პომიდვრის დარგვა ზამთრის პირას: 2 ეფექტური გზა

1295

პომიდვრებისადმი ჩემი ლტოლვა ბავშვობაში გამოვლინდა. მუდმივად ვარჩევდი სალათიდან ამ უგემრიელესი ბოსტნეულის ნაჭრებს, რის გამოც დედაჩემი მიბრაზდებოდა ხოლმე. წლებთან ერთად, ეს სიყვარული გატაცებად მექცა. ახლა მე თვითონ მომყავს ბოსტნეული ბაღში. მოსავალსაც ყველაზე ადრე ვიღებთ, რამდენადაც პომიდვრის შემოდგომაზე დარგვა წარმატებული იდეა გამოდგა.

ჩემს პატარა სათბურში ზამთრის მოსავალს განსაკუთრებული ადგილი დავუთმე. ჩემი ფანჯრის რაფები ახალგაზრდა მორჩებით სავსე არაა. დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით კი, მცენარის თესლი დაავადებებისადმი უფრო მედეგი ხდება. ზამთარში პომიდვრის დარგვის ორი გზა არსებობს. ახლა მე ორივე მათგანს გაგაცნობთ.

პომიდვრის დარგვა სათბურში

დათესვა

მე უკვე რამდენიმე წელია, რაც საყვარელი სახეობიდან ამოკრეფილ და გამოშრობილ თესლს ვიყენებ. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იგი. მთავარია, ხარისხიანი პროდუქტი იყოს. არ დაგავიწყდეთ თესლის დეზინფექციაც კალიუმის პერმარგანატის ხსნარში (1 გ 100 მლ წყალზე), 30 წუთით. შემდეგ გარეცხეთ და გააშრეთ.

სათბურში ამოთხარეთ მცირე თხრილები, დაახლ. 1-2 სმ სიღრმის. მჭიდროდ დათესეთ თესლი და მოაყარეთ ნიადაგის ორსანტიმეტრიანი ფენა. ზემოდან დაფარეთ ნაძვის წიწვებით.

ასეთი მცენარის ამტანობა რამდენჯერმე იზრდება. მოსავალი კი ყოველთვის კარგია, მაყოფი მსხვილი და გემრიელი. თუმცა, ნუ გექნებათ მორჩების გარდაუვალი ამოსვლის იმედი. მცენარე კონებად ამოვა, მხოლოდ ყველაზე ძლიერი ბუჩქები გაიზრდება.

მთლიანი ნაყოფის დარგვა

მეორე საშუალება, პირველისგან, მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ თესლის ნაცვლად საღ ნაყოფს ვრგავთ. დროთა განმავლობაში, რბილობი დალპება და თესლს დამატებით მკვებავ ნივთიერებებს მისცემს.

გაზაფხულის მოსვლასთან ერთად, აკრიფეთ ნაძვის წიწვები. როგორც ჩვეულებრივი დათესვის შემთხვევაში, ნაყოფიდან ამოცენებული მცენარეები დიდი გამძლეობით გამოირჩევა დაავადებებისა და კლიმატის წინაშე.

ორივე მეთოდი პომიდვრის ადრეულ მოსავალს იძლევა. ასეთი მცენარეები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ფანჯრის რაფაზე დარგული ნერგები. თუ სათბური გაქვთ, აუცილებლად გამოიყენეთ ეს მეთოდი. მოგვიყევით, რომელი მეთოდი მოგწონთ უფრო მეტად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს