სამწუხაროდ, ურთიერთობები ხშირად სრულდება გულის გატეხვით, ერთ-ერთი პარტნიორისთვის მაინც. თუმცა, ასეთი დასასრულის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ სწორ ადამიანს აირჩევთ. ჩვენს დღევანდელ ნაკრებში გაგაცნობთ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსაც სიყვარული არ შეუძლიათ. ფრთხილად იყავით!
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც სიყვარული არ შეუძლიათ
1. კირჩხიბი
კირჩხიბების უმეტესობას საერთოდ არ შეუძლია სიყვარული. სიმართლე რომ ვთქვათ, ისინი არც კი ცდილობენ, გამოსცადონ მუცელში პეპლების აფრენის შესანიშნავი შეგრძნება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ეძებენ პარტნიორს, რომელიც მას ოჯახის შესაქმნელად ყველაზე მეტად გამოადგება. ასეთ ადამიანთან ურთიერთობაში მკვეთრი ემოციები სწრაფად ქრება, რამდენადაც დაქორწინებიდან მალევე, კირჩხიბი პარტნიორს სულიერად შორდება. ამ ადამიანისგან რომანტიკასა და ნაზ გრძნობებს ვერ მიიღებთ, თუმცა, სტაბილურობა და ზრუნვა გარანტირებული გაქვთ.
2. მორიელი
მორიელი, თავის მხრივ, ძალიან ჩაკეტილი და უკმეხი ადამიანია. თუმცა, ეს მხოლოდ მანამ, სანამ არ მიხვდება, რომ თანამოსაუბრის ნდობა შეიძლება. მისთვის აუცილებელია ადამიანის უკეთ გაგება, სანამ მასთან გაიხსნება. მას საკუთარი თავის თავადაც არ ესმის ხოლმე. ამიტომ, ქორწინებაშიც კი, დროდადრო, შეიძლება მეუღლეს დაშორდეს თავის გრძნობებში გასარკვევად. ამ ნიშნის წარმომადგენლები რომ გიყვარდეთ, მომთმენი და ერთგული უნდა იყოთ.
3. მერწყული
ესაა ყველაზე თავისუფლებამოყვარული და დამოუკიდებელი ნიშანი. შესაბამისად, ასეთი ადამიანები ეძებენ მსუბუქ, ვალდებულებებისგან თავისუფალ ურთიერთობებს. ისინი, რა თქმა უნდა, სიყვარულს, ალერსსა და ზრუნვას გაჩუქებენ, თუმცა, დიდი ალბათობით, ამას მხოლოდ ერთი ქალისთვის არ გააკეთებენ. არა, ღალატი არ სჩვევიათ, უბრალოდ ძალიან მარტივად სწყინთ ყველაფერი. ერთი გადაბრუნებული სიტყვა და მერწყული გაგებას უკვე სხვა ქალის მკლავებში ეძებს. მას, აგრეთვე, სწრაფად ბეზრდება ურთიერთობა ერთ პარტნიორთან, ამიტომ ახალი ემოციებისა და შეგრძნებების საძებნელად გაემართება ხოლმე.
4. თხისრქა
ჩვეულებრივ, თხისრქა თავს მთლიანად თავის კარიერას უძღნის. ამიტომაც, სიყვარულისთვის დრო კატასტროფულად არ აქვს. ხშირად, მათი პარტნიორები თავს უსარგებლოდ და არასასურველად მიიჩნევენ. თხისრქები ხშირად ეფლობიან საქმეში თხემით ტერფამდე და გარესამყაროს შესახებ ივიწყებენ. ამიტომაც, ამ ნიშნის წარმომადგენლის სიყვარული არც ისეთი მარტივია. პარტნიორს მუდმივად უხდება, დააბრუნოს თხისრქა ამ სამყაროში და შეახსენოს, როგორ უნდა გამოავლინოს გრძნობები.
5. ტყუპები
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ტყუპები ყველაზე ხშირად ღალატობენ თავიანთ პარტნიორებს. მეტიც, ამ დროს დანაშაულის შეგრძნებაც კი არ აწუხებთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ეგოისტები და თავმოყვარეები არიან. და, თუ ვინმე მათი ურთიერთობის განადგურების მიზეზი ხდება, ჩვეულებრივ, ეს გოგო იქნება. საკუთარ თავზე დანაშაულს ტყუპები არასდროს აიღებენ.
რა თქმა უნდა, ხანდახან, ყველაზე ცუდი ასტროლოგიური ნიშანიც კი შეიძლება მოსიყვარულე და ერთგული იყოს. ჩვენ უბრალოდ გაგაცანით ასტროლოგების რჩევები იმის შესახებ, თუ რომელ ნიშნებთან უნდა იყოთ ფრთხილად, ურთიერთობის დაწყებამდე. ვინ იცის, იქნებ თქვენ სწორედ ის ხართ, ვინც ჩვენს დღევანდელ გმირებს ჭეშმარიტ სიყვარულს ასწავლის?