ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ყოფილ შეყვარებულებს მეხსიერებიდან წამებში შლიან

1160
Photo credit: Depositphotos

ყველას სურს, რომ ირგვლივ წესიერი, სასიამოვნო და კეთილმოსურნე ხალხი ჰყავდეს. თუმცა ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვსურს. ზოგჯერ დროის დახარჯვა გვიწევს იმის გასაგებად, რომ მეორე ნახევარი უგრძნობი და უგულო ადამიანია. შესაძლებელი იყო ამის გაცნობიერება მანამდე?

დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლები არიან ყველაზე გულქვა ადამიანები ასტროლოგების მიხედვით. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ მათთვის ხანგრძლივი ურთიერთობის გაწყვეტა და ძვირფასი ადამიანის ცხოვრებიდან ამოშლა პრობლემას არ წარმოადგენს.

უგულო ადამიანები

ნამდვილად არის ზოდიაქოს ნიშნებს შორის ისინი, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ წამს საყვარელი ადამიანის წინ კარი დახურონ? ასტროლოგები თანხმობის ნიშნად თავებს აქნევენ და ასეთ სიმტკიცეს პიროვნების განსაკუთრებულ თვისებას უწოდებენ. რომელ ნიშნებზეა საუბარი?

მერწყული

ექსპერტები ამ სიაში მესამე ადგილს მეოცნებე მერწყულს ანიჭებენ. აღმოჩნდა, რომ ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლები მარტოც თავს მშვენივრად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას დიდად არ აფასებენ და არ ღელავენ, როცა მათ ცხოვრებიდან შლიან.

და მაინც, მერწყულს შეუძლია ურთიერთობაში იყოს მგრძნობიარე და მომთმენი, თუ „იმ“ ადამიანს შეხვდება. ასეთი კავშირი შეიძლება დააფასოს. მან შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე გაატაროს ადამიანთან, რომელიც მის ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.

თევზები

თევზები კომპრომისზე რთულად მიდიან. ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის ურთიერთობის გაწყვეტა უფრო ადვილია, ვიდრე შეცდომის აღიარება ან დათმობაზე წასვლა. სწორედ ამიტომ, ადამიანებს ადვილად იშორებენ და შემდეგ არც ნანობენ.

მისგან პატიების მიღება ადვილი არაა. ასეთი ადამიანი თქვენს არგუმენტებს და მიზეზებს არც მოისმენს. თუ გონებით ადამიანი უკვე გაუშვა, სიტუაციის „გადათამაშებას“ არ დაიწყებს, რომ ყველაფერი დაიბრუნოს. რისთვის? წინსვლა ხომ უნდა გააგრძელოს.

მორიელი

თუ ასტროლოგებს დავუჯერებთ, ცივ და გონიერ მორიელებს შორის ყველაზე მეტი უგულო ადამიანი გვხვდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის სხვა ადამიანების თბილი გრძნობები უცხოა.

სამაგიეროდ, გასაოცარ სიფრთხილეს ხშირად იჩენენ. თუ ხვდება, რომ ვინმესთან საერთო გზა არ აქვს, დამშვიდობების მომენტს არ გადადებს და სასწაულის იმედი არ ექნება. მორიელის გულის მოლბობა რთული ამოცანაა. გასაკვირი არაა, რომ ბევრი მას უგულოდ მიიჩნევს.

დღეს ჩვენს სიაში მხოლოდ მერწყული, თევზები და მორიელი მოხვდა, თუმცა ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ გულქვა ადამიანები სხვა ზოდიაქოს ნიშნებს შორისაც გვხვდება. მაგალითად, პრაგმატული ქალწული ახლობლების განცდებს გულგრილად უყურებს. შეყვარებული ტყუპები წარმოუდგენელი სისწრაფით გულგრილი ხდება იმ გრძნობების მიმართ, ვისაც გუშინ აღმერთებდა.

კიდევ ვინ შეიძლება მივაკუთვნოთ უსულო არსებებს? არის ვინმე, ვინც ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნების გარდა ასეთ „პატივს“ იმსახურებს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს