ნებისმიერ სახლში შესვლისას, მაშინვე შეიძლება იმის გაგება, თუ როგორი ბინადრები ცხოვრობენ იქ. ჩვეულებრივ, ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. სისუფთავე, წესრიგი და სიმყუდროვე კარგი, პასუხისმგებლიანი დიასახლისების მთავარი ნიშნებია.
ძველი პირსახოცები
საცხოვრებელზე საერთო წარმოდგენას სწორედ ის წვრილმანები ქმნის, რომლებსაც, ალბათ, ყურადღებას არც კი ვაქცევთ. თუმცა, ხანდახან, ძველი ნივთების ჩანაცვლება აუცილებელია, რათა რაღაც ახალსა და მშვენიერს შეეგებოთ.
სამწუხაროდ, ადამიანის ფსიქოლოგია ასეთია: ყველა ცვლილება რთულად გადაგვაქვს, თავად კი არაფრის შეცვლა არ გვსურს. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ მხოლოდ წარსულის გაშვების შემდეგ ჩნდება რაღაც ახლის დაწყების შესაძლებლობა. ნუ შეუშინდებით სახლში წყობის შეცვლას, ეს ხომ ყველაზე ცოტაა, რისი გაკეთებაც თქვენი სახლისა და ოჯახის კეთილდღეობისთვის შეგიძლიათ.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგცემთ რამდენიმე მარტივ რჩევას იმ ნივთებთან დაკავშირებით, რომლებიც ნამდვილად უნდა გადაყაროთ ან გამოიყენოთ სხაგვარად.
ნივთები, რომლებიც დიასახლისის სიძუნწეზე მეტყველებს
1. სამზარეულოს პირსახოცები
სამზარეულოს ძველი პირსახოცები ბინებისა და ზედმეტად ხელმომჭირნე დიასახლისების მარადიული პრობლემაა. სამწუხაროდ, ასეთი ქსოვილების მოხმარების ვადა ძალიან მცირეა. ცხიმი და ჭუჭყი მასში იმდენად ღრმად ჯდება, რომ ვერც ერთი სარეცხი მანქანა ვერ იხსნის.
უბრალოდ შეეგუეთ იმას, რომ ძველი პირსახოცები წელიწადში ერთხელ ახლებით უნდა ჩაანაცვლოთ. ნუ მოწმენდთ იატაკს ძველი ქსოვილებით ან ნუ შეინახავთ ასეთ ნივთებს მუდმივად მზარდ დასტებად, “შავი დღისთვის”.
ნუ ეჯაჭვებით ნივთებს, ისწავლეთ მათთან გამომშვიდობება. რა თქმა უნდა, როგორც ბევრ სხვას, თქვენს სულ სხვანაირად გასწავლეს. გეუბნებოდნენ, რომ თითოეულ ნივთს უნდა მოუფრთხილდეთ და ბოლო წვეთამდე შეინახოთ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ადგილი არასდროს გეყოფათ, თანაც, რატომ უნდა გაავსოთ მყუდრო სახლი ხარახურით, რომელმაც დიდი ხნის წინ დათმო საყოფაცხოვრებო როლი?
2. ტუალეტის იაფფასიანი ქაღალდი
ეს პუნქტი ბევრისთვისაა სადავო, თუმცა ფაქტი ფაქტია: ძვირადღირებული ქაღალდი სტუმრების თვალში კარგ და თავაზიან მასპინძლად გამოგაჩენთ, რომელსაც არ ენანება ცოტათი მეტის დახარჯვა თუნდაც ასეთ წვრილმანზე.
ეცადეთ, ასეთი ნივთები სააქციო ფასებით შეიძინოთ, თვალ-ყური ადევნეთ ფასდაკლებისა და ამოყიდვების პერიოდებს. შეგიძლიათ, შეიძინოთ ჩვეულებრივი ქაღალდიც, სტუმრების მოსვლამდე კი შეცვალოთ უფრო ძვირიანით.
3. დახეთქილი ჭურჭელი
ეს ძალიან მნიშვნელოვანია! აუცილებლად მოიშორეთ მსგავსი ნივთები ახლავე. ეს არამხოლოდ ცუდად გამოგაჩენთ მეგობრების თვალში, არამედ ოჯახისთვის საშინელ შედეგებსაც გამოიღებს.
ასეთი ჭურჭლით ტრავმის მიღება ძალიან მარტივია. ლამაზად გაშლილი სუფრა კი ასეთი ნივთებით დამახინჯდება. ნუ შეუშინდებით კარადიდან თქვენი საუკეთესო კომპლექტის გამოღებასა და ყოველდღიურად გამოყენებას. ნუ შეინახავთ ასეთ ნივთებს უკეთესი დროისთვის.
4. თეთრეული სხვადასხვა კომპლექტიდან
დამეთანხმებით, თეთრეული ერთი კომპლექტიდან გაცილებით უკეთ გამოიყურება. ასეთზე ძილიც უფრო სასიამოვნოა!
რაღა თქმა უნდა, საწოლის თეთრეულზე ფულიც არ უნდა დაზოგოთ. გადაყარეთ ძველი ნაკრები და შეიძინეთ ახლები დროდადრო. გახსოვდეთ, რომ გარეცხილი საბნისპირი და სუფთა, თუმცა შეყვითლებული ზეწარი არავის მოეწონება.
იდეალური არავინაა, თუმცა არსებობს რაღაცები, რისი შეცვლაც საკმაოდ სწრაფად და მარტივად შეიძლება. ყველაფერი თქვენს ხელთაა!