რატომ იზრდიან გრძელ თმას ქალები 40 წლის შემდეგ

1502

თუ თმაზე ექსპერიმენტების ჩატარება არ გაშინებთ, ალბათ მოკლე ვარცხნილობა გიცდიათ. პიქსი, ფრანგული ბობი, კარე ან სესონი, უამრავი ვარიანტი არსებობს! თუმცა მოკლე ვარცხნილობის დიდ მოყვარულებსაც ზოგჯერ გრძელი თმის დაბრუნება სურთ. მაშინ ჩნდება კითხვა, როგორ გავიზარდოთ მოკლე თმა და შუა გზაზე არ გავგიჟდეთ! დღეს „პაპარაცი“ სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.

როგორ გავიზარდოთ მოკლე თმა

მოკლე თმის გაზრდის პროცესში ფსიქოლოგიური ასპექტი დიდ მნიშვნელობას ასრულებს. „როგორ განვეწყოთ და რისთვის ვიყოთ მზად?“ – ტიპიური კითხვებია, რომლებზეც პასუხი წინასწარ უნდა იცოდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ვერ მოითმინოთ და თმა კვლავ შეიჭრათ, რომ ლოდინით არ დაიტანჯოთ.

პირველ რიგში, მიზანი დაისახეთ და მარტივ კითხვას პასუხი გაეცით. რისთვის გსურთ მოკლე თმის გაზრდა? უნდა წარმოიდგინოთ, თუ როგორი შედეგის დანახვა გსურთ. შესაძლოა, მსგავსი ვარცხნილობა უკვე გქონდათ და შესაფერისი ფოტოს პოვნა შეგიძლიათ. იქნებ ინტერნეტში ნაპოვნი ფოტო საკმარისი იყოს. ნებისმიერი ოცნების ვიზუალიზაცია მის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

მეორეც, გაარკვიეთ მზად ხართ თუ არა გარდამავალ სიგრძეს შეეგუოთ. გაზრდილი მოკლე თმა ხშირად უწესრიგოდ გამოიყურება და ისე არ ივარცხნება, როგორც გვსურს. ეს ნორმალურია. ეს პერიოდი უნდა გადალახოთ. თუმცა ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია. გასაკვირი არაა, რომ ბევრი გოგო ყველაფერს შუა გზაზე ტოვებს და თმას ხელახლა იჭრის.

თუ თმის გაზრდიდან რამდენიმე თვეში მიხვდით რომ ჯერ მზად არ ხართ, ნორმალურია. თავი არ დაიტანჯოთ და საქმის ბოლომდე მიყვანა არ აიძულოთ. ყველაფერი ინდივიდუალურია და მხოლოდ თქვენს შინაგან შეგრძნებებზეა დამოკიდებული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელმაც შეიძლება დაგაეჭვოთ – ხალხის აზრი. ჩვენ სხვადასხვა ხალხი გვხვდება: ზოგი რჩევების გაცემას იწყებს, ზოგს უბრალოდ საკუთარი აზრის გამოთქმა სურს. სწორედ ამიტომ, სხვებთან ურთიერთობისას პირადი საზღვრები დააწესეთ.

რა დაგეხმარებათ თმის გაზრდაში

მზარდი თმის დავარცხნაში ტექსტურირებული სტაილინგის საშუალებები დაგეხმარებათ. მაგალითად, პასტა, თიხა, ცვილი ან გელი. ამ პროდუქტების დახმარებით თმას სასურველ ფორმას მისცემთ.

გარდა ამისა, ზრდის დროს შეგიძლიათ თმის ფორმა შეისწოროთ. ოღონდ სტილისტები ამის გაკეთებას მხოლოდ კეფაზე გირჩევენ. სწორედ ამ ნაწილში გაზრდილი თმა უფრო შესამჩნევია და ყოველთვის ლამაზად არ გამოიყურება.

თმის ზრდის სიჩქარე

გახსოვდეთ, რომ თმის ზრდის პერიოდი სწრაფად არ ჩაივლის. 6-7 თვის შემდეგ გაყოფილი ბოლოების მოჭრა ზედმეტი არ იქნება. ამ დროში არც თუ ისე კარგ მდგომარეობაში იქნება. შემდეგ შეგიძლიათ თმის ზრდა გააგრძელოთ.

საშუალოდ 1 თვეში თმა შეიძლება 1-1,5 სმ სიგრძეზე გაიზარდოს. სწორედ ამიტომ, მარტივად შეგიძლიათ გამოთვალოთ, თუ რამდენ თვეში მიაღწევთ სასურველ შედეგს. გახსოვდეთ, თმის ზრდის სიჩქარე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ნერვიულობა არ შეიძლება. მეორეც, სწორი კვება და ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

რაციონში აუცილებლად ჩართეთ ცილები, ცხიმები, B, D3 ჯგუფის ვიტამინები, რკინა, ფოსფორი, თუთია და მაგნიუმი. კვების პროდუქტებიდან ყურადღება მიაქციეთ ზღვის თევზს, ავოკადოს, კაკალს და თესლს, ასევე არარაფინირებულ მცენარეულ ზეთს.

სტილისტები გირჩევენ, თავი ხშირად დაიმასაჟოთ. ასე თმის ფოლიკულებში სისხლის ნაკადს გაზრდით. პროცედურა ძალიან სასიამოვნო და სარელაქსაციოა! სწორედ ისაა, რაც ძილის წინ გვჭირდება!

თმის შეღებვა

თმის შეღებვა ან გაღიავება თმის ზრდის პროცესს შეანელებს. საქმე მათ მუდმივ დაზიანებაშია. თუ ზრდის პერიოდში თმის შეღებვა გსურთ, კარგ სტილისტს მიმართეთ. თუ ინიციატივას საკუთარ ხელში აიღებთ, შედეგად თმა შეიძლება უსწორმასწოროდ შეიღებოთ.

ვიმედოვნებთ, ეს რჩევები მოკლე თმის უპრობლემოდ გაზრდაში დაგეხმარებათ. ოცნების ვარცხნილობა შორს არაა! მთავარია – მოთმინება მოიკრიფოთ და თმის და თავის კანის მდგომარეობაზე იზრუნოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ორგანიზმი კომპლექსურად მუშაობს. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთი თავის მოვლის საშუალება საკმარისი არ იქნება! საკუთარ თავს იზრუნეთ!

მოკლე თმა გაგიზრდიათ? როგორ გააკეთეთ და რამდენ დროში გაგეზარდათ? თქვენს კომენტარებს მოუთმენლად ველოდები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს