წვეთი ფოტოშოპის გარეშე! 25 ფოტო მტკიცებულება, რომ ბუნებას ფანტაზიის მხრივ ყველაფერი წესრიგში აქვს

914

ბუნებას გამომგონებლობაში ვერც ერთი ფანტასტი მწერალი კონკურენაცის ვერ გაუწევს. ჩვენი პლანეტა გაოცების მეთოდს ყოველთვის პოულობს, იქნება ეს ვულკანის ღრუში ტალღები, ჟანგიანი ტბა თუ ღრუბელი ვინი პუჰის ფორმაში.

ზოგჯერ ქუჩაში გასვლა საკმარისია, რომ ბუნების გასაოცარი მოვლენა დაინახოთ. ზოგს კი მთებში ცოცვა, მსოფლიოს დაპყრობა და ანტარქტიდაზე წასვლა უწევს იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს შთამბეჭდავი სურათები აჩვენოს.

ჩრდილოეთ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ტერიტორია ათასობით ბაზალტის სვეტით დაიფარა.

მამრი თევზი ფუგუ ქვიშის სასახლეს ქმნის, რომ მდედრი გააოცოს.

სანამ ვერავინ ხედავს, ქვა უდაბნოში მოგზაურობს.

ღრუბლიანი ცუნამის სურათმა, რომელიც სიდნეიში გადაიღეს, მთელი მსოფლიო გააოცა.

მილიონობით სარდინი ოკეანეში მიგრირებს, ასეთი თევზების გზა კილომეტრებს აღწევს და ზღვის მაცხოვრებლებს ძალიან მოსწონთ. ისინი ნოყიერად ჭამაზე უარს არ ამბობენ.

პეპლებს მიგრაციის დროს ათასობით კილომეტრის გადალახვა შეუძლიათ.

წვიმიან ამინდებში ჩილეში ატაკამას უდაბნოს ზოგიერთი ნაწილი ნამდვილი ოაზისი ხდება.

ასეთი ღრუბლები იშვიათობაა და ტროპიკული ციკლონის დროს იქმნება.

ლენტიკულარული ღრუბლის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ქარის ძალის მიუხედავად ადგილს არ იცვლის და გეგონებათ, რომ ჰაერში მიკრულია.

ვულკანს საერთოდ თავისი ატმოსფერო აქვს. აქ ტალახის ქარიშხალი და საკუთარი ელვა შეგხვდებათ.

ცისარტყელას ევკალიპტმა სახელი მისი ქერქის გამო მიიღო, რომელსაც ფერი დროთა განმავლობაში ეცვლება.

ბელიზის სანაპიროზე უზარმაზარ ორმოს 124 მეტრი სიღრმე და 300 მეტრი სიგანე აქვს.

პერფექციონისტები ამ მშვენიერ ლოდებზე ეროზიის გავლენას დააფასებენ.

1971 წელს თურქმენისტანში დარვაზის სოფელში დაგროვებული გაზი აღმოაჩინეს და მისი დაწვა გადაწყვიტეს. ალი დღემდე იწვის და ხშირად მას ჯოჯოხეთის კარიბჭეს ადარებენ.

ირმის ნახტომის 53 ფოტო ერთშია გაერთიანებული.

ფიტოპლანქტონის ზოგიერთ სახეობას თავისი ბიოლუმინესცენციის უნარის წყალობით წყლის შეღებვა შეუძლია.

შოშიების გუნდი 50 ათას ფრინველს ითვლის.

სწრაფი გაყინვის დროს ზოგიერთი ტბა „ყინულის ყვავილებით“ იფარება.

2013 წელს ავსტრალიაში მტვრის ქარიშხალი დააფიქსირეს.

ყოველწლიურად კიბორჩხალები ოკეანისკენ მიეშურებიან, რომ კვერცხები დადონ. ადგილობრივები შობის კუნძულზე გზას კეტავენ, რომ მიგრაციას ხელი არავინ შეუშალოს.

ყველასთვის საყვარელი ვინი პუჰის მსგავსი უზარმაზარი ღრუბელი ინგლისში საბავშვო საქველმოქმედო ღონისძიების დროს შეამჩნიეს.

მგონი თორი სადღაც კატატუმბოს სანაპიროსთან, ვენესუელაში ცხოვრობს. აქ ელვის დარტყმის ალბათობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია და 1 წელში შეიძლება 200 ჭექა-ქუხილიანი დღე იყოს.

ტალღოვანი და უხეში სტრუქტურის გამო ღრუბელი ასპერიტასი საშინელი შესახედავია.

არა, ეს ჩიტების ბუდე არაა, არამედ ქარის მიერ გაწელილი ლავაა. ნორვეგიაში ამ მოვლენას კუდიანი ჯადოქრის თმას უწოდებენ.

ხის მოკრძალებულ ტოტებს ერთმანეთთან გადაკვეთა არ სურთ. ასე კი ჰაეროვან ზოლებს ქმნიან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს