ოდესმე გაგიგიათ, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს თავისი ცალკეული წარმატების ფორმულა? ჩვენმა რედაქციამ სულ ცოტა ხნის წინ შეიტყო ამ შესანიშნავი სიახლის შესახებ და მაშინვე გადაწყვიტა, ეს რჩევები თქვენთვისაც გაეზიარებინა.
რა თქმა უნდა, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე ვერაფერს გეტყოდით. ამიტომ, სუფთა სინდისით გიამბობთ ყველა დეტალს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას ცხოვრებაში.
მზად ხართ, თქვენი წარმატების ფორმულის სისწორე შეამოწმოთ? მაშინ, ახლავე დაიწყეთ:
წარმატების ფორმულა
1. ვერძი
ხშირად, ვერძი ყველაზე იდეოლოგიური ადამიანია. მას შეიძლება უამრავი გატაცება ჰქონდეს, თუმცა, ამასთან, მას უჭირს ერთზე გაჩერება და ამ საქმისთვის მთელი თავის მიძღვნა. ამიტომ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ვარსკვლავები ურჩევენ, 2020 წლის მეორე ნახევარი მიუძღვნან თავიანთ ჭეშმარიტ მოწოდებას.
წარმატების ფორმულა: ნუ მოუსმენთ, რას ამბობენ სხვები, მიჰყევით საკუთარ გულს.
2. კურო
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს ზედმეტად ფეთქებადი წინასწარგანწყობა აქვთ. ხშირად, სწორედ ეს სიმხურვალე უშლით ხელს სასურველის მიღებაში. ამიტომ, ვარსკვლავები კუროებს ურჩევებ, მოთმინება ამ წამიდან ისწავლონ.
წარმატების ფორმულა: მოთმინება ის გასაღებია, რომელიც წარმატების კარს გაგიღებთ.
3. ტყუპები
ტყუპებს საერთოდ სპეციფიკური პრობლემა აქვთ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ყველაზე მეტად უჭირთ თავის მოტივირება წარმატებისთვის. ეს იმიტომ, რომ ზედმეტად ხშირად ფლანგავენ ენერგიას წვრილმანებზე.
წარმატების ფორმულა: კონცენტრირდით ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მისიაზე და მიმართეთ ყველა ძალა მის დასაძლევად. მხოლოდ ამ მიზნის მიღწევის შემდეგ მოჰკიდეთ ხელი სხვა საქმეს.
4. კირჩხიბი
კირჩხიბი ყველაზე შინაური და მგრძნობიარე ნიშანია, თუმცა, ამასთან, მშიშარაცაა. ვარსკვლავები ცდილობენ, მისცენ მათ გამბედაობა და გაიყვანონ კომფორტის ზონიდან.
წარმატების ფორმულა: ისწავლეთ საკუთარი ინტუიციის მოსმენა და გარისკვა, რათა წარმატებამ ბოლოს და ბოლოს შეგნიშნონ.
5. ლომი
რაც შეეხება ლომს – კარგი იქნებოდა, თუ დროდადრო ყურადღებას გადაიტანს საკუთარი ეგოს ცდუნებიდან და კარგ ურთიერთობას გარშემომყოფებთან დაამყარებს. მხოლოდ სიამაყის ჩახშობის შემდეგ, აღნიშნული ნიშანი შეძლებს, პირადად გაეცნოს ისეთ რამეს, რასაც ნამდვილი წარმატება ეწოდება.
წარმატების ფორმულა: გახსოვდეთ, რომ პატივმოყვარეობა თქვენი უდიდესი მტერია წარმატების გზაზე.
6. ქალწული
ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ ისინი ყოველთვის მართლები არ არიან, და მოეშვან გარშემო ყველას გაკონტროლებას. ვარსკვლავები ქალწულებს ურჩევენ, მოეშვან სხვა ადამიანების კონტროლს და, ბოლოს და ბოლოს, დაკავდნენ საკუთარი ცხოვრებით, მისცენ თავისუფლად სუნთქვის საშუალება როგორც სხვებს, ისე საკუთარ თავსაც.
წარმატების ფორმულა: შეწყვიტეთ სხვების კონტროლი, რათა დრო საკუთარი ცხოვრებისთვისაც დაგრჩეთ.
7. სასწორი
აი, სასწორს კი ვარსკვლავები შეახსენებენ სიზარმაცის გადალახვის აუცილებლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ დროდადრო ვცოდავთ ამით, თუმცა, თუ სიზარმაცე სასწორს მოედება, ყველაფერი სხვაგვარად ხდება. ამ ადამიანების წამოყენება და გამოფხიზლება ძალიან რთულია.
წარმატების ფორმულა: მოიშორეთ გართობისა და უსაქმურობის აზრები, გამანადგურებელი სიზარმაცის გზაზე რომ არ მოხვდეთ და წარმატებასთან შეხვედრის შანსი ხელიდან არ გაუშვათ.
8. მორიელი
აი, ვის არ ემუქრება სიზარმაცესთან დაკავშირებული პრობლემები. თუმცა, სიჯიუტე და ქედმაღლობა ცხოვრებას ამ შრომისმოყვარე პიროვნებებსაც უნგრევს.
წარმატების ფორმულა: ეცადეთ, უფრო რბილად უპასუხოთ კონსტრუქციულ კრიტიკას და ისწავლეთ ჯგუფში მუშაობა.
9. მშვილდოსანი
მის შესახებ მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ სიტყვები ჯიბეში უწყვია. ხანდახან კი, გონებამახვილი და ყბედი მშვილდოსნები ვერც კი ამჩნევენ, რომ მათი ხასიათის ეს თვისება ნეგატიურ გავლენას ახდენს გარშემომყოფებზე.
წარმატების ფორმულა: ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რას და ვის ეუბნებით, შემთხვევით რომ არ აწყენინოთ მას, ვინც მზადაა, ხელში წარმატების გასაღები მოგცეთ.
10. თხისრქა
ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა ისწავლონ დროის ისე გადანაწილება, რომ სამსახურმა მათი ცხოვრების ძირითადი ნაწილი არ წაიღოს. ხანდახან, თხისრქა ზედმეტად მძიმე ტვირთს იდებს და ვერ უმკლავდება მიზნის მიღწევას, რის გამოც, საბოლოოდ, ძლიერ იმედგაცრუებასა და უძლურობას იწვნის.
წარმატების ფორმულა: ისწავლეთ დასვენება და მიღწევადი მიზნების დასახვა, რათა წარმატებასთან ერთ ნაბიჯში არ დამარცხდეთ.
11. მერწყული
მერწყულის წარმატების გზაზე მთავარი წინააღმდეგობა მერყეობა და ცვალებადობაა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული, ხშირად, ერთბაშად რამდენიმე საქმეს ჰკიდებს ხელს და ბოლომდე არც ერთი მათგანი არ მიჰყავს. დაუხურავი გეშტალტების ქაოსში რომ არ გაეხვიოს, ვარსკვლავები მერწყულს ურჩევს, ისწავლოს ერთ საქმეზე კონცენტრირება.
წარმატების ფორმულა: ერთი ღირსეული მიზანი – ერთი დიდი წარმატება.
12. თევზები
დროა, მეოცნებე თევზებმა გაიღვიძონ ნათელი მომავლის სიზმრებიდან და დაიწყონ მოქმედება, რათა ეს ნათელი მომავალი რეალობად იქცეს. ვარსკვლავები მას მიანიშნებენ ცხოვრებისეული პრიორიტეტებისა და ორიენტირების გადანაწილებისკენ, აგრეთვე, რეალური პრობლემების გადაჭრისკენ.
წარმატების ფორმულა: შესანიშნავი მომავლის სიზმრები რეალობად რომ იქცეს, ახლავე დაიწყეთ მოქმედება.
როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორად გადაანაწილეს ვარსკვლავებმა თქვენი წარმატების ფორმულა? გაგვიხარდება, თუ კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით თქვენს აზრებს გაგვიზიარებთ.