ქლიავი იმ რამდენიმე პროდუქტთაგან ერთ-ერთია, რომლებიც სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობას გადამუშავების შემდეგაც ინარჩუნებს. ქლიავისგან შეიძლება ძალიან გემრიელი ცუკატების მომზადება, რომლებიც საკმაოდ დიდხანს შეინახება. ეს იქნება იმ ვიტამინების ულუფა, რომლებიც ზამთარში არასდროს გვყოფნის.
როგორ მოვამზადოთ ცუკატები
ინგრედიენტები:
- 4 კგ უკურკო ქლიავი
- 1.5 კგ შაქარი
- 1 ჭიქა წყალი
- 0.5 ჩ.კ. ლიმონმჟავა
მომზადება
1. გააცალეთ გარეცხილ ხილს კურკები.
2. ჩაყარეთ ქვაბში შაქარი და დაასხით წყალი. დადგით დიდ ცეცხლზე და დაელოდეთ წყლის ადუღებას.
3. მდუღარე სიროფში ჩაყარეთ გაწმენდილი ქლიავი და შეამცირეთ ცეცხლი. რამდენიმე წუთში ხილი წვენს გაუშვებს და სითხით მთლიანად დაიფარება. ხარშეთ 30 წუთით. გადადეთ საწრეტზე და დაელოდეთ სითხის დაწრეტას.
4. დარჩენილი სიროფი დატოვეთ ცეცხლზე, რომ ჩაიხარშოს და შესქელდეს. არ დაგავიწყდეთ ხშირი მორევაც. აცადეთ ცოტა ხანს დუღილი, გამორთეთ და გააგრილეთ.
5. დარჩენილ სიროფში კიდევ ერთხელ ჩაალაგეთ ქლიავები და ძალიან ნელ ცეცხლზე ხარშეთ. ისევ გადმოდეთ ცუკატები საწრეტზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ ქლიავი არ დარბილდება და ელვარებას არ დაიწყებს. ბოლო ხარშვის დროს, სიროფს ლიმონმჟავაც უნდა დაუმატოთ.
ქლიავის ცუკატები გემოთი ტკბილ, ცოტათი მჟავე მარმელად მოგაგონებთ. შაქრითა და ლიმონის მჟავით გაჟღენთილი ხილი გაცილებით დიდხანს შეინახება, ვიდრე ნედლი ქლიავი.
ცუკატების მომზადების შემდეგ, იზრუნეთ თქვენი ხელების სილამაზეზეც. მუქ ხილთან შეხებისას, დიდი ალბათობით, კანი გამუქდება. მის გასათეთრებლად გთავაზობთ ასეთ ხრიკს: 1 ლ თბილ წყალში გააზავეთ 1 ს.კ. ლიმონმჟავა. გააჩერეთ ამ სითხეში ხელები 5-10 წუთით. სულ ესაა.