თითოეულ ადამიანს სახლში სისუფთავის თავისებური გაგება აქვს. ამიტომ, ვიღაც კვირაში ერთხელ ალაგებს, ვიღაც – თვეში ორჯერ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა უნდა ვიცნობდეთ ძირითად ჰიგიენას. მაგალითად, იმას, რომ სახლში მოსვლისას ხელები საპნით უნდა დავიბანოთ.
სისუფთავე სახლში
სამწუხაროდ, ჩვენს სახლებსა და ბინებში არსებობს ნივთები, რომლებიც გაცილებით უფრო ბინძურია, ვიდრე, თუნდაც, უნიტაზი. თუმცა, მათ ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევთ. მაშინაც კი, როცა საგულდაგულოდ ვალაგებთ საცხოვრებელს, ეს ადგილები მხედველობის არედან გვეპარება.
არადა, სწორედ ეს ადგილები მოითხოვს ყველაზე ხშირ დალაგებას, სახლის სხვა ნაწილებთან შედარებით. ამიტომ, შეგიძლიათ დაივიწყოთ სახლის მტვერსასრუტით დალაგება, ოღონდ, ამ ადგილების წმენდის უგულებელყოფა კატეგორიულად დაუშვებელია.
1. ბეჭედი
ახლანდელი ეპიდემიის პირობებში, როგორც იქნა, ყველამ ისწავლა, რომ საჭიროა ხელების რეგულარული დაბანა საპნით. თუმცა, ასეთ დაბანას აზრი არ ექნება, თუ ხელიდან სამკაულებს არ მოიხსნით. მათ ქვეშ გროვდება ჭუჭყი, ზემოდან წყლის გადავლება კი არაფერს შეცვლის, თუნდაც ეს საპნიანი წყალი იყოს.
ამიტომ, დღეში ერთხელ მაინც მოიხსენით ბეჭედი და გარეცხეთ ისე, როგორც ხელებს იბანთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბეჭდით ყველგან წაიღებთ ვირუსებსა და ბაქტერიებს.
2. საჭე და გადაცემათა კოლოფი
თუ ავტომობილს ხშირად იყენებთ, არამგონია, ხელებს იბანდეთ ყოველ ჯერზე, სანამ მასში ჩაჯდებოდეთ. ამიტომ, მთელი ეს ჭუჭყი და ინფექცია, რომელსაც ხელებით შეხებიხართ, საჭესა და გადაცემათა კოლოფზე გადადის.
საჭირო არაა მანქანის საფუძვლიანი დალაგება ყოველდღე. თუმცა, ბაქტერიციდული ხელსახოცებით საჭის გაწმენდა 30 წამზე მეტ დროს არ წაგართმევთ.
3. კარის სახელურები
სახლში მოდიხართ, სააბაზანოს კარის სახელურს კიდებთ ხელს და იბანთ ხელებს. შემდეგ კარს ხურავთ, ოღონდ უკვე სუფთა ხელებით. და ასე გრძელდება მთელი დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელების დაბანას აზრი არ აქვს, ამ დროს ხომ კანიდან უამრავ მავნე მიკროორგანიზმს ვიშორებთ.
თუმცა, დღეში ერთხელ სახლში ყველა სახელურის გაწმენდაა საჭირო. ეს ერთგვარ ჩვევად უნდა აქციოთ. ბევრი ადამიანი ხომ კარის სახელურებს მხოლოდ გენერალური დალაგების დროს წმენდს.
4. კლავიატურა და მაუსი
თუ კომპიუტერთან მუშაობთ, რეგულარულად ეხებით გარშემო ყველაფერს, შემდეგ კი ყველა ბაქტერია სამუშაო ადგილთან მიგაქვთ. ამაში ცუდი არაფერია, ჩვენ ხომ იმ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელშიც ვირუსები და ბაქტერიები გაცილებით მეტია, ვიდრე ადამიანები დედამიწაზე.
თუმცა, მიკროორგანიზმების დიდ გროვებს უნდა მოერიდოთ. ამიტომ, ჩვევად შემოიღეთ კლავიატურისა და თაგვის წმენდა დღეში ერთხელ, სამუშაო დღის დაწყებამდე.
5. ჩამრთველები
ესეს კარის სახელურებივითაა. ვერც კი წარმოვიდგენთ, რამდენჯერ და როგორი ხელებით ვეხებით მათ. თუმცა, თუ ყურადღებას მიაქცევთ, მიხვდებით, რომ გარედან შემოსვლისას, პირველ რიგში, ვრთავთ სინათლეს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიბანთ ხელებს.
შემდეგ შუქს ძილის წინ ვთიშავთ და ტკბილად ვალაგებთ ხელებს ბალიშის გავლით სახესთან. ამიტომ, ჩამრთველებიც რეგულარულად უნდა გაწმინდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში სისუფთავის დამყარება მხოლოდ საჩვენებელი და არა პრაქტიკული იქნება.
6. მობილური ტელეფონი
ისინი ჩვენთანაა ყველგან და ყოველთვის. სადაც არ უნდა იყოთ, იგი ყოველთვის ხელთ გაქვთ. ამიტომ, მის სისუფთავეზე პირველ რიგში უნდა იზრუნოთ.
გახსოვთ, ავტობუსით ან მეტროთი მგზავრობისას ნიუს-ფიდი რომ ჩამოსქროლეთ? ტრანსპორტიდან გამოხვედით და, როგორც შეგნებულმა ადამიანმა, ხელებზე სადეზინფექციო სითხე დაისხით. მერე? კიდევ ერთხელ აიღეთ ტელეფონი და გააგრძელეთ გზა ტრანსპორტიდან გამოყოლილ ვირუსებთან ერთად.
დაამატებდით რამეს?