხლზე დადგით. როცა წყალი ადუღდება, ქაფი მოაშორეთ და კიდევ 20 წუთით ხარშეთ. წყალი გადაასხით და ხორცს სუფთა წყალი დაასხით.
- მარილი და კბილი ნიორი დაუმატეთ.
- ხორცი ქვაბიდან ამოიღეთ, დაანაწევრეთ და კვლავ ბულიონს დაუმატეთ. ლიმონის წვენი დაუმატეთ.
- კვერცხი მოხარშეთ. გაასუფთავეთ, შუაზე გაჭერით. ტოფუ პატარა კუბებად დაჭერით.
- წვნიანით თასი გაავსეთ. კვერცხი და ყველი დაუმატეთ.
ცილოვანი სალათი
ვარიანტი 1: ხაჭოთი
ინგრედიენტები:
- 250 გრ უცხიმო ხაჭო
- 100 გრ სტაფილო
- 300 გრ კიტრი
- 100 გრ ვაშლი
- 100 გრ ნატურალური იოგურტი
- 1 ჩ/კ ლიმონის წვენი
მომზადება:
- ყველა პროდუქტი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
- ხაჭოს აურიეთ.
- ლიმონის წვენი და იოგურტი მოასხით.
ვარიანტი 2: თინუსით
ინგრედიენტები:
- 200 გრ დაკონსერვებული თინუსი
- 200 გრ ნიახური
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 ს/კ ზეითუნის ზეთი
- 1 მწიკვი დაფქული წიწაკა
მომზადება:
- თინუსი ჩანგლით დაჭყლიტეთ. ნიახური წვრილად დაჭერით. აურიეთ.
- წიწაკა, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი დაუმატეთ.
- თქვენ წვნიანის ერთი ვარიანტი და სალათის ერთი ვარიანტი აირჩიეთ. ნოყიერი, მაგრამ დაბალკალორიული კერძებია. 1 თვეში გახდომის კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ. მენიუ რომ გაამრავალფეროვნოთ, მენიუში მეორე სახის სალათი და წვნიანი ჩართეთ. დღის განმავლობაში 1,5–2 სუფთა წყალი უნდა დალიოთ.
არ არსებობს ქალი, რომელსაც გახდომა ერთხელ მაინც არ უცდია. ზოგი ამ საქმეს პრაქტიკულად იმწამსვე თავს ანებებს, ზოგს ერთი დღის გაძლებაც უჭირს, რადგან მენიუ ზედმეტად გონივრულია. ზარმაცი ცილოვანი დიეტით მხოლოდ დადებით შედეგებს უნდა ელოდოთ.