3 მიზეზი, რატომ არ ხდება ჰოროსკოპები. როგორ გავიგოთ ზუსტი ჰოროსკოპი

1599

ჰოროსკოპი ასტროლოგიური პროგნოზია, რომელიც ადამიანის დაბადების ნატალურ სქემას ეყრდნობა. მისი დახმარებით შეგიძლიათ მომავალი წინასწარ განსაზღვროთ, სწორი გადაწყვეტილების და წინსვლისთვის რჩევები მიიღოთ.

ბევრი ადამიანი თავის ჰოროსკოპს ვებგვერდებზე, ჟურნალებში ან მობილურ აპლიკაციებში კითხულობს. ასეთი ასტროლოგიური პროგნოზით მათ მომავალში ჩახედვა, ცხოვრების გაუმჯობესება და პრობლემების თავიდან აცილება სურთ. ეს შესაძლებელია? დიახ! ყველა ჰოროსკოპი ზუსტია? არა! რომელი ჰოროსკოპი ავირჩიოთ, რომ ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზი გავიგოთ? ერთ–ერთი ყველაზე ზუსტ პროგნოზი დაბადების სრულ თარიღს ეყრდნობა.

პროგნოზირების უამრავი სისტემა არსებობს, რომლებიც როგორც კონკრეტული ადამიანის, ასევე ქვეყნის ან მოვლენის პროგნოზისთვის გამოიყენება. ზოგიერთ სისტემას ასწლიანი პრაქტიკული გამოყენება აქვს. ყველაზე ცნობილი და პოპულარულია – დასავლეთის კლასიკური ასტროლოგია და ჩინური ასტროლოგია. მათი პრინციპები ჰოროსკოპის შედგენის მსგავსია. ისინი უბრალო ინტერპრეტაციას არ იყენებენ, არამედ პლანეტების (დასავლეთი) და ცის ენერგიების (ჩინური) მდებარეობით სპეციალურ გათვლებს აკეთებენ.

მიღებულია, რომ დაბადების მომენტში ადამიანზე უნიკალური ენერგიები და პლანეტების განლაგება მოქმედებს, რომლებიც ნატალურ რუქას, ანუ ბედს ქმნიან. ამას შეიძლება საწყისი ბედიც ვუწოდოთ, რომელიც მთელი ცხოვრება მოქმედებს. ის ადამიანის ძლიერ და სუსტ მხარეებს, პოტენციალს, წარმატებულ და ნაკლებად წარმატებულ სფეროებს, ჯანმრთელობას, ფინანსურ მდგომარეობას და ა.შ. განსაზღვრავს.

მაგრამ სამყაროში ენერგია არა სტატიკური, არამედ დინამიურია. ყოველი ახალი წელი, თვე ან დღე ახალ ენერგიას და პლანეტების მდგომარეობას მოგიტანთ, რაც ნატალურ რუქაზე + ან – ნიშნების ენერგიებზე გავლენას იქონიებენ. სწორედ ეს განსაზღვრას ადამიანის ჰოროსკოპს კონკრეტული წლის, თვის და დღის მიხედვით. გახსოვდეთ, წლის ენერგია უფრო ძლიერია, ვიდრე თვის და დღის. სწორედ ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანია წლის პროგნოზი, შემდეგ თვის და დღის.

ამ ინფორმაციის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის იქმნება როგორც კარგი, ასევე ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდი. უნდა გახსოვდეთ, რომ მიღებული ინფორმაციით შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ, თუ საით ღირს სვლა. ზუსტი ასტროლოგიური პროგნოზი სწორედ ასეთ ინფორმაციას უნდა გაწვდიდეთ. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ბევრი ადამიანი ჰოროსკოპის სიზუსტით უკმაყოფილო რჩება.

რა მიზეზებით არ ხდება ჰოროსკოპის პროგნოზი?

№1 ყველაზე გავრცელებული მიზეზი – არასწორი ასტროლოგიური პროგნოზი

ადამიანები ხშირად ინტერნეტში ან ჟურნალებში გამოქვეყნებულ ასტროლოგიურ პროგნოზებს კითხულობენ. რაც არასწორი პროგნოზის ყველაზე გავრცელებული მიზეზია.

საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. „ზოგადი ჰოროსკოპია“, რომელიც ადამიანთა დიდი ჯგუფისთვის იქმნება. მაგალითად, ზოდიაქალური ჰოროსკოპი მხოლოდ ადამიანის დაბადების თვეს (ზოდიაქოს ნიშანი) იყენებს, ჩინური ზოგადი ჰოროსკოპი პროგნოზებს მხოლოდ ადამიანის დაბადების წლის მიხედვით აკეთებს. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი დაიბადა ერთსა და იმავე თვეს და წელს. ასეთი ჰოროსკოპები ირწმუნებიან, რომ ყველა ამ ადამიანს ერთი პროგნოზი აქვთ. ერთისთვის ეს პროგნოზი შეიძლება ახდეს, მეორესთვის კი უზუსტო აღმოჩნდეს.

თუ ზუსტი ჰოროსკოპის გაგება გსურთ, გამოთვლები დაბადების სრული თარიღით უნდა გაკეთდეს. ასეთ ჰოროსკოპს პერსონალურს უწოდებენ და დასავლეთის ან ჩინეთის ასტროლოგიის სპეციალისტების მიერ დგინდება. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ ონლაინ კალკულატორი გამოიყენოთ, სადაც თქვენი დაბადების თარიღი სრულად უნდა შეიყვანოთ. და მაინც, ბედის და მომავლის პროგნოზირება დიდწილად ხელოვნებაა, ვიდრე მათემატიკა. სწორედ ამიტომ, კომპიუტერისგან 100%–იან სიზუსტეს არ ელოდოთ.

ამა თუ იმ გამოთვლის მეთოდის არჩევისას, პროგნოზის სიზუსტეზე დასკვნები თავად გააკეთეთ.

მიზეზი №2, რომელიც ჰოროსკოპის სიზუსტეზე გავლენას ახდენს

როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, კონსულტანტთან ან ონლაინ კალკულატორით სწორი ჰოროსკოპის შესადგენად დაბადების ზუსტი თარიღი უნდა იცოდეთ. სიზუსტეში იგულისხმება დაბადების საათის ცოდნაც. თუ ადამიანმა საკუთარი დაბადების ზუსტი დრო არ იცის, ჰოროსკოპის სისწორე მცირდება, პროფესიონალ კონსულტანტთან ვიზიტის დროსაც. სწორედ ამიტომ, მშობლებისგან თქვენი დაბადების საათის შესახებ გაიგეთ ან იქნება სამშობიარო ნიშანი შენახული გაქვთ.

მიზეზი №3

თუ უკვე პირველი ორი პუნქტიდან დასკვნები გააკეთეთ, დაბადების ზუსტი თარიღი იცით და პროფესიონალთან პროგნოზის შედგენა გადაწყვიტეთ, დროა პროგნოზირების სისტემა და კონსულტანტი აირჩიოთ.

დასავლური ან ჩინური ასტროლოგიის გამოყენებას გირჩევთ. ორივემ თავი კარგად წარმოაჩინა. კლასიკური ასტროლოგია „დასავლურ სამყაროში“ ხშირად გვხვდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩინურ ასტროლოგიასთან შედარებით უფრო ზუსტია.ზოგიერთ შემთხვევაში ჩინური პროგნოზირება უფრო კარგ შედეგს იძლევა. ამ სისტემის პლიუსი ისიცაა, რომ მთელი სტრუქტურა აქვს, რაც ბედის და მომავლის კომპლექსური ანალიზის გაკეთების საშუალებას იძლევა.

შემდეგ უკვე კონსულტანტი უნდა აირჩიოთ, რომელიც ერთი წლის პროგნოზს შეგიდგენთ. აქ უკვე თავად უნდა შეისწავლოთ ინფორმაცია კონსულტანტებზე, მათ გამოცდილებაზე, გამოხმაურებებსა და ა.შ. ასეთი ინფორმაცია სწორი არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ.

ვიმედოვნებ, რომ ახლა ჰოროსკოპის შესახებ უფრო მეტ ინფორმაციას ფლობთ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს