ჩვეულებრივ, დაბერენის პირველი ნიშნები ხელებზე ჩნდება. ეს მუდმივად მზეზე ყოფნის, კანიდან კოლაგენის თანდათანობითი კარგვის, ტონუსის დაკარგვისა და გაუწყლოების შედეგია.
წარმოგიდგენთ საშუალებას, რომელიც ხელს შეუშლის ხელების ნაადრევ დაბერებას.
ექიმი ჯორდანი, დერმატოლოგი ქალაქ კურიტიბადან(შტატი პარანა), გვიყვება სიბერის ხელებზე გავლენის აღკვეთისა და მინიმიზაციის საშუალებების შესახებ.
ექიმის თქმით, ხელებზე დაბერების ძირითადი ნიშნები მარტივად აღსაქმელია: ხალების, მუქი ლაქების, წვრილი ნაოჭებისა და სებორეული კერატოზის გაჩენა.
–“ხელების მზისგან დასაცავი ძირითადი საშუალებაა მზისგან დამცავი კრემების ან ხელთათმანების რეგულარული გამოყენება უი-სხივების წინააღმდეგ.” – ამბობს იგი.
ასევე, შესაძლებელია ხელებზე ნაოჭების გაჩენისთვის ხელის შეშლა, დერმოკოსმეტიკის რეგულარული გამოყენებით: “კრემები, რომლებიც შეიცავს რეტინოიდულ მჟავას, C ან E ვიტამინსა და ჰიალურონის მჟავას”.
გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, რათა ხელებზე ასაკობრივი ცვლილებები მინიმუმამდე დაიყვანოთ:
- მუქი ლაქებისთვის: ინტენსიური იმპულსური სინათლე – მკურნალობის საუკეთესო ვარიანტია. სეანსები უზრუნველყოფს გათეთრებას, ასევე, აუმჯობესებს კანის ხარისხს.
- წვრილი ნაოჭებისთვის: ქიმიური ან ლაზერული სკრაბების გამოყენება განაახლებს კანის ზედაპირულ ფენებს და ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას, შედეგად, უმჯობესდება საერთო იერი.
- კანის გასამყარებლად, ჩამოწელვის წინააღმდეგ: ჰიალურონის მჟავით შევსება აღადგენს ხელების ბუნებრივ მოცულობას, ამცირებს გამოფიტულ იერსა და ვენების ხილვადობას.