მეცნიერები გვიყვებიან იმ დიაგნოზების შესახებ, რომლებსაც ექიმები გვახვევენ თავს

93

მეცნიერების თქმით, ზოგიერთი დიაგნოზი, რომლებსაც ექიმები გვახვევენ თავს, გამოგონილია.

შემდეგი დაავადებები, მათი აზრით, არ არსებობს:

1. ფრინველისა და ღორის გრიპები

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ფარმაცევტული კომპანიები უბრალოდ სარგებლობენ ადამიანების სიკვდილისადმი შიშით. ექსპერტები კავშირს გვიჩვენებენ ძვირადღირებული პრეპარატებისა და ვაქცინების მსოფლიო მასშტაბით გაჩენასა და გრიპის ახალი ფორმის დიაგნოსტირებას შორის. სპეციალისტების თქმით, აღნიშნული დაავადებები მხოლოდ კომერციული სვლაა.

2. ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია

ამ “დაავადებას” უარყოფს ბევრი ექიმი-პრაქტიკოსი და მეცნიერი. საქმე ისაა, რომ აღნიშნული დიაგნოზი ძალიან “მოსახერხებელია”, რამდენადაც აქვს ზოგადი სიმპტომატიკა, რაც საშუალებას იძლევა, დამატებითი გამოკვლევების გარეშე, “უმკურნალონ” იმას, რაც არ არსებობს. ექიმები დისტონიის დროს გვირჩევენ უფრო კვალიფიცირებულ სპეციალისტებთან მიმართვას, რომლებიც უსიამოვნების ჭეშმარიტ მიზეზს დაადგენენ.

3. დისბაქტერიოზი

ესეც საკმაოდ “მოსახერხებელი” დაავადებაა, რომელსაც არაკეთილსინდისიერი თერაპევტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ნებისმიერი სახის დარღვევას მიაწერენ. ასეთი დიაგნოზის დასმით, მხედველობიდან შეიძლება გამოგრჩეთ ჯანმრთელობის რეალური პრობლემა, მაგალითად, თუ უსიამოვნებას ინფექციური ხასიათი აქვს.

4. სეზონური ავიტამინოზი

ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების უკმარისობა იმ შემთხვევაში ხდება, თუ თქვენი კვება არაა დაბალანსებული და არ მოიცავს აუცილებელ ელემენტებს. ბევრი თერაპევტი ყველა თავის პაციენტს მხოლოდ გარკვეული მწარმოებლის ვიტამინურ კომპლექსს უწერს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მათ შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაა.

5. ქრონიკული დაღლილობის სინდრომი

სხვათაშორის, ასეთი “დაავადება” არ არსებობს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციაში, დაღლილობის გრძნობა მხოლოდ სხვა დაავადების სიმპტომია. როგორც წესი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს, პაციენტს მომადუნებელ პროცედურებს, ვიტამინურ კომპლექსებსა და სუფთა ჰაერზე სეირნობას უნიშნავენ. თუ თქვენი მდგომარეობა მართლა ძლიერი სტრესითაა გამოწვეული, სიმპტომატიკა სრულად გაქრება. თუმცა, იმ შემთხვევაში უნდა იყოთ ფრთხილად, თუ ყველა სიმპტომი ძველებურად გაწუხებთ: შეცვალეთ ექიმი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს