ტორტის ბისკვიტის კლასიკური რეცეპტი მშვენიერია იმით, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოეწონება. დღეს გთავაზობთ ბისკვიტის მთელ 6 რეცეპტს, მაგრამ არ ინერვიულოთ, მასში ახალი ვიწროდ მიმართული გემო არ იქნება.
თქვენ მხოლოდ საჭირო ინგრედიენტები უნდა მოიმარაგოთ და დრო გაათავისუფლოთ: ნებისმიერი კარგი სამზარეულო მნიშვნელოვანი ნაწილი. შედეგზე კი გარანტიას გაძლევთ!
კლასიკური ტორტის ბისკვიტის რეცეპტები
შოკოლადის ბისკვიტი
ინგრედიენტები:
- 4 კვერცხი
- 250 გრ შაქარი
- 200 გრ ფქვილი
- 130 გრ მცენარეული ზეთი
- 100 მლ წყალი
- 40 გრ კაკაო
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ჩ/კ სოდა
- 0,5 ჩ/კ მარილი
- ვანილი გემოვნებით
მომზადება:
1. ცალკე თასში 150 გრ შაქარი, კაკაო, წყალი და მცენარეული ზეთი აურიეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, აურიეთ. ახლა ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის ცილა მარილთან და დარჩენილ 100 გრ შაქართან ერთად ათქვიფეთ. კვერცხის გული შოკოლადის მასას დაუმატეთ და ათქვიფეთ. ცალკე თასში გაცრილი ფქვილი, ვანილი, სოდა და გამაფხვიერებელი აურიეთ. ეს ნარევი და შოკოლადის ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. აქვე ფრთხილად კვერცხის ცილა დაუმატეთ.
2. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. საცხობ ფორმაში ქაღალდი ჩააფინეთ. ცომი ჩაასხით და ღუმელში შედგით. არაფერი წაუსვათ, უბრალოდ ფოლგა დააფარეთ და 35 წუთით აცხვეთ. შემდეგ ფოლგა მოხსენით და ცეცხლს 160 გრადუსამდე დაუწიეთ. კიდევ 35 წუთით აცხვეთ. შეგიძლიათ მზაობა კბილის ჩხირით შეამოწმოთ. გაგრილებული ბისკვიტი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, შემდეგ სიცივეში დაახლოებით 4-5 საათით. ასე არ გამოშრება. მზადაა.
ვანილის ბისკვიტი
ინგრედიენტები:
- 6 კვერცხი
- მარილი
- 150 გრ შაქარი
- 180 გრ ფქვილი
- 1 გრ ვანილი
მომზადება:
1. ღუმელი 160 გრადუსამდე გააცხელეთ. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის ცილას მარილი მოაყარეთ და ათქვიფეთ. შაქარი 4 ნაწილად გაყავით და ნელ–ნელა დაუმატეთ, ათქვიფეთ. შემდეგ თითო–თითო კვერცხის გული დაუმატეთ. აქაფებული მასა უნდა მიიღოთ. კიდევ 3 წუთით ათქვიფეთ. გაცრილი ფქვილი და ვანილი დაუმატეთ და ცომი კოვზით მოზილეთ.
2. ფორმის ძირში პერგამენტი დააფარეთ. ცომი ჩაასხით და თანაბრად გადაანაწილეთ. 45 წუთით აცხვეთ. შემდეგ კიდევ 5 წუთით ღუმელში გააჩერეთ. გამოიღეთ და გრილ ადგილას გაიტანეთ.
სტაფილოს ბისკვიტი
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 180 გრ შაქარი
- მარილი
- 180 გრ მცენარეული ზეთი
- 170 გრ გახეხილი სტაფილო
- 240 გრ ფქვილი
- 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
- 1 ჩ/კ სოდა
- ფორთოხლის ცედრა
- 1 ს/კ ლიმონის წვენი
- 1 ჩ/კ დარიჩინი
- 50 გრ ნიგოზი
მომზადება:
1. ღუმელი 180 გრადუსამდე გააცხელეთ. მარილი, კვერცხი და შაქარი აურიეთ, მიქსერით მაღალ სიჩქარეზე 2 წუთით ათქვიფეთ. ახლა მცენარეული ზეთი, ლიმონის წვენი დაუმატეთ და კვლავ ათქვიფეთ. ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და დარიჩინი დაუმატეთ. კოვზით ფრთხილად აურიეთ. სტაფილო, ლიმონის ცედრა და კაკალი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
2. ფორმას პერგამენტი დააფარეთ, ცომი ჩაასხით და 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ. შემდეგ ცეცხლს 160 გრადუსამდე დაუწიეთ და მომზადებამდე აცხვეთ, დაახლოებით 40 წუთით. მზაობა ასანთის ღერით შეამოწმეთ.
ქოქოსის ბისკვიტი
ინგრედიენტები:
- 5 კვერცხი
- მარილი
- 130 გრ შაქარი
- 50 გრ ქოქოსის ფანტელები
- 90 გრ ფქვილი
- 40 გრ სიმინდის სახამებელი
- 1,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი
მომზადება:
1. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის გულს ნახევარი შაქარი დაუმატეთ და მიქსერით დაახლოებით 2 წუთით ათქვიფეთ. ქოქოსის ფანტელები დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი, სახამებელი, გამაფხვიერებელი დაუმატეთ და აურიეთ. ცალკე თასში კვერცხის ცილა შაქრის მეორე ნახევართან და მარილთან ერთად მკვრივი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. 1/3 კვერცხის მასა კვერცხის გულს დაუმატეთ და ფრთხილად აურიეთ. შემდეგ კიდევ 1/3 დაუმატეთ და კიდევ. ყველაფერი ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე აურიეთ.
2. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფარეთ და ცომი ჩაასხით. ფოლგა დააფარეთ. ღუმელი 160 გრადუსამდე გააცხელეთ და 30 წუთით აცხვეთ. შემდეგ ფოლგა მოხსენით და კიდევ 20 წუთით ამავე ტემპერატურაზე აცხვეთ. მზადაა.
კარამელი–შოკოლადის ბისკვიტი
ინგრედიენტები:
- 5 კვერცხი
- მარილი
- 200 გრ შაქარი
- 40 გრ კაკაო
- 120 გრ სიმინდის სახამებელი
- 1 ს/კ გამაფხვიერებელი
მომზადება:
1. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის ცილას მარილი და 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. კვერცხის გულებს დარჩენილი შაქარი აურიეთ და ათქვიფეთ. ახლა გაცრილი კაკაო, სახამებელი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ. სქელ მასას მიიღებთ. გვერდზე გადადეთ. კვერცხის ცილები აქაფებამდე ათქვიფეთ. 1/3 კვერცხის მასა შოკოლადის ნარევს დაუმატეთ. აურიეთ და დარჩენილი კვერცხის ცილა თანდათან დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
2. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაში 160 გრადუსზე 30 წუთით აცხვეთ. ზემოდან ფოლგის დაფარება არ დაგავიწყდეთ. შემდეგ ფოლგა მოხსენით და კიდევ 20 წუთით მომზადებამდე აცხვეთ. გააგრილეთ და მზადაა!
თაფლის ბისკვიტი
ინგრედიენტები:
- 6 კვერცხი
- 200 გრ შაქარი
- 0,5 ჩ/კ მარილი
- 80 გრ თაფლი
- 1 ჩ/კ სოდა
- 20 გრ ფქვილი
- ვანილი და მუსკატის კაკალი
მომზადება:
1. სქელძირიან ჭურჭელში თაფლი და სოდა აურიეთ. თავად თასი ცეცხლზე დადგით და მუდმივად აურიეთ. მასა უნდა გათეთრდეს. მორევა გააგრძელეთ, სანამ კარამელის ფერს არ მიიღებთ. ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ. კვერცხის ცილას მარილი მოაყარეთ და შაქარი დაუმატეთ, აქაფებამდე ათქვიფეთ. კვერცხის გულები და თაფლის მასა დაუმატეთ. ყველაფერი კარგად ათქვიფეთ. ცოტ–ცოტა ფქვილი, მუსკატის კაკალი და ვანილი დაუმატეთ. ცომს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
2. შემდეგ ღუმელი 160 გრადუსამდე გააცხელეთ, ფოლგა დაფარებული 30 წუთით აცხვეთ, შემდეგ ფოლგის გარეშე კიდევ 30 წუთით. დესერტი გააგრილეთ და გრილ ადგილას გაიტანეთ. ბისკვიტი მზადაა!
თავად გადაწყვიტეთ, თუ დღეს რომელი ბისკვიტი აირჩიოთ. ეს გემრიელი ტკბილეული ყველას მოეწონება. თუ ფანტაზიას გამოიჩენთ და მას ჯემს ან შოკოლადის მუსს დაუმატებთ, დესერტი კიდევ უფრო გემრიელი გახდება. გემრიელად მიირთვით.