წარმავალი ახალგაზრდობა ბევრს აშინებს. ზოგი კოსმეტოლოგთან დადის, ზოგიც სავარჯიშო დარბაზში, ზოგი კი კვებას და დღის რეჟიმს მთლიანად ცვლის. ყველაფერს აკეთებენ, რომ სიბერე შეაფერხონ.
ამასთან ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ დაბერების სიჩქარეა არა მხოლოდ თავის მოვლაზე, ვარჯიშსა და სწორ კვებაზე არის დამოკიდებული. თუ სპეციალისტებს დავუჯერებთ, ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშანი სხვებზე უფრო ნელა ბერდება. „პაპარაცი“ დაინტერესდა, თუ როგორ შეიძლება ამ კანონზომიერების ახსნა.
წარმავალი ახალგაზრდობა
ვისთვის ნელდება დრო? ვინ არის იღბლიანი? ვინ ახერხებს ლამაზი გარეგნობით თანატოლების გაოცებას? მოდით, ეს ზოდიაქოს ნიშნები გავიცნოთ.
თხის რქა
თხის რქა წლების მატებასთან ერთად ოპტიმიზმს არ კარგავს. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ყოველთვის ენერგიით სავსეა. მაშინაც კი, თუ სინამდვილეში დილით ლოგინში ნებივრობაზე გიჟდება.
სხვები თხის რქას ძლიერ, შეუპოვარ ადამიანად აღიქვამენ, მაგრამ სინამდვილეში უფრო მგრძნობიარე და ემოციურია. უცნაურია, რომ მუდმივი განცდები მის გარეგნობაზე ცუდად არ აისახება.
ახალგაზრდობაში განმარტოება და საკუთარ თავში ჩაღრმავება ახასიათებს, ხშირად ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. 30 წლისას თითქოსდა იფურჩქნება, სრულად ცხოვრებას იწყებს, თავდაჯერებულობას ასხივებს. წლების მატებასთან ერთად კარგ გემოვნებას იძენს, რაც საშუალებას აძლევს სოლიდურ ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურებოდეს.
მშვილდოსანი
აი, მშვილდოსანი გართობასა და მოგზაურობაზე გიჟდება. ეს მისთვის ენერგიის და ახალგაზრდობის წყარო ხდება. შეგიძლიათ უსასრულოდ ეჩხუბოთ არასერიოზულობის და ბავშვურობის გამო, დიდი ბავშვი უწოდოთ, მაგრამ ეს მასზე გავლენას არ მოახდენს.
ჩვეულებრივ, მშვილდოსნის სახე ნაოჭებით მხოლოდ ღიმილისგან იფარება. სოლიდურ ასაკშიც სულის მხნეობას ინარჩუნებს. ცდილობს წლის ნებისმიერ დროს ყოჩაღად იყოს, ამიტომ გვერდიდან კარგად გამოიყურება.
მორიელი
ამ იდუმალებით მოცულ ხალხს წარმოუდგენელი შურის გამო ბოროტებად ან მზაკვრებად მიიჩნევენ. მორიელი ისე აშკარად არ ბერდება, როგორც სხვა ზოდიაქოს ნიშნები, რაც ბევრში უკმაყოფილებას იწვევს.
საქმე იმაშია, რომ მორიელი ძალიან მგრძნობიარე არაა და ნამდვილ ემოციებს იშვიათად გამოხატავს. შედეგად, სახეზე ნაოჭები ღრმა სიბერემდე არ ჩნდება. თუ ასეთ ადამიანს წლების შემდეგ შეხვდებით, მისი ჯანსაღი იერით გაოცებული დარჩებით.
აი, „ახალგაზრდა“ ზოდიაქოს ნიშნების სამეული. როგორც ხედავთ, სიბერის შეფერხების უნარი სამყაროსთან და საკუთარ თავთან დამოკიდებულებით აიხსნება. სწორედ ამიტომ, ასტროლოგების დასკვნა არც ისე გასაკვირია. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?