თუ ტერმინი “საპიოსექსუალი” გაშინებთ, გეტყვით, რომ მასში საშიში არაფერია. საპიოსექსუალი ეწოდება ადამიანს, რომელსაც მეორე ადამიანში ყველაზე მეტად მაღალი ინტელექტი იზიდავს. მათი “აგდება” რთულია ლამაზი ფიგურით, მომხიბლავი ღიმილით ან მატერიალური კეთილდღეობით. ისინი, უპირველეს ყოვლისა, აფასებენ ლოგიკასა და გონებამახვილობას, და მხოლოდ ეს თვისებები აჩქარებს მათ გულს. მაშ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს შორის ვხვდებით საპიოსექსუალებს ყველაზე ხშირად?
1. ქალწული
თუ ქალწულთან ურთიერთობას იწყებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ეს ნიშანი ძალიან ყურადღებით დაიწყებს თქვენს შესწავლას და დააკვირდება იმას, თუ როგორ აყალიბებთ საკუთარ აზრებსა და იდეებს, და როგორია თქვენი ფასეულობები ან, ზოგადად, მსოფლმხედველობა. არა, მენდელეევის ცხრილის დაზეპირება საჭირო არაა, თუ ქალწულთან შესახვედრად ემზადებით. უბრალოდ, იგი მაშინვე განსაზღვრავს თქვენი განათლებისა და ინტელექტის დონეს, მხოლოდ თქვენი ფრაზების მოსმენით. აგრეთვე, ამ ნიშანს არ უყვარს ტრაბახი და კომპლიმენტებს დიდად არ აფასებს. სამაგიეროდ, ქალწულს აუცილებლად მოეწონებით, თუ ცოდნისადმი თქვენს მისწრაფებას აჩვენებთ.
2. თხისრქა
შრომის- და ცოდნისმოყვარე თხისრქას ყოველთვის იზიდავს ახალი ცოდნა და უნარები. იგი ძალიან გონიერი, საღად მოაზროვნე ნიშანია, ვერ იტანს ამაო საუბარსა და ჭორაობას. იგი უკიდურესად მომთხოვნია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მის გარშემო ტრიალებენ. თუ თხისრქის გულის დაპყრობა გსურთ, თქვენი წვრილი წელით ან კუბოკრული მუცლით მას ვერ მოხიბლავთ. თავიდან, მას თქვენი მაღალი ინტელექტისა და განათლების შეგრძნება მოუნდება, ეცდება განსაზღვროს, თუ რამდენად ლოგიკურად და კრიტიკულად აზროვნებთ.
3. ტყუპები
ტყუპები გამოირჩევა ცოდნის სიყვარულითა და უნარით, ისაუბროს თითქმის ნებისმიერ თემაზე. შესაბამისად, თუ ამ ორსახა ნიშნის მოხიბლვა გსურთ. ეცადეთ, მოიმარაგოთ მრავალფეროვანი ინფორმაცია, რომლის განხილვასაც შეძლებთ. ტყუპები, როგორც არც ერთი სხვა ნიშანი, აფასებს შემეცნებით დისკუსიებს და მუდმივად ეძებს საინტერესო თანამოსაუბრეებს. აგრეთვე, ტყუპები ძალიან მეგობრულია და მაშინვე ირჩევს ღირსეულ გონებამახვილ კომპანიონებს თავისთვის, სამომავლო ინტელექტუალური შეჯიბრებისთვის.
4. მერწყული
ეს უკიდურესად ცოდნისმოყვარე ადამიანია, რომელიც ყოველთვის მიისწრაფვის, გაიგოს რაღაც ახალი. იგი აქტიურას იწოვს ცოდნას და გიჟდება ჭკვიანურ ბაასზე. მერწყული მხოლოდ მას შეხვდება, ვინც ასევე ფიქრობს. მას სწრაფად ბეზრდება ადამიანი, რომელიც ინტელექტით მასზე უფრო სუსტია. ამასთან, მერწყული არ მოერიდება თავისი რჩეულის დაპატიჟებას პაემანზე ისტორიულ მუზეუმში, დოკუმენტური ფილმების სანახავად ან წიგნების მაღაზიაში! მერწყულის გულის გასაღები განათლება, ნაკითხობა და ზრდისა და განვითარებისკენ მისწრაფებაა.