მაიას ტომის ჰოროსკოპი: ყველაზე ძველი მეთოდი ბედისწერის განსაზღვრისთვის

0
7740

ეს ჰოროსკოპი დიდი სიზუსტით განსაზღვრავთ ადამიანის ძლიერ და სუსტ მხარეებს. იპოვეთ თქვენი დაბადების თარიღი და წაიკითხეთ თქვენი დახასიათება, რომელიც მრავალი საუკუნის წინ მაიას ტომის უხუცესებმა დაწერეს.

1. ნიანგი

16 ან 21 მარტი, 10 ან 30 აპრილი, 20 მაისი, 9 ან 29 ივნისი, 19 ივლისი, 8 ან 28 აგვისტო, 17 სექტემბერი, 7 ან 27 ოქტომბერი, 16 ნოემბერი, 6 ან 26 დეკემბერი, 15 იანვარი, 4 ან 24 თებერვალი.

მაიას ტომის ხალხს სჯეროდა, რომ ნიანგის მფარველობის ქვეშ დაბადებული ადამიანი ზედმეტად ემოციური და მგრძნობიარეა. კარგი ინტუიცია აქვს, თუმცა, იშვიათად თუ უსმენს მას. ნიანგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგ სამეგობრო წრეში მოხვედრა და არა მატერიალური, არამედ სულიერი ცხოვრებით ცხოვრება. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურჩევენ ისეთ სამსახურს, რომელიც სხვების დახმარებას ან შემოქმედებას უკავშირდება. თუ ეს ადამიანი იპოვის თავის მოწოდებას, შეძლებს სამყაროში რაღაც ახლისა და სასარგებლოს შემოტანას. აგრეთვე, შეძლებს ჰარმონიის დამყარებას საკუთარ თავთან, კარგ და ერთგულ მეუღლედ იქცევა.

2. ქარი

17 ან 22 მარტი, 11 აპრილი, 1 ან 21 მაისი, 10 ან 30 ივნისი, 20 ივლისი, 9 ან 29 აგვისტო, 18 სექტემბერი, 8 ან 28 ოქტომბერი, 17 ნოემბერი, 7 ან 27 დეკემბერი, 15 იანვარი, 5 ან 25 თებერვალი.

ამ თარიღებში დაბადებული ადამიანი გამოირჩევა შეუკავებელი ენერგიით, უსაქმურად ჯდომა არ შეუძლია და ამ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს. ხშირად ეჩვენება, რომ რაღაცას ვერ ასწრებს, ამიტომაც დაუღალავად მუშაობს. აგრეთვე, ქარის ნიშანი მარტივად ამყარებს ახალ ნაცნობობას და ეგუება ახალ კოლექტივს. მისთვის შესაფერისია წამყვანი პოზიციები ან სამსახური, რომელიც მუდმივ ურთიერთობას უკავშირდება. ოჯახური ცხოვრება ხშირად უჭირს. მისი პარტნიორი არ უნდა ჩამორჩეს ინტელექტუალურ ასპექტში და განვითარებისთვის მზად უნდა იყოს. ხშირად, ქარი ჯერ კარიერას აწყობს და მხოლოდ ამის შემდეგ ქმნის ოჯახს.

3. ღამე

8 ან 23 მარტი, 12 აპრილი, 2 ან 22 მაისი, 11 ივნისი, 1 ან 21 ივლისი, 20 ან 30 აგვისტო, 19 სექტემბერი, 9 ან 29 ოქტომბერი, 18 ნოემბერი, 8 ან 28 დეკემბერი, 17 იანვარი, 6 ან 26 თებერვალი.

ღამის წარმომადგენელი იდუმალი და ჩაკეტილი გვეჩვენება. ეს ადამიანი ყოველთვის თავშეკავებული და ტაქტიანია, უფრო მეტს უსმენს, ვიდრე ლაპარაკობს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უემოციოა, პირიქით, მის სულში ხშირად დუღს ვნება, მისი წყენა და გულის ტკენა მარტივია. თუმცა, ამის შესახებ ვერაფერს გაიგებთ. მისთვის კარიერაში სტაბილურობაა მთავარი. ამ თარიღებში დაბადებული არასდროს ეკამათება კოლეგებს, თავისი სიბეჯითის წყალობით კი საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მიღებასაც ახერხებს. აგრეთვე, მისგან ნიჭიერი მხატვარი ან მუსიკოსი გამოდის. ურთიერთობებში ეძებს სიმშვიდესა და კარგად ყოფნას, ვერ იტანს სკანდალებს.

4. ხვლიკი

19 ან 24 მარტი, 13 აპრილი, 3 ან 23 მაისი, 12 ივნისი, 2 ან 22 ივლისი, 11 ან 31 აგვისტო, 20 სექტემბერი, 10 ან 30 ოქტომბერი, 19 ნოემბერი, 9 ან 29 დეკემბერი, 7 ან 27 თებერვალი.

ხვლიკის მფარველობის ქვეშ დაბადებული მიწიერებით გამოირჩევა. მას არ ახასიათებს ღრუბლებში ფრენა და ოცნებებში გადაშვება. ასეთი ხალხი მიზანს ისახავს და მისკენ მიდის. თუ მის მიზანსწრაფვას დავუმატებთ სხვებთან საერთო ენის გამონახვის უნარსა და ნიჭს, სწორ დროს აღმოჩნდეს სწორ ადგილას, იმის თქმა საჭირო აღარ იქნება, რომ მისგან წარმატებული პოლიტიკოსი და ბიზნესმენი შეიძლება დადგეს. აგრეთვე, იგი იშვიათად განიცდის ფინანსებთან დაკავშირებულ პრობლემებს. თუმცა, ფულის დაზოგვა ან გონივრულად ხარჯვა მისთვის რთულია. ურთიერთობებში იდეალისკენ მიისწრაფვის. სახლი მისთვის დაცვა და ციხე-სიმაგრეა.

5. გველი

20 ან 25 მარტი, 14 აპრილი, 4 ან 24 მაისი, 13 ივნისი, 3 ან 23 ივლისი, 12 აგვისტო, 1 ან 21 სექტემბერი, 11 ან 31 ოქტომბერი, 20 ნოემბერი, 10 ან 30 დეკმბერი, 19 იანვარი, 8 ან 28 თებერვალი.

“გველი” ადამიანები გარედან მშვიდი და გაწონასწორებული ჩანან, თუმცა, მათმა ახლობლებმა იციან, რომ ეს ასე არ არის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი, თუ გარემოება ამას მოითხოვს, გაჩუმდება და მოითმენს. მას ყველაფერზე თავისი აზრი გააჩნია, ამასთან, იცის საკუთარი თავის ფასი. აგრეთვე, ამ ნიშანს ძლიერ განვითარებული ინტუიცია აქვს. თანაც, ხანდახან, ზოგიერთ ცხოვრებისეულ მოვლენას წინასწარ განსაზღვრავს და ადამიანს განჭვრეტეს. მისთვის საუკეთესოა შემოქმედებითი სამსახური, სადაც არ არსებობს დადგენილი გრაფიკი და მოითხოვს მხოლოდ შედეგს. ურთიერთობებში ეს ადამიანები სერიოზულები არიან. პატარა ინტრიგუნებს მასთან საერთო არაფერი აქვს.

6.  თავის ქალა

1 ან 26 მარტი, 15 აპრილი, 5 ან 25 მაისი, 14 ივნისი, 4 ან 24 ივლისი, 13 აგვისტო, 2 ან 22 სექტემბერი, 12 ოქტომბერი, 1 ან 21 ნოემბერი, 11 ან 31 დეკემბერი, 20 იანვარი, 9 ან 29 თებერვალი.

ამ დღეებში დაბადებული ადამიანები დიპლომატიურობითა და ტაქტიანობით გამოირჩევიან. მათთან კამათი ძალიან რთულია. იგი ვერ იტანს გაწელილ კონფლიქტებს, მისთვის უფრო მაეტივია, აპატიოს მჩაგვრელს და მასთან ისე გააგრძელოს ურთიერთობა, თითქოს არაფერი მომხდარა. ესა ძალიან მომხიბლავი ადამიანი, რომელიც გვერდიდან მარტივად მართვადი ჩანს ხოლმე, თუმცა ეს მცდარი წარმოდგენაა! თავის ქალის ნიშნის წარმომადგენლები ბუნებით ლიდერები არიან. მაშინაც კი, თუ წამყვან პოზიციას არ იკავებს, პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, რათა სხვამ შენიშნოს და შეაქოს. სიყვარულში მიისწრაფვის მტკიცე და ხანგრძლივი ურთიერთობებისკენ, ცდილობს, არ შეაწუხოს მჩაგვრელი, თუმცა, მისი დაქვემდებარების სურვილი ნამდვილად აქვს. ხშირად, ძალიან უჭირს დაშორებისა და წარუმატებლობის ატანა.

7. ირემი

2 ან 27 მარტი, 16 აპრილი, 6 ან 26 მაისი, 15 ივნისი, 5 ან 25 ივლისი, 14 აგვისტო, 3 ან 23 სექტემბერი, 13 ოქტომბერი, 2 ან 22 ნოემბერი, 12 დეკემბერი, 1 ან 21 იანვარი, 10 თებერვალი.

ადამიანი, რომელიც ამ დღებში გაჩნდა, დამოუკიდებელი და თვითკმაყოფილია. იგი არ მიღებს რჩევებს და თავის ცხოვრებაზე თვითონ აგებს პასუხს. ხშირად ზედმეტად ქედმაღალიც ჩანს. კარიერაში მიისწრაფვის მაღალი პოზიციებისკენ და, თითქმის ყოველთვის, ახერხებს უფროსობაზე კარგი შთაბეჭდილების დატოვებას. კოლეგებს იგი უყვართ და ხშირად მიმართავენ რჩევებისთვის. თუმცა, არსებობს ერთი “მაგრამ”: სამსახურმა მას სიამოვნება უნდა მოუტანოს, წარმატებას ვერ მიაღწევს იმ საქმეში, რომელიც არ მოსწონს. ურთიერთობებში, ირმები საკმაოდ მომთხოვნები არიან: მათ თავი სასუველად უნდა იგრძნონ. ამასთან, თავადაც მოახვევენ პარტნიორს სიყვარულსა და გაგებას.

8. კურდღელი

3 ან 28 მარტი, 17 აპრილი, 7 ან 27 მაისი, 16 ივნისი, 6 ან 26 ივლისი, 15 აგვისტო, 4 ან 24 სექტემბერი, 14 ოქტომბერი, 2 ან 23 ნოემბერი, 13 დეკემბერი, 2 ან 22 იანვარი, 11 თებერვალი.

კურდღლის მფარველის ქვეშ დაბადებული მარტოობას ვერ უძლებს. საბედნიეროდ, იგი მაგნიტივით იზიდავს ადამიანებს. ამ ნიშნის წარმომადგენელთან არასდროს მოიწყენთ. აგრეთვე, აქვს უნარი, მოერგოს სხვის განწყობასა და ხასიათს. თავად კი მიდრეკილია შფოთვისა და სისულელეებზე ნერვიულობისკენ. მოდუნებასა და დავიწყებაში მხოლოდ სხვა ქვეყნებში მოგზაურობა ეხმარება. ამ ადამიანისთვის კარიერა მთავარი არაა, მეგობრები და ოჯახი მისთვის ყველაზე ძვირფასია. ამასთან, შეიძლება იყოს მექალთანე/მეკაცთანე, თუმცა, თუ ქორწინების უღელს დაიდებს, ერთგულ და საიმედო მეუღლედ იქცევა. უყვარს ბავშვები, ბავშვებსაც უყვართ იგი.

9. წყალი

4 ან 29 მარტი, 18 აპრილი, 8 ან 28 მაისი, 17 ივნისი, 7 ან 27 ივლისი, 16 აგვისტო, 5 ან 25 სექტემბერი, 15 ოქტომბერი, 4 ან 24 ნოემბერი, 14 დეკემბერი, 3 ან 23 იანვარი, 12 თებერვალი.

წყლის ნიშნის წარმომადგენელი, ჩვეულებრივ, ჰარმონიული, ბრძენი და აუჩქარებელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. თუმცა, ცოტა თუ ხვდება, რომ მისი ნიღბის უკან შეუპოვრობა და შრომისმოყვარეობა იმალება. ეს ადამიანი არაა მიჩვეული ბედისწერასა და იღბალზე დაყრდნობას,  ყველაფერს თავისით აღწევს. აგრეთვე, წყალი ინტელექტუალური და ნიჭიერია. ასეთ ადამიანს ვურჩევ, აირჩიოს ისეთი პროფესია, რომელიც უნარების მუდმივ განვითარებას მოითხოვს. ეს ადამიანი ურთიერთობისას თავის პარტნიორში იხსნება. თუმცა, სანაცვლოდ მოითხოვს ასეთივე სრულ პასუხს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სიყვარულში ბედნიერება და სიხარული იგრძნოს.

10. ძაღლი

5 ან 30 მარტი, 19 აპრილი, 18 ივნისი, 8 ან 28 ივლისი, 17 აგვისტო, 6 ან 26 სექტემბერი, 16 ოქტომბერი, 5 ან 25 ნოემბერი, 15 დეკემბერი, 4 ან 24 იანვარი, 13 თებერვალი.

ადამიანი, რომელიც ამ დღეებში დაიბადა, ნათელი და უჩვეულო ბუნებით გამოირჩევა, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და ვერ იტანს მარტოობას. იგი ძალიან გულწრფელია, თუმცა, ზედმეტი პირდაპირობით უნებურად სწყენს სხვას. კარიერაში ეს ნიშანი უნდა მოერიდოს რუტინასა და ერთფეროვნებას. ან, უკიდურეს შემთხვევაში, უნდა გახდეს ხელმძღვანელი, რათა მართოს და ასწავლოს, სამსახური კი თვითონ არ შეასრულოს. სიყვარული მისთვის სურპრიზი, საჩუქრები და ახალი შთაბეჭდილებებია. მართალია, ქორწინების შემდეგ ნაკლებად ემოციური ხდება, თუმცა ერთგული და მზრუნველი მეუღლეა.

11. მაიმუნი

6 ან 31 მარტი, 20 აპრილი, 10 ან 30 მაისი, 19 ივნისი, 9 ან 29 ივლისი, 18 აგვისტო, 7 ან 27 სექტემბერი, 17 ოქტომბერი, 6 ან 15 ნოემბერი, 16 დეკემბერი, 5 ან 25 იანვარი, 14 თებერვალი.

მაიმუნის ნიშნის წარმომადგენელი დაუჯერებლად მეგობრული, კომუნიკაბელური და არტისტულია. მას შეუძლია სხვა მის მხარეს გადმოიყვანოს, თავი მოაწონოს ყველას. მის გარშემო ყოველთვის უამრავი ადამიანია მზად, აივსოს მაიმუნის სიცოცხლისუნარიანობითა და ოპტიმიზმით. ასეთი ტემპერამენტით, ამ ნიშანს შეუძლია წარმატებული იყოს შოუ-ბიზნესში, მოდურ ან სავაჭრო სფეროში. სიყვარულში, ჩვეულებრივ, უმართლებს. ეს ნიშანი იშვიათად ცდება პარტნიორის არჩევაში და მზადაა, მხოლოდ მასთან იყოს, ვისაც იგი ძალიან უყვარს. აგრეთვე, ეს ადამიანი დიდ ოჯახზე ოცნებობს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქორწინება მთელი ცხოვრების განმავლობაში შეინარჩუნოს.

12. გზა

7 მარტი, 1 ან 21 აპრილი, 11 ან 31 მაისი, 20 ივნისი, 10 ან 30 ივლისი, 19 აგვისტო, 8 ან 28 სექტემბერი, 7 ან 27 ნოემბერი, 17 დეკემბერი, 6 ან 26 იანვარი, 15 თებერვალი.

გზის ნიშნის დროს დაბადებული ადამიანი გამოირჩევა ძალების მოკრების უნარითა და ორგანიზებულობით. მან კარგად იცის, რა უნდა ცხოვრებისგან, და მიჰყვება თავის გზად, არსად უხვევს. აგრეთვე, მტკიცედ იტანს ბედისწერის ნებისმიერ დარტყმას, არ ახასიათებს გაქვავება ან პანიკაში ჩავარდნა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ეს ადამიანი გულში შეიძლება უძლიერეს ემოციებს განიცდიდეს და ძალიან მგრძნობიარე იყოს. რაც შეეხება კარიერას – გზის ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ როგორც მთელი ცხოვრება ერთ პოზიციაზე მუშაობა და ძვირფას თანამშრომლად ქცევა, ასევე სოციალურ კიბეზე ასვლაც წამყვან ადგილამდე. აი, სიყვარულში კი, ხშირად, პარტნიორს ზედმეტად იდეალურად აღიქვამს.

13. სიმინდი

8 მარტი, 2 ან 22 აპრილი, 12 მაისი, 21 ივნისი, 11 ან 31 ივლისი, 20 აგვისტო, 9 ან 29 სექტემბერი, 19 ოქტომბერი, 8 ან 28 ნოემბერი, 18 დეკემბერი, 7 ან 27 იანვარი, 16 თებერვალი.

ადამიანი, რომელიც სამყაროს სიმინდის მფარველობის დროს მოევლინა, მიზანსწრაფი და ჯიუტიც კია. იგი მიზანს ხედავს, დაბრკოლებებს კი ვერ ამჩნევს. მას ბევრი ენერგია და ცხოვრებისეული ძალა აქვს, შეუსვენებლად მუშაობისთვის მზადაა. ხშირად, მას კარგად გამოსდის ზუსტი მეცნიერებები, მისგან კარგი იურისტი, ექიმი, მეცნიერი გამოდის. აგრეთვე, ამ ნიშნის წარმომადგენელი შეიძლება ნიჭიერი ხელმძღვანელი იყოს, რომელსაც უკან ბრბო მიჰყვება. აი, ყოფაცხოვრებაში კი საერთოდ უპრეტენზიოა. მეტიც, ურთიერთობის დაწყებისას რბილდება და დამთმობი ხდება. მას მზრუნველი და ერთგული პარტნიორი სჭირდება, რომელიც მზადაა, მისი რუხი უქმეები მკვეთრი ემოციებით აავსოს.

14. იაგუარი

9 მარტი, 3 ან 23 აპრილი, 13 მაისი, 1 ან 21 ივნისი, 12 ივლისი, 1 ან 20 აგვისტო, 10 ან 30 სექტემბერი, 20 ოქტომბერი, 9 ან 29 ნოემბერი, 19 დეკემბერი, 8 ან 28 იანვარი, 17 თებერვალი.

ამ ნიშნის წარმომადგენელი გამოირჩევა სიმამაცით, სიმტკიცითა და თავდაჯერებულობით. გარდა ამისა, მიუხედავად თავისი წარმომავლობისა, აქვს მაღალი ინტელექტი და უნარი, გავლენა მოახდინოს სხვა ადამიანების აზრებსა და გადაწყვეტილებაზე. იაგუარი თავის რეალიზებას ნებისმიერ პროფესიაში შეძლებს. მისთვის მთავარია, მუდმივად განვითარდეს და წინსვლა განაგრძოს. აი, ურთიერთობებში კი ეს ნიშანი შეიძლება უდარდელი და მერყევი იყოს. აგრეთვე, მისთვის დამახასიათებელია პარტნიორის დაქვემდებარება და გარკვეული საზღვრების დაწესება. თუმცა, შეყვარების შემდეგ, იგი საკმაოდ იცვლება: ხდება ერთგული, რბილი და დამყოლი.

15. არწივი

10 მარტი, 4 ან 24 აპრილი, 14 მაისი, 3 ან 23 ივნისი, 13 ივლისი, 2 ან 22 აგვისტო, 11 სექტემბერი, 1 ან 21 ოქტომბერი, 10 ან 30 ნოემბერი, 20 დეკემბერი, 9 ან 29 იანვარი, 18 თებერვალი.

არწივის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი კოლექტივის ლიდერია, მოსწონს სხვებზე ზეწოლა და ჭკუის სწავლება. ამასთან, თავად არაა მზად, ვინმეს გაუზიაროს თავისი გრძნობები, აგრეთვე, ტოვებს თავშეკავებული და ლოგიკური ადამიანის შთაბეჭდილებას, ყველაფერს წვრილმანებამდე რომ თვლის. თვისებების ასეთი ნაკრებით, ამ დღეებში დაბადებული ადამიანი თავს უკეთ გრძნობს ლიდერულ პოზიციაზე ან თავისუფალი ცურვისას. ურთიერთობებში იშვიათად იჩენს ღრმა გრძნობებს, ხშირად, პარტნიორი მას არა სიყვარულისთვის, არამედ თავისი წარმატებული ცხოვრების შესავსებად სჭირდება. ეს ადამიანები თავიანთ ცხოვრებას მართლად წარმატებულად აქცევენ: მათ ახასიათებთ სიმდიდრისა და კომფორტისადმი ლტოლვა.

16. სვავი

11 მარტი, 5 ან 25 აპრილი, 15 მაისი, 4 ან 24 ივნისი, 14 ივლისი, 3 ან 23 აგვისტო, 12 სექტემბერი, 2 ან 22 ოქტომბერი, 11 ნოემბერი, 1 ან 21 დეკემბერი, 10 ან 30 იანვარი, 19 თებერვალი.

ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან რთული ნატურით გამოირჩევიან. ერთი მხრივ, ისინი კეთილისმსურველები და კომუნიკაბელურები არიან, ხოლო მეორე მხრივ – განწყობაზე არიან დამოკიდებული და ზედმეტად პირდაპირები არიან. ამ ადამიანებისთვის ძალიან რთულია ემოციებისა და იმ აზრების გახმოვანებისგან თავის შეკავება, რომლებიც ამ მომენტში აწუხებთ. პროფესიის შერჩევისას, სვავი მხოლოდ თავის ინტუიციას ეყრდნობა. თუმცა, ხშირად, მისგან კარგი ბიზნესმენი გამოდის. აგრეთვე, შეუძლია შემოქმედებითი სპეციალობის არჩევაც. სიყვარულში ეს ნიშანი აფასებს დამოუკიდებლობასა და თანასწორობას.

17. მიწა

12 მარტი, 6 ან 26 აპრილი, 16 მაისი, 5 ან 25 ივნისი, 15 ივლისი, 4 ან 24 აგვისტო, 13 სექტემბერი, 2 ან 23 ოქტომბერი, 12 ნოემბერი, 2 ან 22 დეკემბერი, 11 ან 31 იანვარი, 20 თებერვალი.

მიწის ადამიანი ოპტიმიზმითა და მუდამ მხიარული განწყობით გამოირჩევა, ყოველთვის კეთილია სხვებისადმი და მზადაა, დაეხმაროს მათ. როგორც ჩანს, ამ ნიშნის წარმომადგენლებს იმედი არასდროს უცრუვდებათ და ცხოვრებას ნეგატიურ ემოციებს არ ახარჯავენ. იშვიათად თუ გაიგონებთ მისგან ცუდ სიტყვებს. აგრეთვე, მიწა უპირატესობას ანიჭებს ცხოვრების მოკრძალებულ სტილს, არაა კარიერისტი და იშვიათად ფიქრობს მომავალზე. ახალგაზრდობაში, ამ დროს დაბადებული ადამიანი უპირატესობას ანიჭებს ურთიერთობას მოვალეობების გარეშე, წლებთან ერთად კი ოჯახზე იწყებს ფიქრს და საკმაოდ მომთხოვნია ცხოვრების თანამგზავრის შერჩევისას.

18. კაჟი

13 მარტი, 7 ან 27 აპრილი, 6 ან 26 ივნისი, 16 ივლისი, 5 ან 25 აგვისტო, 14 სექტემბერი, 4 ან 24 ოქტომბერი, 13 ნოემბერი, 3 ან 23 დეკემბერი, 12 იანვარი, 1 ან 21 თებერვალი.

ამ დღეებში დაბადებულებს ძლიერი ხასიათი აქვთ. თავდაჯერება მათ არ აკლიათ, იციან, რა სურთ ცხოვრებისგან, არ უყვართ რჩევების თხოვნა და ისე იქცევიან, როგორც მოსწონთ. ახლობლებიც კი ვერ ახდენენ გავლენას მათ აზრზე, ვერაფრით გადაარწმუნებთ. ჩვეულებრივ, ამ ნიშნის წარმომადგენლებს არც ისე ბევრი მეგობარი ჰყავთ. სხვათა შორის, მათ თავადაც არ მოსწონთ მეგობრების წრეში მთავარ ადამიანად ყოფნა. კარიერაში, მისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და კომფორტი, რაც შეეხება პროფესიას, მისთვის ნებისმიერ სფერო შესაფერისია. თუმცა, იმისათვის, რომ ქორწინება გამყარდეს, ძალიან მშვიდი და თავშეკავებული პარტნიორი უნდა აირჩიოს.

19. გრიგალი

14 მარტი, 8 ან 28 აპრილი, 18 მაისი, 7 ან 27 ივნისი, 17 ივლისი, 6 ან 26 აგვისტო, 15 სექტემბერი, 5 ან 25 ოქტომბერი, 14 ნოემბერი, 4 ან 24 დეკემბერი, 13 იანვარი, 2 ან 22 თებერვალი.

გრიგალის დღეებში დაბადებული ადამიანი ძალიან მგრძნობიარე და მოწყვლადია. ხშირად, მოწყენილი ან საკუთარ თავში ჩაფლული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გრიგალი მკვეთრად რეაგირებს ნებისმიერ გარემოებაზე, მდგომარეობაზე, რომელიც ისე არ წარიმართა, როგორც მას სურდა. ასეთი ემოციურობით, მან უნდა აირჩიოს პროფესია, რომელიც მოითხოვს შემოქმედებით უნარებს ან, უკიდურეს შემთხვევაში, არ მოიცავს სტრესსა და შეჯიბრებას. სამაგიეროდ, სიყვარულში იგი გამოირჩევა აუტანლობითა და ძალაუფლებითაც კი. იგი ცდილობს, პარტნიორი დაიქვემდებაროს და აცხოვროს მხოლოდ თავისი წესებით.

20. მზე

15 მარტი, 9 ან 29 აპრილი, 19 მაისი, 8 ან 28 ივნისი, 18 ივლისი, 7 ან 27 აგვისტო, 16 სექტემბერი, 6 ან 26 ოქტომბერი, 15 ნოემბერი, 5 ან 25 დეკემბერი, 14 იანვარი, 3 ან 23 თებერვალი.

მზის ადამიანი სამეგობრო წრის გულია. იგი, როგორც არავინ სხვა, ნებისმიერ კოლექტივს ავსებს და კონფლიქტურ სიტუაციებში წვეტიან კუთხეებს არიდებს მას. გარდა ამისა, ბუნებამ იგი აქტიურობითა და კარგი ორგანიზატორული უნარით დააჯილდოვა. ამ ნიშნის წარმომადგენლები, ჩვეულებრივ, თავს კარგად გრძნობენ საქმიანობის იმ სფეროში, სადაც სხვებისთვის ბედნიერების მინიჭებაა საჭირო. აი, ურთიერთობებში კი ამ დღეებში დაბადებულებს საკმაოდ უჭირთ: სიყვარულში რთულად ინარჩუნებს საკუთარ “მე”-ს, პარტნიორში იღვრება და მისი ცხოვრებით ცხოვრობს. მტკიცე ოჯახისთვის, ამ ადამიანს სჭირდება ძლიერი ადამიანი, რომელიც მისი ემოციების მართვას შეძლებს.