თმის შეღებვის ტექნიკა „ეარ ტაჩი“. ამისთვის ხელფასის ნახევრის მიცემა არ დაგენანებათ

2210

ქალები სულ უფრო ნაკლებად იღებავენ თმას და ბუნებრიობას ირჩევენ. და მაინც, როცა სურთ გარეგნობაში ცვლილებები შეიტანონ, მაგრამ თმას დიდი ზიანი არ მიაყენონ, თმის მელირებას უპირატესობას ანიჭებენ. ცალკეული თმის კულულების შეღებვის ტექნიკა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში პოპულარული იყო. ბრიჯიტ ბარდო მოდური შეღებვის ერთ–ერთი პირველი მფლობელი იყო. მაშინ ეს ტექნიკა მხოლოდ გამოჩნდა, მოდური შეღებვის ფუფუნება კი ბევრს არ ჰქონდა. დღეს თითქმის ყველა სილამაზის სალონში ხელმისაწვდომია. 2020 წელს თმის მელირება გასული საუკუნის მელირებისგან არა მხოლოდ ძლიერ განსხვავდება, არამედ უამრავი მოდური ტექნიკა არსებობს, რომელსაც ოსტატი იყენებს.

თმის მელირება – 2020

უკვე რამდენიმე წელია პოპულარულია ომბრე, თმის მელირების ერთ–ერთი ვარიანტი. მელირება გარდასახვის ნაზი ვარიანტია. თმის ძირებს არ ეხება, უბრალოდ ცალკეულ თმის ნაწილებს ოდნავ აღიავებს. ომბრეს გარდა, არსებობს მელირების სხვა ვარიანტებიც: კალიფორნიული, ფრანგული, ამერიკული, შატუში. შეღებვის ყველა ეს სახეობა იდეალურად გამოიყურება, თუ ოსტატთან გაგიმართლათ. იმის მიუხედავად, რომ მელირება მარტივ პროცედურად გეჩვენებათ, სახლში სჯობს ექსპერიმენტები არ ჩაატაროთ.

გამაღიავებელი თმაზე აგრესიულად მოქმედებს და აზიანებს. დოზირება და შეღებვის ტექნიკა უნდა დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ხავერდოვან თმას დააზიანებთ და ბოლოს, სიტუაციას გამოსასწორებლად მაინც პარიკმახერთან გაქცევა მოგიწევთ. ეს კი უფრო რთული იქნება, ვიდრე თავიდანვე ხარისხიანი მელირების გაკეთება.

თუ გსურთ გარეგნობა კარდინალურად არ შეცვალოთ, უბრალოდ ლამაზი ბზინვარება მიანიჭოთ, ტექნიკა air touch გამოიყენეთ. ის კალიფორნიულ მელირებას ძალიან ჰგავს, სადაც კულულები ბუნებრივი ფერისგან ძლიერ არ განსხვავდება და გახუნებული კულულების ეფექტს ქმნის.

ტექნიკა air touch

შეღებვის ტექნიკა ნებისმიერი სიგრძის თმას უხდება. შესაღებად თმის კულულები ჰაერის ნაკადით ირჩევა, ხოლო გამოყენებული საღებავი თმას არ აზიანებს. შედეგს შეიძლება ხანგრძლივი ვუწოდოთ, რადგან სწორი მოვლის პირობებში ნატურალური ფერისკენ გარდამავალი ეფექტი აქვს. თუ ყოველ თვე სილამაზის სალონში წასვლა არ გსურთ, თმის გარდასახვის ეს ვარიანტი თქვენთვისაა.

ტექნიკა air touch-ის წყალობით თმა უფრო მოვლილი და ბზინვარე ჩანს, არაბუნებრიობის ეფექტი არ იქმნება. თმა ამ დროს ბუნებრივად გამოიყურება, მაგრამ სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. ოსტატი თმის შეღებვის შესახებ ღრმა ცოდნას უნდა ფლობდეს.

როგორ ხდება შეღებვა

პირველ რიგში, ოსტატი შესაფერის ფერს ირჩევს, რომ ბუნებრივი ბზინვარების ეფექტს მიაღწიოს. ამასთან არა მხოლოდ ფერის, არამედ თმის ტიპის, მისი მდგომარეობის და კლიენტის კანის ფერის გათვალისწინებაც ხდება.

შემდეგ შესაფერისი ინსტრუმენტები უნდა მოამზადოთ: საღებავი, ფენი, ფოლგა, ფუნჯები. შეღებვა მთელ სიგრძეზე ხდება. შეღებვის დროს მთელი სიგრძის გათვალისწინება ხდება. ეს აუცილებელია, რომ საღებავი თმებს შორის გადანაწილდეს. ეს ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია, რადგან შეღებვის საბოლოო შედეგს განსაზღვრავს.

ოსტატი მინიმუმ 1 სმ სისქის თმის კულულს იღებს. შეღებვამდე თმას ჯერ საფეთქლების არედან იღებს და ფენს უბერავს, რომ შესაღები თმა „ზედმეტი“ თმისგან გამოყოს.

თმის ქვეშ ფოლგას დებს, შემდეგ კულულს, ძირამდე 3-5 სმ–ს დატოვებით, საღებავს უსვამს. ოსტატი საღებავის გაჩერების დროს აკონტროლებს, ფოლგას ხსნის და თმაზე სავლებ კონდიციონერ უსვამს. შემდეგ ვარცხნილობა კეთდება.

აი, როგორ საინტერესოდ ხდება თმის მელირების მოდური პროცესი. სახლში მარტოს ასეთი ეფექტის მიღწევა პროფესიონალსაც გაუჭირდება. თუ თქვენთვის თმა ძვირფასია, მაგრამ შეღებვის ტექნიკა მოგეწონათ, ამის შესახებ თქვენს ოსტატს უამბეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს