დღეს ჩვენს მკითხველებს ვუამბობთ, თუ როგორი კარმა აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს. ბრძენი ასტროლოგები მთელ თავიანთ ცოდვას გვიზიარებენ.
ზოდიაქოს ნიშნების კარმა
1. ვერძი
ვერძს ძალიან ახალგაზრდა და სუფთა კარმა აქვს. ეს ცხოვრება მისი ერთ-ერთი პირველი ინკარნაციაა. ყველაზე ხშირად, ვერძები სამშობლოს მამაცი დამცველები, ჯარისკაცები-მხედართმთავრები იყვნენ წინა ცხოვრებაში. ბედისწერის შესამსუბუქებლად, ამ ნიშანმა უნდა იბრძოლოს სამართლიანობისა და ჭარბი ჰეროიზმის უზენაეს გრძნობასთან ერთად.
2. კურო
კურო კი წინა ცხოვრებაში ეშმაკი და მოხერხებული იიყო. გასულ ცხოვრებებში მტერს გონებამახვილობითა და ქარიზმით ამარცხებდა. ამ ცხოვრებაში პასუხს აგებენ იმ წყენაზე, რომელიც უდანაშაულო სულებს მიაყენა. კუროს მთავარი კარმული მისიაა ემპათიისა და შეუპოვრობის სწავლა.
3. ტყუპები
გასულ ბედისწერებში ამ ნიშნის წარმომადგენლებს ურთიერთობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. ხშირად, ეს მემკვიდრეობით გადადის შემდეგ ცხოვრებებშიც. ასე, რომ ასეთ ადამიანებს შეხვდებათ რთული ხასიათის მქონე პარტნიორები, რათა მათ დათმობა და შეგუება ასწავლონ.
4. კირჩხიბი
კირჩხიბს გასულ ცხოვრებაში არაერთხელ შეუცოდავს, ამიტომ, სწორედ ახლაა ზღვევინების დრო. იგი უნდა იყოს კეთილი, რესურსების ნაწილი უნდა მიმართოს ქველმოქმედებისკენ და დაამტკიცოს, რომ აღიარებს შეცდომებს და მზადაა შესაცვლელად.
5. ლომი
ლომის კარმული მისიაა ისწავლოს გულწრფელად სიყვარული. იგი უნდა სეხვდეს თავის ადამიანს, რათა ერთი მთლიანი გახდეს და შექმნას მტკიცე ოჯახი.
6. ქალწული
ქალწული გასულ ცხოვრებებში ერთგული მეუღლე და საიმედო მეგობარი იყო. ამიტომ, ამ ცხოვრებაში მას მხოლოდ ჯილდო ელოდება: ერთგული მეგობრები, მოსიყვარულე პარტნიორი და კარიერული წარმატება.
7. სასწორი
წარსულში, იგი მართავდა ხალხს და შეეძლო მსოფლიო დონის კონფლიქტების მოგვარება. თუმცა, იმ უზარმაზარი ძალის გამო, რომელიც მას კოსმოსმა უბოძა, თავს მარტო გრძნობდა. ამ ცხოვრებაში, სასწორმა მეტი დრო უნდა დაუთმოს ადამიანებთან ურთიერთობას და ისწავლოს გახსნილობა, ემოციების გამოვლინება.
8. მორიელი
მორიელს კი, ყველა განვლილი ცხოვრების განმავლობაში, საკმარისი ვალი დაუგროვდა ახლობლების წინაშე. ამიტომ, ახლა მან თავისი კარმა უნდა გამოასწოროს, ოჯახთან კავშირი დაამყაროს.
9. მშვილდოსანი
ამ ცხოვრებამდე, იგი ბოროტმოქმედი და უსინდისო ადამიანი იყო. თუ უნდა, რომ ბედისწერამ ბედნიერება მოუტანოს, უნდა დაამარცხოს სიამაყე, ეგოიზმი და ეშმაკობა.
10. თხისრქა
თხისრქა ადამიანებს არჩენდა, ექიმი იყო, თუმცა, ავიწყდებოდა საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. დაავადებებმა მას უნდა ასწავლოს ჯერ საკუთარ თავზე ზრუნვა და მხოლოდ შემდეგ – დანარჩენებზე.
11. მერყული
გასულ ცხოვრებაში, იგი მეცნიერებით იყო დაინტერესებული. ადრე ძალიან მგრძნობიარე და მოწყვლადი, თუმცა, ამავდროულად, უჩვეულოდ ჭკვიანი და გამჭრიახი ადამიანის ახლანდელი კარმული მისიაა კაცობრიობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა.
12. თევზები
ყოველთვის ახლოს იყო ბუნებასთან. ასტროლოგები მას ურჩევს, არ დაავიწყდეს თავისი დანიშნულება – დაეხმაროს ცხოველებს. შეუძლია, ცხოვრელი თავშესაფრიდან აიყვანოს და აჩუქოს მას ოჯახი, ან ვეტერინარი გახდეს.
იმედია, დღევანდელი სტატია თქვენთვის არამხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლოც იყოს. ყველას სუფთა კარმასა და ბედნიერ ბედისწერას გისურვებთ!