შეხედეთ ამ კრისტალებს, რომლებიც თქვენთვის შევაგროვეთ ფოტოზე. აირჩიეთ სასურველი. დაე, თქვენი არჩევანი იყოს ინტუიტური, მხოლოდ ფერის მიხედვით არ აირჩიოთ.
ახლა, როცა ქვემოთ მოცემულ შედეგებს წაიკითხავთ, გაიგებთ, თუ რას ამბობს არჩეული ქვა თქვენ შესახებ, და რა გზავნილი აქვს მას თქვენთვის.
1. ლურჯი გოვლიტი
ეს ქვა ურთიერთობასთანაა დაკავშირებული. თუ იგი აირჩიეთ, შესაძლოა, ეს იმას ნიშნავს, რომ გარშემომყოფ ადამიანებთან ურთიერთობის სირთულეები გაქვთ. იფიქრეთ, შესაძლოა არის რამე, რაც გაწუხებთ, და რაზე საუბარიც გსურთ, ან იქნებ ვიღაცას არ ესმის თქვენი, ვერ იგებს თქვენს მოთხოვნებს, ან ბოლო დროს ზედმეტ ყურადღებას უთმობთ სხვის აზრს.
ეს ქვა, აგრეთვე, დაკავშირებულია ყელის ჩაკრასთან და ყურებთან. თუ ყელი გტკივათ, ამას შეიძლება იწვევდეს წყენის ან გულისტკენის დაუძლეველი ემოციები, აგრეთვე, უხეში მოპყრობა გარშემომყოფებთან. აგრეთვე, საქმე შეიძლება იმაში მდგომარეობდეს, რომ არ გრძნობთ, რომ თქვენი სიტყვები ადრესატამდე აღწევს.
შესაძლოა, მეტი ყურადღება ამ საკითხებს უნდა დაუთმოთ და იპოვოთ გზა სირთულეების გადასალახავად. თუ ყურებთან დაკავშირებული პრობლემები ხშირად გაქვთ, ეს შეიძლება იყოს იმის ნიშანი, რომ თქვენ, შესაძლოა, არ გესმით შინაგანი ხმა და არ მიჰყვებით მას, შესაძლოა, საკუთარ თავს ბლოკავთ გარშემომყოფებისგან, ან, შესაძლოა, ინტუიციას უფრო მეტად უნდა უსმინოთ.
მიმართეთ საკუთარ თავს: თქვენ უგულებელყოფთ საკუთარ სურვილებსა და მოთხოვნებს ან, შესაძლოა, თქვენ გარემოცვაში ვიღაც ზედმეტად კრიტიკულია თქვენდამი, ან თქვენი მისამართით დიდი რაოდენობით ნეგატივი მოედინება?
კრისტალის კიდევ ერთი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ლურჯი ფერი, როგორც წესი, ხელოვნური დანამატებით მიიღება. დაფიქრდით, ხომ არ ცდილობთ სხვების თვალებში ნაცრის შეყრას, იმ ადამიანის შთაბეჭდილების დატოვებას, რომელიც არ ხართ?
იქნებ, უნდა შეწყვიტოთ საკუთარი პიროვნების დამალვა გარე სამყაროსგან, უფრო თავდაჯერებული გახდეთ საკუთარ ძალებსა და პიროვნების ძლიერ მხარეებში?
2. მწვანე ავანტურინი
მწვანე ფერი გულის ჩაკრას გამოსახავს, რომელიც ქვედა და უმაღლესი ჩაკრების ცენტრშია მოთავსებული, და წარმოადგენს ბალანსს, ჰარმონიას, განკურნებასა და სიყვარულს. თუ ეს ფერი აირჩიეთ, დიდი ალბათობით, მეტი ყურადღება ემოციურ საჭიროებებს უნდა დაუთმოთ.
ამ ქვის არჩევანი იმას გვეუბნება, რომ თქვენ უნდა იმუშაოთ ემოციური ბალანსის მიღწევაზე და ცოტათი მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს. ხანდახან, ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს გარშემომყოფების მხარდაჭერისა და სიყვარულისგან, ცუდი წარსული გამოცდილების გამო, რითაც ამ ჩაკრას ვკეტავთ.
ამის გამო, დაუჯერებლად რთულდება სოციალურ ადამიანად ყოფნა, ურთიერთობა და გარშემომყოფებთან დაახლოება. როცა საკუთარ თავში ზრდით ემოციურ მკურნალს, მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, აღიაროთ საკუთარი თავის ნამდვილი ფასი. იმავეს გააკეთებენ გარშემომყოფებიც.
მწვანე ზრდისა და განკურნების ფერია. დრო, რომელსაც ბუნებაში ატარებთ, დაგეხმარებათ გულის ჩაკრის დაბალანსებაში, თავის უკეთ გრძნობაში.
თუ ეს ქვა აირჩიეთ, თქვენი არჩევანი შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ სუსტი გული ან ფილტვები გაქვთ და უნდა დაკავდეთ საკუთარი ჯანმრთელობით. შეამოწმეთ ეს ორგანოები.
3. ციტრინი
თუ ნებისყოფასა და ძალაზე ვისაუბრებთ, რომლებსაც საკუთარ ცხოვრებაზე მაღლა აყენებთ, ეს ქვა მზის წნულს წარმოადგენს. შესაძლოა, გრძნობთ, რომ სხვა ადამიანებს ზედმეტად დიდი ძალაუფლება აქვთ თქვენზე, რომ აუცილებლად უნდა აღიდგინოთ კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე.
აგრეთვე, საქმე შეიძლება ისიც იყოს, რომ თვითშეფასების უკმარისობა საშუალებას არ გაძლევთ, საჭირო რაოდენობით აიღოთ საკუთარ თავზე ინიციატივა, როცა აუცილებელია ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
მოახდინეთ თქვენი ოცნებების, მათი მიღწევების ვიზუალიზაცია, დაისახეთ მიზნები, რომლებიც დაგეხმარებათ ოცნებების მიღწევაში, აუცილებლად ირწმუნეთ საკუთარ თავსა და ძალებში, სანამ შესაფერის მოქმედებებზე გადახვიდოდეთ