ამერიკელი ფსიქოლოგი ჯონ გრეი ირწმუნება, რომ ურთიერთობებში პრობლემების უმეტესობა ერთი მარტივი მიზეზით ჩნდება: “მამაკაცი მარსიდანაა, ქალი კი – ვენერადან”. აღმოჩნდა, რომ აზროვნების ტიპი ადამიანის ქცევას, მის გრძნობებსა და ფასეულობებს განაპირობებს. თუმცა, ხშირად, გვხვდება ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც საწინააღმდეგო სქესის თვისებები ახასიათებთ. ეს უჩვეულო ან ცუდი მოვლენა სულაც არაა.
აზროვნება ორ ტიპად იყოფა: ქალურად და მამაკაცურად. თქვენი ტიპის გამოსავლენად, უბრალოდ დააკვირდით ნახატს და უპასუხეთ მარტივ კითხვას: საით მირბის მამაკაცი?
აზროვნების ტიპები
1. თუ მამაკაცი თქვენგან გარბის
თქვენში ქალური აზროვნება ჭარბობს.
ქალური აზროვნების თავისებურებები:
- განვითარებული ინტუიცია გაქვთ, თუმცა, შინაგან ხმას დიდი სიფრთხილით უსმენთ. გაქვთ სწრაფი გონება და კარგი მეხსიერება.
- გიყვართ წესრიგი. ეს არამხოლოდ ყოფაცხოვრებას, არამედ საკუთარ აზრებსაც ეხება. ყველაფრის დალაგება თაროებზე, რაღაცის დაგეგმვა და ორგანიზება – თქვენთვის სირთულეს არ წარმოადგენს. სხვათა შორის, ხანდახან გიჩნდებათ ლოგიკასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც მარტივად კომპენსირდება მკაფიო სტრუქტურით.
- მიუხედავად მგრძნობიარობისა და მოწყლადობისა, ემოციებს არ აძლევთ გონებაზე დაუფლების საშუალებას. იმას, რაც სულში გაქვთ, მხოლოდ ახლობლებსა და ნათესავებს უზიარებთ.
- ხანდახან, თქვენში შემოქმედებითი ჟინი ჩნდება. თანაც, გაქვთ დიდი პოტენციალი, რომელიც უნდა განავითაროთ. ხოლო იმისათვის, რომ ნამდვილად ბედნიერი გახდეთ, თავი უნდა მიუძღვნათ იმ საქმეს, რომელიც თქვენი მოწოდებაა.
- ესთეტიკა და სილამაზე, დიდი ალბათობით, სწორედ ესაა თქვენი მოწოდება. გიყვართ გარშემო სიმყუდროვისა და კომფორტის შექმნა, ამიტომ, ხშირად აქცევთ ყურადღებას დახვეწილ ნივთებს.
2. თუ მამაკაცი თქვენკენ მორბის
თქვენში მამაკაცური აზროვნება ჭარბობს.
მამაკაცური აზროვნების თავისებურებები:
- საქმე ლაპარაკის ნაცვლად – ეს თქვენი ცხოვრებისეული კრედოა. არამხოლოდ ცდილობთ ამ რწმუნებას მიესადაგოთ, არამედ სხვებსად განსჯით ქცევების მიხედვით.
- მამაკაცური აზროვნების მქონე ადამიანები დეტალებისადმი ყურადღებით გამოირჩევიან. გულმოდგინება და პედანტობა ასეთი პიროვნებების სასარგებლოდ მოქმედებს არამხოლოდ სამსახურში, არამედ ყოფაცხოვრებაშიც.
- თქვენს ქცევაში აღინიშნება სერიოზული პრაგმატიზმი. თქვენს ყურადღებას იპყრობს ლამაზი ნივთები, თუმცა, პრაქტიკულობა ყოველთვის პირველ ადგილზე დგას.
- მამაკაცური აზროვნების ადმაიანს უყვარს ცხოვრებისეული მიზნების დასახვა, რომლებისკენ თავდაჯერებით იმოძრავებს. ასეთ ადამიანებს შთააგონებს არა ოცნების მიღწევა, არამედ მასთან მისასვლელი გზა. მიზნების მიღწევის გეგმები და მისწრაფება თქვენს ცხოვრებას აზრით ავსებს და მოტივაციას გმატებთ.
- არ მოგწონთ საქმის დაჭერა ბევრ პრობლემასთან, რომლის გადაჭრა ერთდროულადაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დავალებების პრიორიტეტულად დალაგება გიხდებათ, ძველებურად ცდილობთ, ყველაფერი ერთდროულად, უმაღლეს დონეზე მოასწროთ. სიჩქარესა და ხარისხს შორის, მამაკაცური აზროვნების ადამიანი უპირატესობას მეორეს ანიჭებს.
სტატისტიკა ამტკიცებს, რომ დაახლოებით ყოველ მეათე ადამიანს მამაკაცური აზროვნება აქვს, ყოველ მეხუთე მამაკაცს კი – ქალური. ამიტომ, ნუ ჩავარდებით პანიკაში, თუ პასუხი არ შეეფერება თქვენს სქესს.