სახლში თითქმის ყველას აქვს ოთახის მცენარეები. ითვლება, რომ ისინი დადებითად მოქმედებს ოთახის ატმოსფეროზე, კერძოდ, წმენდს ჰაერს. ჩვენ მწვანე მეგობრებს ფოთლების, მორჩებისა და ყვავილების სილამაზის, ამტანობისა და უპრეტენზიობის მიხედვით ვირჩევთ, იმის შემოწმებით, რამდენად შეესაბამება ჩვენი სახლის პირობები მათ.
ის კი ხშირად გვავიწყდება, რომ ბევრ ოთახის მცენარეს შეუძლია სასიამოვნო ან უსიამოვნო არომატის ფრქვევა, არადა, ეს ფაქტორიც ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქიზი, დახვეწილი ან, პირიქით, მძიმე და ამაზრზენი, ხანდახან კი საშინლად უსიამოვნო არომატი სახლში ატმოსფეროს რადიკალურად ცვლის.
დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელი მცენარეები უნდა შეიტანოთ სახლში, თუ გინდათ, რომ იგი შესანიშნავი არომატით გაავსოთ, სილამაზესთან ერთად. თითოეულ მათგანს განუმეორებელი სურნელი აქვს.
არომატული მცენარე
1. ყავა
დიახ, დიახ. არ მოგესმათ, სწორედ ყავაზეა საუბარი. თანაც, ჩვენ სასმელზე არ ვსაუბრობთ. ოთახის ყავა, ახალი კომპაქტური სახეობების გამოყვანისა და უხვად ყვავილობის გამო, ისევ მოდაში შემოდის. ყვავილოვანი ყავის ხის არომატი ძლევს მუდმივ ძილიანობას, ხსნის დაღლილობას, ზრდის შემოქმედებით უნარსა და შრომისუნარიანობას, ააქტიურებს მეხსიერებასა და აზროვნებას.
ეს ერთ-ერთი საუკეთესო “დილის” არომატია. საძინებელსა თუ მისაღებ ოთახში არც ისე შესაფერისია, აი, სამზარეულოში ან სამუშაო კუთხეში, ყავის პატარა ბუჩქი სასწაულებს ჩადის ისევე, როგორც სასმლის ფინჯანი.
2. გერანი
პელაგორნიის მრავალი სახეობა გამოირჩევა ფაქიზი და მსუბუქი არომატით, რომელიც საყვარელ ოთახს სიახლის სუნით ავსებს. გერანის სურნელი ძლიერდება, თუ ყვავილს სამხრეთ კუთხეში დადგამთ ან კარგ განათებას მოუწყობთ. ყველაზე უფრო ძლიერი სურნელი აქვს მუქი ფერის გერანს.
3. ციტრუსი
ლიმონი, ფორთოხალი, პომელო, მანდარინი ხშირად მოჰყავთ საშინაო პირობებში. სასიამოვნო არომატი აქვს მცენარის ყველა ნაწილს: როგორც ფოთლებს, ისე ყვავილებსა და მორჩებს. განსაკუთრებული სიტკბოთი და ზღაპრულობით გამოირჩევა ყვავილოვანი მანდარინი, თუმცა, ციტრუსის სხვა წარმომადგენლებიც დაგიპყრობთ ნაჯერი არომატის, ხალისიანობისა და სილამაზის ნაზავით.
4. მირტი
ეს მცენარე ჰაერში გამოყოფს ეთერზეთებს, რომლებსაც მძლავრი ბაქტერიციდული და დამამშვიდებელი მოქმედება აქვს. ოლეანდრის მსგავსად, მირტს ერთ-ერთი საუკეთესო სედატიური არომატი აქვს. თუმცა, უფრო აგრესიული კოლეგისგან განსხვავებით, იგი რბილად მოქმედებს და თითქმის ყველასთვის შესაფერისი მწვანე მეგობარია.
ეს მცენარე ხელს უწყობს გაციების პროფილაქტიკას, არეგულირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემების მუშაობას, იწვევს მოდუნებას, შინაგანი ჰარმონიის მიღწევას, ხელს უშლის დაღლილობას და აქტობს სტრესის შედეგებს.
5. ვარდი
ოთახის სახეობის ვარდის აღმაფრთოვანებელი არომატი ისევე იგრძნობა, როგორც ბაღის სახეობებში. დიდი რაოდენობით ყვავილის წყალობით, ბუჩქის კომპაქტური ზომა და ჰაერის შეზღუდული რაოდენობა სასიამოვნო სურნელზე უარყოფითად არ ისახება.
აყვავებული ვარდის სურნელი ხსნის დაძაბულობასა და დაღლილობას, აქრობს ნერვოზულობას, გჩუქნით თავდაჯერებულობას, მუდმივი ზემოქმედების დროს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ამცირებს მადას, გვეხმარება სასუნთქი სისტემის დაავადებებთან გამკლავებაში.
6. ჟასმინი
მომხიბლავი ჟასმინის გაზრდა შეგიძლიათ როგორც ბაღში, ისე ოთახის პირობებშიც. სახეობებს ერთმანეთისგან სურნელიც განასხვავებს: ყვავილის მსუბუქი სურნელიდან ძლიერ, უმამ არომატამდე. არსებობს ისეთი სახეობებიც, რომლებიც ზედმეტად მძაფრ სურნელს აფრქვევს – ისინი სუფთა ჰაერზე ან ყვავილების გალერეაში უნდა დარგოთ.
სახლისთვის საუკეთესო ვარიანტია მსხვილყვავილიანი ჟასმინი. ზრდასრული მცენარეები გაზაფხულიდან შემოდგომამდე ყვავის დიდი თეთრი ყვავილებით, რომლებიც სასიამოვნო არომატს აფრქვევს. სწორედ ეს ყვავილები უნდა ჩაამატოთ მწვანე ჩაიში.
7. მურაია
ჯერჯერობით, ეს მცენარე იშვიათად თუ შეგხვდებათ სახლებში. ბუჩქი მარტივად იქცევა პატარა ხედ. ისხამს ძალიან არომატულ, თეთრ ყვავილებს, რომლებიც, თითქოს, ცვილითაა დაფარული. ყვავილობა მთელი წლის მანძილზე შეიძლება გაგრძელდეს.
მურაია ჟასმინის ნაზ, თუმცა ძლიერ არომატს აფრქვევს. მას მტკიცე, საინტერესო სურნელი აქვს. თუმცა, თუ ბევრი ყვავილი აქვს, მისი ქოთნები დადგით იმ ოთახებში, რომლებშიც არავის სძინავს და დიდ დროსაც არ ატარებს.
ასეთი მცენარეები ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი არომატიზატორებია. ისინი ავსებენ ჩვენს სახლს ტკბილი ღრუბლებით და განსაკუთრებულ ყურადღებასა და სწორ შერჩევას იმსახურებენ, რამდენადაც არამხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ გაწნყობასა და შრომისუნარიანობაზეც კი მოქმედებენ.
ცალკე უნდა ითქვას, რომ ოთახის მცენარეების სახლში შემოყვანამდე უნდა დაფიქრდეთ, რომელი ყვავილი სად დადგათ. სურნელოვანი მცენარეების ადგილი არაა საძინებელში, სხვა ოთახებისთვის კი არომატული მცენარეების შერჩევა სავსებით დასაშვებია.
სურნელი ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს და განწყობას ქმნის. ერთი სუნი თუ ამშვიდებს, მეორე აფხიზლებს და ძალების მოზღვავებას იწვევს. რომელი ოთახისთვის რომელ მცენარეს შეიძენთ, მხოლოდ თქენი პირადი გემოვნების ამბავია.