თუ საბჭოთა კავშირის პერიოდში დაიბადეთ, ალბათ იცით, რას წარმოადგენს ამოსოვის პასტა. ის დიდი ხანია ცნობილია, როგორც იმუნიტეტის გამაძლიერებელი ეფექტური ხალხური საშუალება. ამ „ვიტამინების ბომბის“ ავტორი ქირურგი ნიკოლოზ ამოსოვია. ის პაციენტებს სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად ჩირების და თაფლის ნარევის მიღებას ურჩევდა.
ახლა იმუნიტეტის ზრდის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია. სწორედ ამიტომ, „პაპარაცი“ შეგახსენებთ, როგორ უნდა მოამზადოთ საიმედო, ძალიან გემრიელი და წარმოუდგენლად სასარგელო ჯანსაღი საშუალება რამდენიმე წუთში.
ამოსოვის პასტა
ტკბილეული ყველას სჭირდება: როგორც ავადმყოფობის დროს, ასევე პროფილაქტიკის მიზნით. საქმე იმაშია, რომ ამოსოვის პასტა გულის მუშაობას მხარს უჭერს, სურდოსგან გვიცავს და ძილს აუმჯობესებს. სია შეგვიძლია უსასრულოდ გავაგრძელოთ, მაგრამ უკვე გასაგებია, რომ ასეთი ვიტამინებით მდიდარი ქილა სახლში ყველას უნდა ჰქონდეს. როგორ მოვამზადოთ ამოსოვის პასტა?
ინგრედიენტები:
- 150 გრ გარგარის ჩირი
- 200-250 გრ ლიმონი
- 150 გრ ქიშმიში
- 150 გრ ფინიკი
- 200-250 გრ თაფლი
- 150 გრ ლეღვის ჩირი
- 150 გრ ნიგოზი
მომზადება:
1. პირველ რიგში, ინგრედიენტების მომზადების შესახებ რამდენიმე დეტალი უნდა იცოდეთ. ჩირების არჩევის დროს ყველაზე ლამაზი და ბზინვარე არ შეარჩიოთ. ასეთი ჩირი სპეციალური ქიმიური საშუალებებით არის დამუშავებული.
თუ უკვე ასეთი ჩირი შეიძინეთ, წინასწარ 20-30 წუთით წყალში ჩაალბეთ. ამ შემთხვევაში ეს მისასალმებელი არაა. გლუვი, კარგი ჩირიც 5-7 წუთით ოდნავ თბილ წყალში ჩაალბეთ და შემდეგ პირსახოცით გაამშრალეთ. ფინიკს ჩალბობა არ სჭირდება, საკმარისია გამდინარე წყალში სწრაფად გარეცხოთ. შემდეგ პირსახოცით გაამშრალეთ და კურკები მოაშორეთ.
2. ამ მანიპულაციების ჩატარების შემდეგ ლიმონი გარეცხეთ, მცირე ნაჭრებათ დაჭერით და კურკები მოაშორეთ.
3. ნიგოზი კარგად გადაარჩიეთ, რომ ნაჭუჭები და ტიხრები არ შეგყვეთ.
4. მზა ინგრედიენტები ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ.
5. დაქუცმაცებულ ერთგვაროვან ნარევს თაფლი დაუმატეთ. თუ თაფლი უკვე დაშაქრულია, უბრალოდ წყლის ორთქლზე გაადნეთ. ეს ფრთხილად და აუჩქარებლად უნდა გააკეთოთ, რომ თაფლი 40 გრადუსზე მეტად არ გაცხელდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში თავის სასარგებლო თვისებებს დაკარგავს და საზიანო გახდება.
6. ყველაფერი კარგად აურიეთ და სუფთა, მშრალ ქილებში გადაანაწილეთ. ზოგი გირჩევთ, რომ ყოველი შემთხვევისთვის ქილები გაასტერილუროთ. მზადაა! ამოსოვის პასტა მაცივარში თავდახურულ ჭურჭელში უნდა შეინახოთ. საკმარისია, 1 ჩ/კ ამოსოვის პასტა დღეში 2–ჯერ მიიღოთ.
ამოსოვის პასტა საკმაოდ ბიუჯეტური, მაგრამ წარმოუდგენლად სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელი პროდუქტია. რამდენიმე ქილა ვიტამინების ნარევი სწრაფად მოამზადეთ, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების განწყობა უზრუნველყოთ. ძლიერ ჯანმრთელობას გისურვებთ!