სიკეთის კეთებას ბავშვობიდან გვასწავლიან. სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ ვიღაცისთვის სარგებელი და ბედნიერება მოგაქვთ. თუმცა, მაშინ სულ უფრო ხშირად გვესმის: “შენ დედა ტერეზა ხარ!” – ეს საგანგაშო სიგნალია. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიკეთის კეთების მოთხოვნილება ნორმალურად ცხოვრებაში უშლით ხელს. უფრო ზუსტად, მათი ცხოვრება უბრალოდ მეორე ადგილზე ინაცვლებს და ნადგურდება კიდევაც.
დედა ტერეზას კომპლექსის მქონე ქალი სხვების ცხოვრებით ცხოვრობს, თანაც ისე, რომ ამას ვერც კი ხვდება. იგი თავს სხვების წინაშე ვალდებულად თვლის, იქნებიან ეს მშობლები, კოლეგები, დედმამიშვილები თუ მეზობლები, რომლებმაც ოდესღაც რაღაც გაუკეთეს… მას თან ახლავს დანაშაულის შეგრძნება და დახმარების სურვილი. ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ რა დგას ვიღაცისთვის სიკეთის გაკეთების სურვილს მიღმა.
უნდა აკეთოთ თუ არა სიკეთე
ალბათ, იკითხავთ, რა არის ცუდი იმაში, რომ ადამიანი სხვას სიკეთეს უკეთებს? საქმე ისაა, რომ ქალი ხშირად ივიწყებს საკუთარ თავსა და ახლობლებს. მაგალითად, ერთხელ ერთი გოგონა პატარა ქალაქიდან წავიდა და წარმატებით გათხოვდა. იგი იღებს პასუხისმგებლობას, დაეხმაროს ახლობლებს, მათთვის აკეთებს ყველაფერს, სხვანაირად თავს უხერხულად გრძნობს.
უგზავნის ფულს, ეხმარება უნივერსიტეტში მოწყობაში, მკურნალობს… მათთვის ყოველთვის რაღაცას აკეთებს, თუნდაც მაშინ, როცა ამას არავინ სთხოვს. ბოლოს ქმარს მობეზრდა, რამდენადაც ქალი ოჯახისთვის ბევრს არაფერს აკეთებდა, და მიატოვა. თქვენ რამდენად ხშირად გინახავთ, რომ მათ, ვინც მთელი ცხოვრება სხვებისთვის აკეთებდა კარგს, დახმარების ხელი გაუწოდეს? არსებობს უამრავი მაგალითი, როცა მუდმივი დახმარება უცხო ადამიანებისთვისაც აღმოუჩენიათ.
დედა-ტერეზას კომპლექსის მქონე ქალი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, უგულებელყოფს საკუთარს. იგი თავს თვლის მოვალედ ადამიანების წინაშე, დანაშაულის გარეშე მიიჩნევს თავს დამნაშავედ ყველასა და ყველაფრის მიმართ. თუმცა, ნამდვილი პრობლემა მაშინ იწყება, როცა ქალი საკუთარ თავს ოდესღაც იხსენებს.
სწორედ აქედან იწყება ცვლილებები მის ცხოვრებისეულ წესდებაში: აქამდე თავად გრძნობდა თავს კაცობრიობის წინაშე დამნაშავედ, ახლა კი უნდა, რომ მისი საქმიანობისთვის მთელი კაცობრიობა მადლიერებას გამოხატავდეს. მაშინ მისი ოჯახის წევრების, მეგობრებისა და ნათესავების ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა, რადგან მისგან წლების განმავლობაში ნაგროვები სიბრაზე ამოხეთქავს.
ქალების ასეთი დავგანწირვის გამოვლინებებზე პირველად ამერიკელი ფსიქოთერაპევტი, კარენ ჰორნი ალაპარაკდა. მისი აზრით, დედა ტერეზას სინდრომი ბადებს დანაშაულის გაუცნობიერებელ შეგრძნებას, რომელიც, დიდი ალბათობით, ბავშვობაში ჩაისახა. მაგალითად, შესაძლებელია, ქალს ჰყავდა გავლენიანი და მკაცრი მშობლები, რომლებიც მას ნებისმიერი ქცევისთვის აზღვევინებდნენ ან ბავშვის გაღიზიანებას გაბრაზებით პასუხობენ, აიძულებდნენ, თავი მუდმივად დამნაშავედ ეგრძნო.
ბავშვს უჩნდება შიში სასჯელისა, რომელსაც ცუდი აზრების, გრძნობებისა და ქცევების გამო მიიღებს, შესაბამისად ცდილობს, ყოველთვის გამოავლინოს თავისი თავგანწირვა და მისწრაფება ყველასა და ყველაფრის კმაყოფილებისკენ. წლებთან ერთად, თანაგრძნობის წყურვილი ცხოვრების ნაწილად იქცევა. ჩვეულებრივი თავგანწირვა არ აძლევს საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრის საშუალებას, რამდენადაც სამყაროში უამრავი უბედური და უსახლკარო ადამიანი, ძაღლი და კატა ცხოვრობს.
ნებისმიერ შემთხვევაში, კეთილი საქმეებისადმი მიდრეკილება ფსიქოლოგიური პრობლემაა. მისი გამოვლენა საკმაოდ მარტივია. დაფიქრდით: თუ ვიღაცის თხოვნის შესრულება არ შეგიძლიათ, გიჩნდებათ თუ არა დანაშაულის შეგრძნება; როცა ადამიანი თავის პრობლემაზე გიყვებათ, თავი ვალდებულად მიგაჩნიათ თუ არა, შესთავაზოთ დახმარება; ამართლებთ თუ არა მათ, ვისაც დახმარება სთხოვეთ, მათ კი თხოვნა არ შეგისრულეს; ცდილობთ თუ არა ახლობლების ცხოვრების დეტალების ჩაღრმავებას შორიდანაც კი?
თუ ორ კითხვაზე მაინც გაეცით დადებითი პასუხი, ესე იგი, დედა ტერეზას კომპლექსი გაქვთ.
მისგან გასათავისუფლებლად დაფიქრდით, რატომ გაქვთ დანაშაულის შეგრძნება. ყველაფერი ქაღალდზე გადმოიღეთ, გაიხსენეთ ბავშვობა და ის, თუ რატომ გტუქსავდნენ, ეცადეთ, გააანალიზოთ ცხოვრების ყველა მძიმე პერიოდი. აგრეთვე, გაარკვიეთ ისიც, რამდენად დამოკიდებულია სხვების პრობლემები თქვენზე. როცა საკუთარ თავში გაერკვევით, ისწავლეთ “არა”-ს თქმა: დაიწყეთ მცირე თხოვნებით, მაშინვე მოგეშვებათ. არ გასცეთ დადებითი პასუხი დაუყოვნებლივ, ითხოვეთ დრო დასაფიქრებლად.
ზედმეტი მგრძნობიარობა და თავგანწირვა ხშირად იქცევა დაბრკოლებად პირადი ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე. ამიტომ, სიკეთის კეთებისას, ნუ უგულებელყოფთ საკუთარ ინტერესებს. არ მისცეთ საკუთარ “მე”-ს მილიონობით ეგოში დაკარგვის საშუალება. იპოვეთ ოქროს შუალედი ეგოიზმსა და ალტრუიზმს შორის, დაეხმარეთ სხვებს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენი დახმარება მათთვის გადამწყვეტია. აკეთეთ კეთილი საქმეები მხოლოდ სუფთა სულით, მათი დახმარებით ნუ ეცდებით სულიერი ჭრილობების შეხორცებას.