დრაცენა მუდმივად მიხმებოდა, სანამ მისი მორწყვის წესები არ მასწავლეს

6055

სახლში დაბრუნებისას, ყოველთვის ვტკბები ჩემი პირველი სართულის მეზობლის მცენარეებით. მას ნამდვილი ფლორარიუმი აქვს, რომელიც ლამაზი, ჯანმრთელი და აყვავებული მცენარეებისგან შედგება. მე კი ვერაფრით ვუმკლავდები ჩემს ერთადერთ დრაცენას. იგი ხან ჭკნება, ხან ავადმყოფობს, ხან უბრალოდ ცუდად გამოიყურება. მე ვერ ავიტანე, გამბედაობა მოვიკრიბე, ავიღე სპეციალურად ამისთვის გამომცხვარი ნამცვარი და გავეშურა მეზობელთან. იმ ბინის მფლობელი საყვარელი ბებია აღმოჩნდა, რომელმაც მასწავლა, როგორ მომერწყო დრაცენა სწორად, მცენარეს თავი კარგად რომ ეგრძნო.

აღმოჩნდა, რომ დრაცენა პრეტენზიული მცენარე არაა, თუმცა, მის მოვლასაც აქვს განსაკუთრებული ნიუანსები. ძირითადად, იგი უკავშირდება მორწყვას, რამდენადაც მცენარე შორეული სარტყლიდანაა. ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვუარო მას სწორად. ვგრძნობ, მალე მეორესაც ვიყიდი.

თბილი წყალი

რთული არაა იმის მიხვედრა, რომ დრაცენა ჩვენთან თბილი ქვეყნებიდან მოვიდა. იგი ხომ ტყუილად არ ჰგავს პალმას. მისი სამშობლო აფრიკაა. სწორედ ამიტომ, მცენარე ვერ იტანს ცივ წყალს. აუცილებლად დააყენეთ წყალი ოთახის ტემპერატურამდე, სანამ დრაცენას მორწყავდეთ.

დაყენებული წყალი

დრაცენას, როგორც ოთახის სხვა ყვავილების მორწყვა არ შეიძლება ონკანის წყლით. ქლორი და სხვა მინარევები მცენარეს არაფერში გამოადგება. უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ რამდენიმე საათით დაყენებულ წყალს, მავნე ელემენტები რომ აორთქლდეს. სხვათა შორის, არ ღირს დრაცენას მორწყვა გადადუღებული წყლითაც.

ზომიერი რწყვა

დრაცენა უპრეტენზიო მცენარეა, თუ საუბარი მორწყვას ეხება. მას არ სჭირდება ხშირი და უხვი რწყვა. ქოთანში სითხის დაგროვებას შეუძლია მცენარის დაჭკნობა ან სოკოვანი დაავადებები გამოიწვიოს. როგორ მივხვდეთ, სჭირდება თუ არა მცენარეს მორწყვა? თუ მიწის ზედა ფენა უკვე გამოშრა, შეგიძლიათ, მცენარე ცოტათი მორწყოთ. არ დაგავიწყდეთ კარგი დრენაჟიც.

არავითარი გვალვა

არ იფიქროთ, რომ დრაცენას მორწყვის დავიწყება შეიძლება, რახან მას არ უყვარს ზედმეტი ტენიანობა. რა თქმა უნდა, მცირე შრობას მცენარე აიტანს, თუმცა, ეს მისთვის დიდი სტრესია. თუ ხედავთ, რომ მცენარეს ფოთლები სცვივა, გადახედეთ მორწყვის რეჟიმს.

შეშხეფება

აუცილებლად შეაშხეფეთ დრაცენას ფოთლებს წყალი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სახლში გათბობას ჩართავთ. მცენარეს არც მშრალი ჰაერი უყვარს. უმჯობესია, ეს პროცედურა ყოველ საღამოს ჩაატაროთ, როცა დრაცენა თვალს ჯანსაღი იერით ახარებს.

სხვათა შორის, დრაცენა იმ მცენარეთა რიგს მიეკუთვნება, რომლებიც მზის სხივების გარეშეც მშვენივრად ცხოვრობენ. დიახ, უცნაურია, რამდენადაც იგი წარმოშობით აფრიკიდანაა. თუმცა, მისთვის მთავარი მორწყვაა. მისი დადგმა შეიძლება თუნდაც დერეფანში, სადაც მზის სხივები საერთოდ არ ხვდება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს