ახალგაზრდა მშობლების ცხოვრება სავსეა არამხოლოდ ახალი საზრუნავებითა და შეგრძნებებით, არამედ შიშებითაც. ეშმაკი ფარმაცევტები და საბავშვო კვების მწარმოებლები მუდმივად იგონებენ ახალ ზღაპრებს, რომლებზეც უსიტყვოდ ეგებიან ახლადგამომცხვარი დედები და მამები. თუმცა, თუ მითების ერთი ნაწილის დამსხვრევა სწრაფი და მარტივია, სხვები უცოდინარ ადამიანებს გონებას წლების განმავლობაში ურევს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.
ხალხში გავრცელებულია მოსაზრება, რომ წყალი აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად ასაკისა. ამასთან, მითითებულიც კია, ვინ, როგორ და რამდენი უნდა დალიოს. ამასთან, არ ითვალისწინებენ არც ორგანიზმის თავისებურებებს, არც გარემოს ტემპერატურას, არც სხვა პირობებს. ამიტომ, წყლის ყოველდღიური ნორმა – მითია.
თუ ზრდასრული ადამიანისთვის წყლის იმაზე მეტი რაოდენობით მიღება, რაც საჭიროა, საშიში არაა, პატარა ბავშვისთვის ამას შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოჰყვეს. და დღეს ჩვენი რედაქცია ეცდება გაგარკვიოთ, შეიძლება თუ არა ბავშვისთვის წყლის დალევინება და რა შემთხვევაში უნდა მოერიდოთ ამ ძვირფას სითხეს.
წყლის რეჟიმი ბავშვებისთვის
-“ბავშვის მიერ სითხის მოთხოვნილებას ფარავს ძუძუს რძისა და ხელოვნური კვების მიღება. ეს საკმარისია, რომ არ გეშინოდეთ ორგანიზმის გაუწყლოებით, ამიტომ, 1 წლამდე ბავშვი წყლის გარეშეც გაძლებს.” – თვლის ბრიტანელი დიეტოლოდი, კეტი ზერაცკი.
კეტიმ და მისმა კოლეგებმა აღმოაჩინეს, რომ წყალი პატარებისთვის მავნეა. მათი აზრით, რძე და ხელოვნური საკვები დიდი რაოდენობით შეიცავს ბავშვის ორგანიზმისთვის საჭირო ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებსა და მინერალებს. აი, წყალი კი ყველა ამ სასარგებლო ნივთიერებას უბრალოდ რეცხავს ორგანიზმიდან. ეს ყველაფერი კი ცუდად მოქმედებს ბავშვზე, რამდენადაც მისი ენერგეტიკული მოთხოვნილება უფრო მეტია, ვიდრე უფროსისა.
-“გარდა ამისა, სითხის სიჭარბის გამო, ბავშვის სისხლში ნატრიუმის დონე შეიძლება კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცეს. მედიცინაში, ამას წყლით ინტოქსიკაცია ეწოდება. ასეთ მდგომარეობას ლეტალური შედეგის გამოწვევაც კი შეუძლია.” – ხსნის კეტი ზერაცკი.
ბრიტანელი დიეტოლოგის თქმით, ზოგიერთ ადამიანს საეჭვო წყაროების სჯერა და საკუთარ თავს რამდენიმე ლიტრი წყლის მიღებას აიძულებს. თუმცა, თუ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმისთვის ასეთ გამოცდას დიდი ზიანი არ მოაქვს, ბავშვისთვის იგი შეიძლება დამღუპველი იყოს.
-“შემთხვევა, როცა ბავშვი დღეში ძალიან დიდი რაოდნეობით წყალს სვამს, იშვიათია, თუმცა ხდება. არ იფიქროთ ბავშვისთვის ძალდატანებით წყლის დალევინება იმის მიხედვით, რასაც ნორმად თვლით.” – გვაფრთხილებს დიეტოლოგი.
საჭიროა თუ არა ბავშვისთვის წყალი? თუ მას ძალიან სცხელა, წყლის გარეშე ვერ გამოძვრებით, რადგან ორგანიზმი ჭარბად იოფლიანებს, ტენის დაკარგვას კი კომპენსირება სჭირდება.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ წყალი, რომელსაც ბავშვს ასმევთ, სუფთა იყოს. თუ მას აადუღებთ, მავნე ბაქტერიებს გაანადგურებთ, თუმცა, ორგანიზმისთვის აუცილებელი მარილი დაილექება. ამიტომ, ან ხარისხიანი მინერალური წყალი იყიდეთ, ან გაემართეთ უახლოესი ბუნებრივი წყაროსკენ.