სარეცხი საპონი ძალიან იაფია, თუმცა, სასარგებლო თვისებებით ნებისმიერ სარეცხ საშუალებას სჯობს, და არამხოლოდ ყოფაცხოვრებაში! მისი გამოყენების სპექტრი წარმოუდგენლად ფართოა – დაწყებული კოსმეტოლოგიით, დასრულებული დამწვრობით, სოკოთი, ანთებითი დაავადებებით და ა.შ.
მიუხედავად საყოფაცხოვრებო ქიმიის მრავალფეროვნებისა, მაღაზიის თაროებზე დღემდე შეხვდებით სარეცხის ყავისფერ საპონს. სსრკ-ს დროს, ეს საპონი ყველა სახლში იყო და საყოფაცხოვრებო ქიმიისა და პირადი ჰიგიენის ათობით საშუალებას ანაცვლებდა.
მოდით, გავერკვეთ, რითია უნიკალური სარეცხი საპონი.
რას ნიშნავს ციფრები საპნის ნაჭრებზე? 72%, 70%, 65% – ეს მასში ცხიმოვანი მჟავების შემცველობის პროცენტებია.
რაც უფრო მაღალია ციფრი საპონზე, მით უფრო უკეთ უმკლავდება იგი სიბინძურესა და ინფექციებს.
დადებითი მხარეები – სარეცხ საპონს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს, რომლებიც სხვა სარეცხ საშუალებებთან ახლოსაც არ დგას.
მისი პირველი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტი მხოლოდ ნატურალური და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან, მცენარეული ზეთებისა და ცხოველური ქონებისგან მზადდება, იგი ჰიპოალერგიული და სრულიად უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის.
აღნიშნული პროდუქტი, ხშირად, რეკომენდებულია პატარა ბავშვების ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის გასარეცხავად. რეცხვის შემდეგ, საპნიანი წყლით შეგიძლიათ ოთახის მცენარეების მორწყვაც კი – იგი მათ მხოლოდ არგებს, რამდენადაც საპონი არ შეიცავს ქიმიკატებს.
გამოყენება:
- საპონი შეუცვლელი დამხმარეა მეაგარაკისთვის – გამოიყენეთ იგი ნებისმირი ზედაპირისა და ხელსაწყოს გასაწმენდად.
- ასევე, საპონი დადებითად მოქმედებს ზოგიერთი ქსოვილის, მაგალითად, მატყლის ხარისხზე. მატყლის ტანსაცმლის სარეცხი საპნის გარეცხვის შემდეგ, იგი ფუვდება და საწყის სირბილეს იღებს.
- სარეცხი საპნით თავის დაბანა მოგაშორებთ ქერტლის მომაბეზრებელ პრობლემას.
- ასევე, თუ თავს ჯერ შამპუნით, ხოლო შემდეგ ამ საპნით დაიბანთ, თმა გაცილებით უფრო სწრაფად გაიზრდება.
- სარეცხი საპონი ანთებითი პროცესების საწყის სტადიებსაც უმკლავდება აბაზანებისა და კომპრესების სახით.
- ამ საპნით წარმატებით იკურნება გინეკოლოგიური პროცესები(ჩაბანის შემთხვევაში).
- ქირურგები თვლიან, რომ ამ საპნით სამედიცინო ხელთათმნის ჩანაცვლებაც შეიძლება(თუ საპონს ხელზე წაისვამენ და გაიშრობენ) – ამბობენ, რომ ოპერაციის დროს ხელის გაჭრის შემთხვევაშიც კი, დაინფიცირების შანსი მინიმალურია.
- საპონი ანტივირუსული საშუალებაცაა. ამ თვისებას წარმატებით იყენებენ ინტიმურ სფეროში, სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ.
- თუ თავს ამ საპნით დაიბანთ, მიიღებთ მოცულობით და ჯანმრთელ თმას, თუმცა, თავის კანი რომ არ გამოგიშრეთ, თავი უნდა გადაივლოთ ისეთი მჟაური ხსნარით, როგორიცაა ძმრის ან ლიმონის წვენის კონცენტრირებული ნაზავი.
- სარეცხი საპნით ხელ-პირის დაბანა რეკომენდებულია კვირაში თუნდაც ორჯერ, რათა სახის კანი ყოველთვის ახალგაზრდულად გამოიყურება.
- სარეცხი საპონი მოგაშორებთ დაწყბეულ სურდოსაც. უნდა გააკეთოთ საპნის ხსნარი, ამოავლოთ მასში ბამბის დისკი და დაიმუშავოთ ცხვირის სინუსები. 2-3 ასეთი პროცედურა გაციების შესახებ დიდხანს დაგავიწყებთ.
- ძაღლის ნაკბენის შემთხვევაში, ინფექციის მოხვედრა რომ აიცილოთ თავიდან, რეკომენდებულია, აცადოთ სისხლს დენა, შემდეგ კი დაიდოთ მარლის სახვევი, ამოვლებული სარეცხი საპნის ხსნარში.
- საპონი წარმატებით უმკლავდება ტერფების სოკოვან დაავადებასაც. რეკომენდებულია დაზიანებული მონაკვეთების კარგად ჩამობანა საპნითა და ჯაგრისით, რის შემდეგაც ზედაპირი იოდით უნდა დაიმუშავოთ.
- დეპილაციის შემდეგ, კანის სიწითლე რომ აიცილოთ თავიდან, უბრალოდ წაისვით საპონი.
- ეს საპონი წარმატებით კურნავს ოფლის გამონაყარსა და კანდიდოზს. კარგად ჩამოიბანეთ სარეცხი საპნით და ასე მოკლავთ ისეთ ბაქტერიებსა და სოკოებს, როგორებიცაა, მაგალითად, კანდიდები.
- თუ პირის ღრუში გარკვეული პრობლემები გაქვთ, დაამუშავეთ ჯაგრისი საპნის ხსნარით და გააჩერეთ ღამით. დილით უკვე თქვენი კბილის ჯაგრისი სუფთა იქნება მიკრობებისგან.
- ეს საპონი შეიცავს ტუტეს, რომელიც სწრაფად და ხარისხიანად ხსნის სიბინძურეს და აქვს ანტიმიკრობული მოქმედება. მედიცინაში უხეშ საპონს დღემდე ანტისეპტიკურ სასუალებად იყენებენ.
- ეს სოკო კურნავს ფეხებზე სოკოს. 1 კვირის განმავლობაში, დილით და საღამოს დაიბანეთ ფეხები ცივი, საპნიანი წყლით და სოკო უკვალოდ გაქრება.
- თუ საყურისგან ყურის ბიბილოს ნახვრეტში ინფექცია ან პატარა კენჭი ჩნდება, დაიმუშავეთ იგი სარეცხი საპნით.
- საპონი შესანიშნავი საშუალებაა შეშუპების მოსახსნელადაც – გახსენით იგი წყალში და შეიზილეთ პრობლემურ ადგილას, დღეში რამდენჯერმე.
- საპონი აკნეს საწინააღმდეგო საშუალებაცაა: დახეხეთ საპონი, დაუმატეთ წყალი და გახსენით ქაფის ამოსვლამდე. მიღებული 1 ს.კ. ქაფი შეურიეთ 1 ჩ.კ. მარილ “ექსტრას” და დაიტანეთ კარგად დაბანილ სახეზე. დღეში 2-3 პროცედურა, 3 კვირის განმავლობაში, სრულიად გააქრობს აკნეს.
- ექიმები გვირჩევენ, კვირაში ორჯერ საპნით დავიბანოთ – ასე თავს ვირუსებისა და ბაქტერიებისგან დავიცავთ.
- ქუსლებზე დახეთქებისა და კოჟრების მოსაშორებლად გაიკეთეთ აბაზანა 2 ლ ცხელი წყლით, 1 ჩ.კ. სოდითა და 1 ს.კ. ნატურალური სარეცხი საპნით.
- სარეცხი საპონი და წვიმის წყალი თმისცვენას აჩერებს. თმისთვის მხოლოდ მუქი საპონი გამოიყენეთ დამოუკიდებლად. დაიბანეთ თავი ასე კვირაში ორჯერ.
- თუ ჩალურჯებულ ადგილას საპონს წაისვამთ, იგი რამდენიმე საათში გაქრება.
- სარეცხი საპონი დამწვრობის საწინააღმდეგო საშუალებაა. თუ ხელი ან რამე სხვა დაიწვით, მაშინვე გაისაპნეთ ეს ადგილი სარეცხი საპნით და აცადეთ გაშრობა. დამვწრობისგან წყლული კი არა, სიწითლეც არ დარჩება.
- სარეცხი საპნის 3-4 სმ-იანი ნაჭერი ერთგვარი თხელი “სანთლებია”, რომლებიც სწორ ნაწლავში ისმება, როგორც საგანგებო მომადუნებელი ფეხმძიმეებისა და მოხუცებისთვის.
თქვენ როგორ იყენებთ ამ პროდუქტს?