მათემატიკა სკოლის მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის რთულ და მოსაწყენ მეცნიერებას წარმოადგენს. ვის მოსწონს დაუსრულებელი ფორმულების დაზუთხვა და იმის დამახსოვრება, თუ როგორ უნდა დაამტკიცოს მორიგი თეორემა? თანამედროვე სასკოლო სახელმძღვანელოებში საინტერესო მათემატიკური ამოცანები იშვიათად თუ შეგხვდებათ. ამიტომ, არაფერია უცნაური იმაში, რომ ბავშვებს ეს საგანი არ უყვართ.
ჩვენს რედაქციას სჯერა, რომ მათემატიკა, რომელიც ცხოვრებაში ნებისმიერ ადამიანს გამოადგება, გასართობიც შეიძლება იყოს. ამიტომაც, დღეს გთავაზობთ საინტერესო ამოცანებს, რომლებიც როგორც ბავშვებს, ისე ზრდასრულებსაც მოეწონებათ.
მათემატიკური ამოცანები
მათემატიკის სიძულვილის მთავარ მიზეზად ახასიათებენ სწავლების მოსაწყენ მანერას. აი, მაგალითები, ესეც ფორმულები, იჯექი და ამოხსენი. მათემატიკური მოვლენების არსს არავინ ხსნის, ამიტომაც, სასწავლო პროცესი მზა ფორმულებისა და მიდგომის დაზეპირებითაა შეზღუდული.
მოსწავლეებისთვის ასეთი მეცნიერება დროის უსარგებლოდ ფლანგვის ტოლფასია. მოდით, რამდენიმე მათგანი განვიხილოთ. თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით: ყველაფერი პატიოსნად უნდა ამოხსნათ, კალკულატორის გამოყენების გარეშე.
ამოცანები
1. 50 + 50 – 25 * 0 + 2 + 2 = ?
დასაწყისისთვის, გთავაზობთ ამ მარტივ მაგალითს მცირე ეშმაკობით. იგი გონებაში უნდა ამოხსნათ. ამ ამოცანისთვის, უბრალოდ გადაინაცვლეთ სკოლის წლებში და გაიხსენეთ მსგავსი მაგალითების ამოხსნის ძირითადი წესები.
2. წარმოიდგინეთ, რომ არსებობს შემდეგი კანონზომიერება:
7 + 3 = 10421
5 + 4 = 9120
9 + 6 = 15354
რამდენი გამოვა ამ შემთხვევაში 11+5/
3. ნიკა კაფეში 9 თანაკურსელს შეხვდა. შეხვედრისას, თითოეული მათგანი ერთმანეთს ხელის ჩამორთმევით მიესალმა. სულ რამდენი ხელის ჩამორთმევა გაიმართა?
4. საფეხბურთო კლუბმა ერთ სეზონზე ლიგაში 34 მატჩი გამართა. გაიტანა 61 გოლი, გაუშვა მხოლოდ 39. მთელი სეზონის განმავლობაში, რამდენჯერ გაათამაშეს ამ კლუბის წევრებმა ბურთი ცენტრიდან მოედანზე?
5. საწყობში შეიპარა 143 თაგვი, რომლებმაც 33 თავი ყველი მოიპარეს. თანაც, თანაბრად მიირთვეს. თუმცა, ზოგიერთ მათგანს ზედმეტი ჭამისგან მუცელი გაებერა. შედეგად, მეორე დღეს საწყობში მხოლოდ 13 თაგვი დაბრუნდა. მათ ისევ თანაბრად მიირთვეს, თუმცა სამჯერ ნაკლები ჭამეს, ვიდრე გუშინ. რამდენი თავი ყველი დააკლდება ფერმერს?
ამოცანების ამოხსნა
1. 104 უნდა მიიღოთ. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ გამრავლება სრულდება: -25*0=0. შემდეგ კი დარჩენილ რიცხვებს ვკრებთ.
2. რატომაა ტოლობის შემდეგ ამდენი ციფრი? იმიტომ, რომ იქ ერთ რიგში წერია ტოლობამდე დაწერილი ციფრების ჯამი, სხვაობა და ნამრავლი. ესე იგი, 11+5=16655, სადაც 16 არის ჯამი, 6 – სხვაობა, ხოლო 55 – ნამრავლი.
3. სულ 45-ჯერ ჩამოართვეს ხელი. 10*9/2=45. რატომ უნდა გაყოთ ორზე? იმიტომ, რომ ორ ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა ერთხელ ითვლება.
4. პასუხის საპოვნელად, 34-ს (მატჩების რაოდენობა, რამდენადაც გუნდი 1 ჯერზე ერთხელ მაინც გაათამაშებს ბურთს ცენტრიდან) უნდა დაუმატოთ 39 (ყოველ ჯერზე, როცა გუნდმა გოლი გაუშვა). გატანილი გოლების დამატება საჭირო არაა, რამდენადაც გატანილი გოლის დროს ბურთი მოწინააღმდეგის ხელშია და ის ათამაშებს ცენტრიდან ბურთს. ჯამში 34+39=73.
5. მეორე ღამეს, საწყობში მხოლოდ 13 თაგვი შეიპარა, რაც 11-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე პირველ ღამეს. გუშინ მათ 33 თავი ყველი შეჭამეს, მეორე დღეს – სამი. რამდენადაც ახლა მათ სამჯერ ნაკლები მიირთვეს, მეორე ღამეს მხოლოდ ერთი თავი ყველი შეხვდა თითოს. საბოლოო ჯამში, ფერმერს 33+1=34 ყველი დააკლდება.
რამდენი ამოცანა ამოხსენით სწორად, კალკულატორის გარეშე? სხვა ამოხსნა გაქვთ? გაგვიზიარეთ თქვენი ვარიანტი კომენტარებში.