რა თვისებების გამო უნდა ვაფასებდეთ მორიელს

3045

არსებობს მოსაზრება, რომ ზოდიაქოს ყველაზე ვერაგი ნიშანი მორიელია. რამდენად შეესაბამება ეს აზრი სიმართლეს? და, ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვისაც ცხოვრებაში ბევრი მორიელი ჰყავს? დღეს ჩვენ ვეცდებით ამ კითხვებზე პასუხის გაცემას და გეტყვით, მართლა ასეთი საშინელი ნიშანია თუ არა მორიელი.

მორიელის ხასიათი

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მორიელი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე მიდის. მაშინ, როცა ვიღაც ნებდება და უკან იხევს, იგი არაფერს უშინდება და შეუპოვრად მიიწევს წინ. ამიტომ, გვერდით ასეთი მიზანმიმართული ადამიანის ყოლა დიდი უპირატესობაა. მორიელისგან ნამდვილად ბევრ რამეს ისწავლით. აქვე გთავაზობთ 10 ფაქტს მორიელის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ.

1. ყველაფერში პირდაპირია

თუ მას რაღაც აწუხებს, მინიშნებების სროლას არ დაიწყებს, მაშინვე გეტყვით, რას ფიქრობენ. ასეთი პირდაპირობა ყველას არ მოსწონს. ვიღაცამ შეიძლება მორიელი უხეშ პიროვნებადაც მიიჩნიოს. თუმცა, მკაცრი პასუხი პირფერობას სჯობს.

2. მაქსიმალისტია სულით ხორცამდე

იგი ცხოვრებისგან მაქსიმუმის მიღებას ლამობს, ამიტომაც არ ზოგავს ძალას. ამასთან, მოითხოვს სრულ თავდადებას გარშემომყოფებისგანაც. ამიტომაა, რომ ასეთი ხელმძღვანელის უფროსობის ქვეშ, დროს ტყუილად ვერ მოაცდენთ.

3. არაფერი ავიწყდება

თავისი მისამართით, მორიელი კრიტიკას რთულად იტანს და სამუდამოდ იმახსოვრებს უსიამოვნო სიტყვებს. მორიელის გულისმტკენი ვერ გაიხარებს, რადგან ეს ნიშანი ყოველთვის ელოდება შესაფერის მომენტს შურისძიებისთვის.

4. აქვს შეუცდომელი ინტუიცია

გაცნობისთანავე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ადამიანი თქვენს რენტგენის სურათს ხედავს. ეს ჭეშმარიტებასთან ახლოსაა, რამდენადაც მორიელს განვითარებული ინტუიცია აქვს. უბრალოდ რამდენჯერმე ენდეთ ამ ადამიანს და დარწმუნდებით ამ სიტყვების სისწორეში.

5. ძალიან იდუმალია

ერთი შეხედვით მოგეჩვენებათ, რომ მორიელი მხიარული და დაუოკებელი ადამიანია. თუმცა, ეს მცდარი შთაბეჭდილებაა, რადგან ისინი უბრალოდ ახერხებენ ემოციების დამალვას. მაშინაც კი, თუ სულში ქარიშხალი აქვს, გარეგანად უდარდელი და უემოციო გამოჩნდება.

რატომაა მორიელთან ურთიერთობა საინტერესო

6. უყვარს გარისკვა

მას საფრთხე არ აშინებს. ადრენალინის მომდევნო მოზღვავების გარეშე, მას არსებობა უჭირს. ამიტომ, ექსტრემალური დასვენება და გაწელილი მოგზაურობა მინიმალური კომფორტით, სწორედ მათთვისაა.

7. აქვს შემოქმედებითი მიდგომა

მას უყვარს სხვებთან კრეატიული აზრების გაზიარება. თუ მორიელი ხელოვნებითაა გატაცებული, აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ მას უშრეტი ნიჭი აქვს.

8. ურთიერთობაში ვნებიანია

თუ მორიელს შეუყვარდა, დაბრკოლებებს ვეღარ ხედავს. სწორედ ამიტომ, თუ თქვენი მეორე ნახევარი მორიელია, ეჭვიანობის სცენები, ვნებიანი კოცნები და ფართო ჟესტები არ მოგაკლდებათ.

9. უყვარს ხუმრობა

მორიელს არ უჭირს გონებამახვილობა. მის მარაგში ყოველთვისაა საინტერესო ისტორიები, თანამოსაუბრის განწყობის ასამაღლებლად. ასეთი ადამიანის გვერდით არასდროს მოიწყენთ.

10. არ ზის ერთ ადგილას

მორიელის ცხოვრება მუდმივი ბრძოლაა. იგი ეწინააღმდეგება სამყაროს, ეწინააღმდეგება გარშემომყოფებს, ხანდახან საკუთარ თავსაც კი. ამ მუდმივ ბრძოლაში იგი ცდილობს, მოიშოროს ყველაფერი ზედმეტი, სრულყოფილებას რომ მიუახლოვდეს. საკუთარ თავზე ეს კოლოსალური მუშაობა გარშემომყოფებს ყოველთვის აღაფრთოვანებს.

აი, ასეთია მორიელი: პირდაპირი, ჯიუტი, ზომიერად შურისმაძიებელი. მასთან მეგობრობა მარტივია, რთულია სასიყვარულო ურთიერთობების აწყობა და აუტანელია მტრობა. თუმცა, ამ ადამიანებისადმი გულგრილობა თითქმის შეუძლებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს