ხანდახან, ინტერნეტ-მომხმარებლებს ავიწყდებათ, რაში მდგომარეობს სოციალური ქსელის არსი, რომელიც არ უნდა იყოს ეს. მთავარი ხომ ურთიერთობაა. თანაც, ურთიერთობა ისე, რომ თავი მოხერხებულად იგრძნოთ და ზუსტად იმდენ ხანს გაგრძელდეს, რამდენ ხანსაც გსურთ.
ძველ ნაცნობებს იპოვით, ახალ მეგობრებს შეიძენთ თუ ვირტუალურ კავშირს გააგრძელებთ იმ ადამიანებთან, რომლებსაც ყოველდღე ხედავთ, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია.
მეორე მხრივ, ზოგიერთ სხვა მომხმარებელს შეიძლება გაჩუნდეს კითხვა იმის თაობაზე, თუ რატომ არ აქვეყნებს ესა თუ ის ადამიანი არაფერს თავის გვერდზე, ნორმალურია თუ არა ეს, იქნებ მისი ანგარიში გატეხეს, ან იქნებ რაღაც მოხდა?
სოციალური ქსელის არსი
სოციალური ქსელის მდუმარე მომხმარებლები
ქალები და მამაკაცები, რომლებსაც პროფილზე მხოლოდ ერთი ფოტო აქვთ და რამდენიმე წლის განმავლობაში კედელზე განსაკუთრებულ ცვლილებებს არ აკეთებს, აბსოლუტურად სტანდარტული მომხმარებლები არიან. ისინი სოციალურ ქსელში დღეში რამდენიმე საათს ატარებენ, თუმცა, თავიანთი არსებობის “კვალს” არ ტოვებენ.
მათ მოსწონთ დაკვირვება და რაღაც ახლის გაგება.
მეორე მხრივ, დიდი აქტივობა გამომდინარეობს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ვიღაცისთვის რაღაცის დამტკიცება სურთ. არ აქვს მნიშვნელობა, სხვებისთვის თუ საკუთარი თავისთვის. ასე, ხშირად შეიძლება ზოგიერთი ახალგაზრდა ადამიანის გვერდის თვალიერება, თუ მათი ანგარიშები სავსეა მდიდრული ცხოვრების ფოტოებით. თუმცა, როგორც კი მათ უფრო ყურადღებით დააკვირდებით, მთელ რიგ შეუსაბამობას აღმოაჩენთ.
- ფოტოებზე აბსოლუტურად უცხო ავტომობილებია, თუმცა, რატომღაც მათ თავისად ასაღებენ.
- ყვავილების უზარმაზარი თაიგულები ჩანს ძალიან ბევრ ფოტოში, რომელიც ერთსა და იმავე დღეს, სხვადასხვა ტანსაცმელში გადაიღეს. სხვათა შორის, ასეთი ფოტოების გადაღება უშუალოდ ყვავილების მაღაზიაშიც, სხვადასხვა თაიგულთან ერთად შეიძლება.
- ძვირადღირებულ ტანსაცმელში პოზიორი ადამიანები, რატომღაც, ფოტოებს მხოლოდ გასახდელ ოთახებში იღებენ.
- სხვა ქვეყნებში გადაღებულ ფოტოებზე ხშირად აღმოაჩენთ ფოტომონტაჟის კვალს.
ზოგს მოსწონს, როცა სხვა მას მნიშვნელოვნად და საჭიროდ მიიჩნევს. რად ღირს ასეთი შთაბეჭდილების დატოვება! თუმცა, მოდით, იმაზე ვიფიქროთ, როგორ შეიძლება რამის მიღწევა, თუ მთელი დღეების მანძილზე სოც.ქსელებში ზიხართ და ერთმანეთს სმაილებს უგზავნით?
არსებობენ ისეთი მომხმარებლებიც, რომლებიც ყველა საოჯახო ფოტოს ტვირთავენ, დაუხარისხებლად. ისინი დღეში ასობით ფოტოს ტვირთავენ, რომლებიც ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. უმეტეს შემთხვევაში, მათი კედლები სხვა მომხმარებლების თავლისგან დაფარულია და უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში იცნობენ.
სოც. ქსელების მომხმარებლების სახეობები
სხვათა შორის, ინტერნეტის მომხმარებლებს დიდი ხანია აღელვებთ ეს თემა. დღეს მათ რამდენიმე ტიპად დავყოფთ:
1. ფანატები
ძლიერ დამოკიდებული მომხმარებლები. ისინი ამ სამყაროში ცხოვრობენ და მთელ საჭირო ინფორმაციას მისგან იღებენ. ნეგატიურად აღიქვამენ ქსელებზე უარის თქმის შესაძლებლობას, თუნდაც რამდენიმე დღით.
2. პირფერები
მათი ოფიციალური პოზიცია: სოციალური ქსელი ბოროტებაა. მიუხედავად ამისა, როგორც კი ინტერნეტს გაუთიშავთ, რამდენიმე წუთში დაიწყება გაღიზიანებისა და ცუდი განწყობის პერიოდი. და მაინც, სოციალური ქსელები მათთვის მნიშვნელოვანია.
3. არასერიოზულები
მათთვის სოც.ქსელებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თავიანთ გვერდებზე ისინი კვირაში 1-2-ჯერ შეიხედავენ და დისკომფორტს საერთოდ არ განიცდიან.
4. დამკვირვებლები
მხოლოდ სხვების გაკონტროლებას ანიჭებენ უპირატესობას. ხშირად, მათ თავად არ აქვთ რამე სათქმელი ან მოსაყოლი. სწორედ ამიტომ, მათთვის სხვების თვალიერება გართობის ნაწილია.
5. თავმოყვარეები
პრაქტიკულად, მათი მთელი პირადი ცხოვრება დოკუმენტირებული და გამოფენილია სოციალურ ქსელებში. სხვადასხვა რაკურსის ფოტო სხვადასხვა ოთახში, ვიდეორგოლები მათი “მნიშვნელოვანი” აზრებით… თუმცა, არსით, იქ საინტერესოს ვერაფერს იპოვით.
6. ყალბები
მომხმარებლები, რომლებსაც არ სურთ, რომ ვინმემ მათი “ინტერნეტ-მომხმარებლობის” შესახებ იცოდეს. ქმნიან ყალბ ანგარიშებს სხვისი ფოტოებით.
7. ცნობისმოყვარეები
ეს მომხმარებლები ანგარიშებს მხოლოდ იმისთვის ქმნიან, რომ სოციალურ ქსელებში დასვან კითხვები, მათთვის საინტერესო თემებზე. ხანდახან, ეს მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანები გაიცნონ.
8. პატივმოყვარეები
აქტიურად აახლებენ პროფილს და პასუხობენ ნებისმიერს. უნდათ, ნამდვილი გმირები იყვნენ და არასდროს ასხივებენ ნეგატივს. სხვა საქმეა, იმავეს რეალურ ცხოვრებაშიც რომ აკეთებდნენ. სამწუხაროდ, აქ ლაიქები არ არსებობს.
აი, ასეთები არიან სოციალური ქსელის ტიპური მომხმარებლები. თუმცა, ჩვენ მათი განსჯის სურვილი და უფლება არ გვაქვს. დასკვნისთვის, იმ ადამიანებს, რომლებსაც რცხვენიათ ფოტოების გამოქვეყნებისა, ვეტყვით, რომ ეს საჭირო არცაა, თუმცა, კარგი იქნება, თუ გათამამდებით და, სურვილისამებრ, თქვენს ფოტოებს გაუზიარებთ სხვა მომხმარებლებსაც.