ხალხური გამოთქმის თანახმად: “რამდენიც არ უნდა აჭირო ტუბს, შიგთავსის მეოთხედი მაინც შიგნით რჩება და გარეთ გამოსვლაზე კატეგორიულად ამბობს უარს.
ეს კიდევ არაფერი იქნებოდა, საუბარი უბრალო კბილის პასტაზე რომ იყოს – იგი გადასაგდებად არ დაგენანებათ. თუმცა, როგორ მოვიქცეთ, თუ ლუქს კლასის კრემი თავდება, რომელიც სუფთა ოქროს ფასი ღირს?
პრაქტიკული დიასახლისები ადგებიან და ტუბს შუაზე გაჭრიან, ამოიღებენ საყვარელი კრემის ბოლო წვეთებს. თუმცა, ასეთ ეკონომიას სასარგებლო ყოველთვის არ ეთქმის, აი, რატომ:
როგორ გამოვიყენოთ კრემი
-“კოსმეტიკური საშუალებების ტუბების გაჭრით, თქვენ აჩქარებთ პროდუქტის აჭრასა და ბაქტერიების გავრცელების შესაძლებლობას.” – ამბობეს ექიმი-დერმატოლოგი, მელისა კანჩანაპუმი.
ტუბებში გამოშვებული პროდუქტი უფრო მგრძნობიარეა დაბინძურებისადმი, ვიდრე ქილების კოსმეტიკა, რამდენადაც, მწარმოებლის გათვლა არ ვრცელდება იმაზე, რომ პროდუქტს თითებთან ექნება შეხება. ტუბის გაჭრის შემდეგ, კოსმეტიკური საშუალება უფრო სწრაფად მჟავდება და მასში ბაქტერიების ელვის სისწრაფით გამრავლების შესაძლებლობა ჩნდება.
კოსმეტიკური ტუბები სწორედ იმითაა მოსახერხებელი, რომ მინიმუმამდე დაჰყავს მასში მიკრობების მოხვედრის რისკი. ნებისმიერ საშუალებასთან, თუნდაც თითებით კონტაქტის დროს, ზრდით მავნე ბაქტერიების ან ობის გაჩენის ალბათობას პროდუქტში.
ეს განსაკუთრებით საშიშია ზედმეტად მგრძნობიარე კანის ან დერმატიტის მქონე ადამიანებისთვის. კოსმეტიკური საშუალების ბაქტერიებით დაინფიცირება იწვევს კანზე ანთებით პროცესებს. ამიტომ, მგრძნობიარე კანისთვის განკუთვნილი კრემი აღარ გამოიყენოთ, თუ მწარმოებლის ორიგინალი შეფუთვა დაზიანებულია.
უკიდურეს შემთხვევაში, ტუბი შეგიძლიათ გაჭრათ, თუ საშუალებას მხოლოდ ერთხელ აიღებთ. შემდეგ უკვე მისი გადაგდებაა საჭირო. ასევე, შეგიძლიათ, გაჭრილი ტუბიდან კრემი გადადოთ პატარა ჰერმეტულ შეფუთვაში და ამოიღოთ პატარა ნიჩბით ან კბილის ჩხირით. ასე კრემი არ გაშრება ან დაბინძურდება.
ნაკლებად სახიფათოა გაჭრილი ტუბებიდან შხაპ-გელების ან ლოსიონების გამოყენება. როგორც წესი, ეს კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს კონსერვანტებს, რომლებიც არ უშვებს ბაქტერიულ დაბინძურებას.
თუ ტუბის შიგთავსის ამოღება არ გამოგდით, გაჭრას კი ერიდებით, შეიძინეთ სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ინტერნეტ-მაღაზიებში იყიდება.
ამ მოწყობილობას საპრესი ეწოდება და მისი სხვადასხვა ფორმა და კონსტრუქციული ვარიანტი არსებობს. ტუბი მასში უნდა გაატაროთ – იგი სრულყოფილად გაბრტყელდება, ნარჩენები კი ტუბის ყელთან დაგროვდება.
თუ შეფუთვის გაჭრა პრობლემურია, დეზაოტი კი უკვე ვერ უმკლავდება, დაგეხმარებათ საწრუპავი მილი – გაჭერით იგი ერთ მხარეს ისე, რომ ერთგვარი ნიჩაბი გამოვიდეს, მოფხიკეთ ფლაკონის შიგთავსი და შეუბერეთ მეორე მხრიდან, რომ სასურველ ჭურჭელში მარტივად ჩავიდეს.
რა თქმა უნდა, ეკონომიის გაკეთება ყოველთვის სასიამოვნოა, თუმცა, ამასთან, არ დაგავიწყდეთ კოსმეტიკური საშუალებების სწორად შენახვა, რამდენადაც დაბინძურებული კოსმეტიკა იწვევს კანის ანთებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს.