როგორ დავამზადოთ დეკორატიული აგურები კვერცხის შეფუთვისგან

638

გასულ უქმეებზე, როგორც იქნა, ჩემს ძველ მეგობარს ვესტუმრე. ჩვენ 5 წლის განმავლობაში, ერთსა და იმავე კაბინეტში ვმუშაობდით, ხოლო ახლა, რახან ნატალი დეკრეტშია, ერთმანეთს თითქმის ვეღარ ვხვდებით.

მისი სახლიდან შთაგონებული და გაოგნებული წამოვედი, ჩემს ქმარს კი მოსვლისთანავე ვუთხარი, რომ დაერეკა თავისი ნათესავებისთვის და ეთქვა, რომ არ გადაეყარათ კვერცხის მუყაოს შეფუთვები და ჩვენთვის მოეცათ.

ზოგადად, დეკორატიული აგურით კედლის მოპირკეთება ძალიან მომწონს. ეს ჩემთვის მოდური და ლამაზია, თუმცა, ასეთი მოსაპირკეთებელი მასალა საკმაოდ ძვირი ღირს, თანაც, კედელზე ასაკრავად, ოსტატიც საჭიროა.

ჩემს ბინაში შპალერი კატამ დააზიანა – სანის საყვარელი საქმიანობა ფრჩხილების ყველაფერზე ალესვაა, ყველაზე მეტად კი დერეფანმა იზარალა.

ახლა კატა დამშვიდდა, რემონტის შესახებ ჩემმა ოცნებამ კი პიკს მიაღწია. გადავწყვიტე, დერეფნის ინტერიერი შემეცვალა, მიუხედავად უფულობისა. რაღა თქმა უნდა, ჩემთვის გადამწყვეტ ფაქტორად იქცა ნატალის იდეა, რომელიც დეკრეტში ყოფნისას განახორციელა.

რისი გაკეთება შეიძლება კვერცხის მუყაოსგან

როგორც აღმოჩნდა, დეკორატიული აგურების დასამზადებლად, მხოლოდ კვერცხის მუყაოს შეფუთვა, პოლიეთილენის პარკი, შავი მარკერი, თაბაშირი და ერთი სათლი წყალი დაგჭირდებათ. აგრეთვე, საჭიროა რამდენიმე საათი, მოხერხებული ხელები და შთაგონება. ასეთი საქმიანობის შედეგი თქვენს მოლოდინს გადააჭარბებს!

დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ როგორ უნდა აქციოთ კვერცხის მუყაოს შეფუთვა დეკორატიულ მოსაპირკეთებელ აგურად. შედეგი ლამაზია და, რაც მთავარია, არ მოითხოვს ბევრ მასალას, ფულსა და დროს.

დაგჭირდებათ

  • 3 მუყაოს შეფუთვა
  • პოლიეთილენის ფირი
  • 300 მლ თბილი წყალი
  • 3.5 ს.კ. თაბაშირი
  • შავი მარკერი
  • სკოჩი
  • ფითხი
  • სახაზავი
  • ქაღალდის ხელსახოცი
  • საფინიშო მშრალი საგლესავი
  • აკრილის საღებავი და ფუნჯი

რა გავაკეთოთ

1. მშრალ პოლიეთილენის ფენაზე,  სახაზავისა და შავი მარკერის გამოყენებით, დახაზეთ მომავალი აგურების ფორმები. ერთი მართკუთხედის ზომა 7 х 20 სმ უნდა იყოს.

2. დააქუცმაცეთ 3 მუყაოს შეფუთვა მოსახერხებელ ჭურჭელში (მე მომცრო ზომის პლასტმასის სათლი მაქვს) და დაასხით წყალი. დააყენეთ 2 საათით.

3. როცა მასა სრულად დალბება და გასივდება, დაუმატეთ სათლს თაბაშირი და კარგად მოურიეთ.

4. დააფიქსირეთ პოლიეთილენი მაგიდაზე სკოჩით და ფრთხილად წაუსვით მომზადებული მასა ფორმებს. ფითხით გაასწორეთ მასა. ზედმეტობები მოაშორეთ ხელსახოცით. გააჩერეთ გასამაგრებლად 3 საათით.

5. გადაიტანეთ აგურები აივანზე კიდევ 1 საათით, საბოლოოდ რომ გახმეს. 3 შეფუთვით 7 აგური გამომივიდა.

6. გააზავეთ საგლესავი წყალში და ფუნჯით წაუსვით ზედაპირებს. აცადეთ აგურს გაშრობა.

7. მზა გურები დაფარეთ აკრილის თეთრი საღებავით. სულ ესაა, დეკორატიული აგურები მზადაა. ახლა უკვე შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ ისინი ინტერიერის მოსაპირკეთებლად.

ვიდეოში ნახავთ, როგორ გამოიყურება ასეთი აგურები კედლებზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს