სიმწვანის ყველა მოყვარულს არ აქვს აგარაკის შეძენის საშუალება. სწორედ ამიტომ, ისღა დარჩენიათ, ბინა გაავსონ საყვარელი მცენარეებით. საუკეთესო სასუქის სახით, ჩვენ მათ ვურჩევთ საფუვრის გამოყენებას.
ამ სტატიაში წაიკითხავთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ ასეთი სასუქი, სასურველი შედეგის მისაღებად.
საფუარი ყვავილებისთვის
ბევრი დიასახლისი იყენებს საფუარს კერძების გამოსაცხობად, თუმცა არც კი ფიქრობს, რომ იგი სასარგებლო იქნებოდა ოთახის მცენარეებისთვის. ასეთი სასუქი განსაკუთრებით კარგია იმით, რომ მას თითქმის ნებისმიერ ბინაში იპოვით.
რატომაა საფუარი საუკეთესო სასუქი
- ესაა ამინომჟავებისა და მნიშვნელოვანი ელემენტების საუკეთესო წყარო.
- ასტიმულირებს მცენარეების ზრდასა და მათ ინტენსიურ ყვავილობას.
- ააქტიურებს მცენარის ყველა პოტენციურ რესურსს.
- იაფი და ხელმისაწვდომია.
- ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას.
ბევრი იმიტომ ყიდულობს ოთახის მცენარეებს, რომ მათი მოვლა უფრო მარტივად მიაჩნიათ, ბაღის ვარიანტებისგან განსხვავებით. ისინი ცდებიან. თუ მიწა ნაყოფიერია, ბაღის ყვავილებს თითქმის არ სჭირდება სასუქი, ოთახის ყველა საყვარელ მცენარეს კი ასეთ თვისებას ნამდვილად ვერ მივაწერთ.
რა თქმა უნდა, ნაყიდი ნიადაგი უკვე კარგად შესუქებულია ყველა საჭირო ნივთიერებით. თუმცა, დროთა განმავლობაში, იგიც იფიტება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ოთახის ყველა მცენარის შესუქება გადარგვიდან 3 თვის შემდეგ.
საფუვრის სასუქი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ, მკაცრად დაიცავით სწორი სიხშირე. რამდენად ხშირად და როდის უნდა შეასუქოთ მცენარე საფუვრით? – წელიწადში სამჯერ. ასეთი პროცედურისთვის საუკეთესო დროა ყვავილობისა და აქტიური ზრდის პერიოდი.
1. გაზაფხული
სწორედ გაზაფხულზე, როცა მცენარეები ინტენსიურად ყვავიან, პირველი სასუქი უნდა გამოიყენოთ.
2. ზაფხული
ამ პერიოდში, მცენარეს სჭირდება რესურსები ახალი რტოებისა და ნაყოფის ფორმირებისთვის. საფუარი ამაში დაგეხმარებათ.
3. შემოდგომა
ზამთრის ხანგრძლივი სიმშვიდის პერიოდში, ყვავილებს მაქსიმალურად დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერება უნდა მიაწოდოთ მარაგისთვის.
როგორ მოვამზადოთ საფუვრის ხსნარი სასუქისთვის
1 ლ წყალს შეურიეთ 10 გ საფუარი და 1 ჩ.კ. შაქარი. ეს მასა 3 საათით უნდა დააყენეთ. თუ ძალიან ბევრი მცენარე გაქვთ, 700 მლ უქლორო წყალს შეურიეთ დიდ ქილაში 30 გ საფუარი და 2 ს.კ. შაქარი. ამ ხსნარს დრო და თბილი ადგილი სჭირდება დადუღებისთვის. მზა მასა შეურიეთ წყალს უშუალოდ გამოყენების წინ: 1 ჭიქა ხსნარი 10 ლ წყალზე.
გახსოვდეთ, რომ საფუვრის ხსნარი თბილ ნიადაგს უნდა მოასხათ. ნუ გამოიყენებთ ვადაგასულ პროდუქტს. საუკეთესო ეფექტისთვის, საფუართან ერთად, დაუმატეთ ნიადაგს კვერცხის ნაჭუჭი და ფერფლი.