ერთხელ ბაზარზე ფეხსაცმლის საყიდლად წავედი. მოსინჯვა ძალიან დამეზარა, გამყიდველმა კი მითხრა, როგორ შემერჩია ფეხსაცმელი მოზომვის გარეშე. რა თქმა უნდა, არავის სურს ჯერ ფეხსაცმლის შეძენა, შემდეგ კი მის დასაბრუნებლად სირბილი. ამასთან, ბაზარზე ყოველთვის არაა ნაყიდი ნივთის გადაცვლის საშუალება. მაქსიმუმ, გამყიდველს მოელაპარაკოთ, რაც ყოველთვის არაა შედეგიანი.
როგორ შევარჩიოთ ფეხსაცმელი მოსინჯვის გარეშე
ერთი წყვილი ძალიან მომეწონა, თუმცა მოსინჯვის თავი ნამდვილად არ მქონდა. გადავწყვიტე, მეკითხა: “შეიძლება დავაბრუნო, თუ არ მომერგო?” კი, ციფრებით ჩემი ზომა იყო, გამყიდველმაც მითხრა, შეიძლებაო. გარდა ამისა, მან მითხრა, როგორ შემერჩია ფეხსაცმელი მოსინჯვის გარეშე.
გამყიდველმა მითხრა: “სანამ ფეხსაცმელს აიღებდეთ, ერთ სასარგებლო რჩევას მოგცემთ, მოუზომებლად სწორი ზომა რომ აირჩიოთ. ეს ხრიკი პრაქტიკაში არაერთხელ გამოვცადე.” რა თქმა უნდა, გავიფიქრე, რომ მისთვის აუცილებლად უნდა მომესმინა, რადგან ფეხსაცმლის მოსინჯვა დიდად არასდროს შემხალისებია.
აი, როგორ ხდება ეს: აიღეთ სახლში მუყაოს ფირფიტა, დაადეთ ფეხი და შემოხაზეთ კალმით. ამოჭერით ფირფიტა და მიადეთ ფეხსაცმელს – იგი ზომით იდეალურად უნდა მოერგოს.თუ ფეხები ხშირად გიშუპდებათ, ამოჭერით ორი ასეთი მუყაო და ერთმანეთზე დაალაგეთ. ასე ჩადეთ ფეხსაცმელში.
უნდა მიიღოთ ერთგვარი ღაბაში. ასეთი ნაკეთობით იარეთ მაღაზიებში, ჩადეთ ფეხსაცმელში და ზომაში არასდროს შეცდებით. ღაბაში დაგეხმარებათ იმის განსაზღვრაში, გერგებათ თუ არა ფეხსაცმელი სიგრძესა და სიგანეში. თუ მიხვდებით, რომ მუყაო გვერდებში ოდნავ მაინც მოიკეცა, ფეხსაცმელი თქვენს ზომას აცდენილია. ჩვენი იმპროვიზებული ღაბაში იდეალურად უნდა ჩაჯდეს ფეხსაცმელში.
ჰოდა, მივედი სახლში, მოვიზომე ფეხსაცმელი, რომელიც ბაზარზე ვიყიდე. სამწუხაროდ, არ მომერგო, გამყიდველს დავუბრუნე და ჩემი დამზადებული ღაბაშით შევამოწმე: მართალი იყო, ფეხსაცმელში იგი იკეცებოდა.
ახლა ყოველთვის თან ვატარებ ღაბაშს – ჩანთაში დიდ ადგილს არ იკავებს, ფეხსაცმლის შეძენისას მოსინჯვა კი საჭირო საერთოდ აღარაა. ასეთი საშუალება ყოველთვის ზუსტი და წაუგებელი ვარიანტია იმისთვის, რომ თქვენი ფეხის ზომა მოუსინჯავად განსაზღვროთ.
დიდი მადლობა იმ გამყიდველს ასეთი ეფექტური რჩევისთვის. იგი ჩემს ყველა მეგობარსა და ნათესავს გავუზიარე – ახლა ყველა ჭრის მუყაოს და ფეხსაცმელს მოუსინჯავად ყიდულობს. სხვათა შორის, ფეხსაცმლის ასე შერჩევა მოსახერხებელია მაშინაც, თუ მას ინტერნეტიდან იწერთ: კურიერის მოსვლისას, ფეხსაცმლის მოზომების საშუალება ყოველთვის არ გექნებათ, ამიტომ, უბრალოდ მოათავსეთ მასში მუყაოს ღაბაში და ამის მიხედვით გადაწყვიტეთ, დაიტოვებთ თუ არა ნივთს.