ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი ნამდვილი აღმოჩენაა. მის გამოყენებას კულინარიაში, ყოველდღიურობასა და კოსმეტოლოგიაშიც შეძლებთ. როცა სახის ნაზი კანის მოვლის ყველა შესაძლო მაღაზიის საშუალება გამოცადეთ, შედეგი კი საუკეთესოს სურვილს გიტოვებთ, დროა დახმარებისთვის „ბებიების“ საშუალებას მიმართოთ.
კვერცხი სწორედ ის პროდუქტია, რომელსაც უამრავი კანის პრობლემის გადაჭრა მარტივად შეუძლია. შინაურული ნიღბების შესანიშნავი საფუძველია!
კვერცხის ნიღაბი „პაპარაცის“ რეცეპტით მხოლოდ 2 ინგრედიენტისგან შედგება: რძე და კვერცხი, სხვა არაფერია საჭირო! კვერცხის გულში შემავალი უამრავი ვიტამინი, მიკროელემენტი და მკვებავი ნივთიერება მშრალ, გაუწყლოებულ კანს უჯრედულ დონეზე ზედმეტი დანამატების და მინარევების გარეშე კვებავს. ვცადოთ?
სახის ნიღაბი კვერცხით
მომზადება და გამოყენება:
1. 1 კვერცხი აიღეთ, კვერცხის გული და ცილა დააცალკევეთ. ცალკე ჭურჭელში 50 მლ რძე ჩაასხით.
2. კვერცხის გული ფუნჯით ოდნავ ათქვიფეთ, ცილა გვერდზე გადადეთ.
3. სუფთა, მშრალ სახეზე კვერცხის გული ფუნჯით თანაბრად წაისვით. კვერცხის გულს ცოტა გაშრობა აცადეთ, მაგრამ გამაგრების საშუალება არ მისცეთ.
4. როცა კვერცხის გული კანს ოდნავ დაჭიმავს, თითები რძეში ჩაყავით და სახის დამასაჟება დაიწყეთ, კვერცხი ბოლომდე არ გააშროთ. თითების დასველება და მსუბუქი მასაჟი 15-20 წუთით გააგრძელეთ.
5. ნიღბის ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ, სახე პირსახოცით გაიმშრალეთ და დამატენიანებელი კრემი წაისვით. შინაურული ნიღაბი კანის ზედაპირს ეფექტურად კვებავს, ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს და დამჭკნარ კანს ტონუსს მატებს.
6. შინაურული კვერცხის ნიღაბი გამოადგება მათ, ვისაც მშრალი პრობლემური კანი აქვთ. აი, ცილა ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც ცხიმიანი კანი აწუხებთ. სუფთა სახით ცილა კანს ჭიმავს და წვრილ ნაოჭებს ასწორებს, ფორებს კრავს და წმენდს, ხოლო ლიმონთან ერთად ნაზ კანს ეფექტურად ათეთრებს.
როგორც ხედავთ, თეთრებად ღირებული, კვერცხზე დაფუძნებული სახის ნიღაბი მაღაზიის კრემების და სალონური პროცედურების ღირებული ალტერნატივაა. რამდენიმე ნატურალური თერაპიის შემდეგ დაინახავთ შედეგს: კანი გახდება ჯანმრთელი და დაჭიმული, ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი, ხოლო ეპიდერმისი უჯრედულ დონეზე გაძლიერდება.
თქვენ ოდესმე გიცდიათ ნატურალური კვერცხის ნიღბები? შთაბეჭდილებები კომენტარებში გაგვიზიარეთ.