სასუქი ოთახის მცენარეებისთვის: როგორ შევარჩიოთ იგი სწორად

1048

ყველას არ უყვარს ოთახის მცენარეები. თუმცა, ზოგისთვის ისინი ბავშვებივით არიან, რომლებსაც მუდმივად მოვლა და ყურადღება სჭირდებათ.

საუკეთესო სასუქები

ბევრი მცენარე სასარგებლოა როგორც ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ისე განწყობის ასამაღლებლადაც. როგორ არ უნდა გიხაროდეთ, როცა ამ ულამაზეს სიმწვანესა და ყვავილებს უყურებთ?

ყვავილებმა სიუხვით რომ გაგახაროთ, აუცილებელია ოთახის მცენარეების სასუქის გამოყენება.

რაღა თქმა უნდა, არსებობს უამრავი ვარიანტი ყვავილების მაღაზიიდან, თუმცა, ყველა მათგანი შეიცავს დიდი რაოდენობით ქიმიას, რაც ყველასთვის მისაღები ფაქტორი არაა. ამასთან, ბევრს მთელი ბაღი აქვს ბინაში გაშენებული. თუ სახლში ამდენი მცენარე გაქვთ, სასუქის ხარჯი სერიოზული იქნება.

სწორედ ამიტომ, ჩვენ შევადგინეთ იმ სასუქების სია, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან შედგება და ქიმიური სასუქების იაფფასიან ალტერნატივად იქცევა.

ნაყიდი სასუქის ეფექტური ალტერნატივა

1. ბანანის ტყავი

ალბათ, ეს საუკეთესო სასუქია ოთახის მცენარეებისთვის. ბანანი შეიცავს უდიდესი რაოდენობით ქიმიას, კალიუმსა და ფოსფორს. ეს ნივთიერებები გადამწყვეტ როლს ასრულებს მცენარის ზრდასა და ნაყოფიერებაში.

ქოთნის ფსკერზე მოათავსეთ კერამზიტის ან ხრეშის სადრენაჟო ფენა, შემდეგ დააყარეთ ცოტაოდენი მიწა, ბანანის ტყავი დაჭერით და დაალაგეთ მიწაზე. შემდეგ ჩარგეთ მცენარეები ჩვეულებრივად.

2. საფუარი

საფუარი ციტოკინინებს შეიცავს. ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც პასუხს აგებს უჯრედების დაყოფაზე. სწორედ ისინი უწყობს ხელს მცენარის სწრაფ ზრდას. აგრეთვე, მსგავს განვითარებას ხელს უწყობს B ვიტამინიც, რომელსაც ისევ საფუარი შეიცავს.

მცენარის შესასუქებლად, შეურიეთ 1 გ მშრალი საფუარი 1 ჩ.კ. შაქარსა და 1 ლ წყალს. ხსნარი უნდა დააყენოთ 3 საათით. შესუქებამდე, გააზავეთ იგი წყალთან 1:5 თანაფარდობით.

3. ხის ფერფლი

ხის ფერფლი ხალხში ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ და ეფექტურ საშუალებად ითვლება მცენარის იერის გასაუმჯობესებლად. ფერფლს აქვს სადეზინფექციო თვისებებიც, უმჯობესია, ასეთი სასუქი გამოიყენოთ გერანის, ფუქსიასა და ბეგონიას შესასუქებლად.

25 გ ფერფლი გააზავეთ 1 წყალში და დააყენეთ 1 კვირით. მორწყეთ მცენარეები ამ ხსნარით 12 დღეში ერთხელ.

4. შაქარი

შაქარი გლუკოზის საუკეთესო წყაროა, რომელიც მნიშვნელოვანი სამშენებლო მასალაა მცენარეებისთვის. შაქრის ხსნარით მცენარე არაუმეტეს ერთხელ უნდა მორწყოთ თვეში. შაქრისა და წყლის პროპორცია ასეთია: 1 ს.კ. 1 ლ წყალზე.

5. ქარვის მჟავა

იგი ქარვის გადამუშავების პროცესში გამომუშავდება. ამ მჟავის სასარგებლო თვისებები ზრდის მცენარის იმუნიტეტსა და მის ამტანობას.

მცენარე სწრაფად რომ აღდგეს, დაამუშავეთ მისი ფოთლები ან ფესვები ქარვის მჟავით. გამოიყენეთ 25 გ ფხვნილი 1 ლ წყალზე. ასეთი სასუქი განსაკუთრებით მოსწონს ციტრუსს, ალგაონემს, მარანტასა და ფიკუსს.

6. ციტრუსისა და ხილის ნარჩენები

მიწის განოყიერება შეგიძლიათ ლიმონის, ფორთოხლისა და მანდარინის ცედრითაც. ეს სასუქი ავსებს ნიადაგს აზოტით, აგრეთვე, აშინებს მრავალი სახეობის მავნებელს.

7. ყავა და ჩაი

ბევრი იყენებს ყავის ნალექსა და დაყენებული ჩაის ნარჩენებს ნიადაგის გასაფხვიერებლად. თუმცა, ფრთხილად იყავით ჩაისთან. აუცილებლად გააშრეთ იგი გამოყენებამდე და შეინახეთ ცალკე ტომსიკაში.

მინიმალური ხარჯითაც კი შეიძლება ნიადაგის შესუქება და თქვენი მწვანე მეგობრების მდგომარეობის გაუმჯობესება.

თქვენ იცნობთ ასეთ საშუალებებს? გაგვიზიარეთ გამოცდილება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს