როგორც აღმოჩნდა, ორგანიზმს სერიოზულად ვნებს არამხოლოდ მარილი, შაქარი და ალკოჰოლური სასმელები, არამედ კვების ჩვეული პროდუქტებიც:
1. თევზი
სამწუხაროდ, თევზის მთელი უპირობო სარგებელი ბათილდება და მავნებლობაშიც კი გადადის. თუ თქვენ ყიდულობთ ველურ თევზს, რომელიც ოკეანეში ან ზღვაში დაიჭირეს, არსებობს იმის რისკი, რომ იგი შეიცავს ქიმიას, რამდენადაც წყლების დაბინძურება სულ უფრო საგრძნობი ხდება. ჯანსაღი არც ფერმაში გაზრდილი თევზია: ჩვეულებრივ, თევზებს აცხოვრებენ ვიწრო, ბინძურ წყალსატევებში და კვებავენ ზრდის ჰორმონებით, სოიოთა და ანტიბიოტიკებით.
2. სოიო
ამ საკვები პროდუქტის სარგებელი მეტისმეტად გაზვიადებულია. მასში ძალიან დიდი რაოდენობით არსებული ფიტოესტროგენი მკერდის კიბოს გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამასთან, სოიოს პროდუქტის უმეტესობა გენმოდიფიცირებულია, რაც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ვერ იქნება.
3. იოგურტები
სასარგებლოა მხოლოდ ნატურალური მაწონი, სხვა დანარჩენი კი, საუკეთესო შემთხვევაში, უსარგებლოა. იოგურტის ერთი ულუფა შეიცავს 25 გრამამდე შაქარს, რაც კატეგორიულად გამორიცხავს ნებისმიერი სახის სარგებელს. ეცადებთ, ყურადღებით შეისწავლოთ პროდუქტის შემადგენლობა მის შეძენამდე.
4. ბეკონი(ლორი)
შეიცავს ცხიმებსა და ნატრიუმს, რაც ზრდასრულებში ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას იწვევს. ბავშვებში მას ნერვული სისტემის დაზიანება შეუძლია. აღნიშნულ პროდუქტზე, გირჩევთ, სრულად თქვათ უარი, ტამდენადაც დიდია სერიოზული გართულებების რისკი. ახლა მსოფლიო მწარმოებლები ეძებენ პროდუქტის წარმოების ახალ საშუალებას, რათა გაანეიტრალონ მისი მავნე თვისებები, თუმცა, ჯერჯერობით არც ერთი საშუალება არ დამტკიცებულა მეცნიერულად.
5. კეჩუპი და სოუსები
გიჯობთ, ეს პროდუქტი თავად მოამზადოთ, რათა შესაძლებელი იყოს შაქრის რაოდენობის კონტროლი, ასევე, მავნე ქიმიკატების დამატება გამოირიცხოს. მკვლევარების აზრით, მაღაზიის სოუსი შეიძლება შაქრიანი დიაბეტისა და კიბოს გაჩენის მიზეზი იყოს.
6. დაპაკეტებული წვენი
მათი მოხმარება იწვევს სიმსუქნესა და დიაბეტს, რამდენადაც ისინი დიდი რაოდენობით შაქარსა და არომატიზატორს შეიცავს. მეცნიერები თვლიან, რომ უმჯობესია, უარი თქვათ შინ მომზადებულ წვენებზეც, უმი ხილის სასარგებლოდ.