ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ფასეულობები: რას ეფუძნება მათი პრინციპები

400

ადამიანის რომელი ცხოვრებისეული უპირატესობები იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი? ჩვენი ფასეულობები განისაზღვრება გამოცდილებით, რომელიც დაგვიგროვდა. ბავშვობა, მოზარდობის ასაკი, პირველი სიყვარული… ამ ყველაფერმა, გარკვეულ მომენტში, თავისი როლი შეასრულა ჩვენი ჩვევებისა და უპირატესობების ჩამოყალიბებაში.

ადამიანის ცხოვრებისეული უპირატესობები

იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი და იმავე ვარსკვლავების ქვეშ გაჩნდნენ, საკმაოდ ხშირად, ცხოვრების შესახებ მსგავსი წარმოდგენა აქვთ. ურთიერთობების, მატერიალური თუ სულიერი ფასეულობების აღქმაც ხშირად ემთხვევა ერთმანეთს. მაშ ასე, რა არის რეალურად მნიშვნელოვანი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნისთვის?

1. ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

ეს ნიშანი ყველაზე პროდუქტიულად გამოავლენს თავს, თუ სრულ თავისუფლებას მისცემთ მოქმედებისთვის. სწორედ ესაა ვერძისთვის უმაღლესი ფასეულობა. როცა თავს თავისუფლად გრძნობს, ყველაზე რთული დავალების აღებაც შეუძლია თავზე. ნუ გაგიკვირდებათ, როცა მას თავისი განუმეორებელი სტილით შეასრულებს.

2. კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

კუროსთვის ყველაზე ძვირფასი საკუთარი კერაა. იგი სიყვარულით ეპყრობა საცხოვრებელს და ნებისმიერი გზით ცდილობს მის კეთილმოწყობას. ესაა მისი ციხე-სიმაგრე, საუკეთესო დაცვა. მხოლოდ კერძო სახლის ან, თუნდაც, დიდი მყუდრო ბინის შეძენის შემდეგ იგრძნობს ეს ნიშანი თავს სრულყოფილად.

3. ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი) 

ემოციურ ტყუპებს მეგობრები სჭირდება. მისთვის ცხოვრება უგემური და ცარიელი ჩანს, ბევრი ძვირფასი მეგობრის გარეშე. ყურადღებით იყავით, რამდენადაც ტყუპები ახლობლის წყენას საკუთარივით აღიქვამს.

4. კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

კირჩხიბისთვის მთავარი პრიორიტეტი მისი ოჯახია. სამწუხაროდ, ამაში მას ზომიერების დაცვა არ შეუძლია. მისთვის აუცილებელია, იცოდეს ყველაფერი ყველას შესახებ. მართალია, ამ ადამიანს სიყვარული და მზრუნველობა ამოძრავებს, მასთან ოჯახური ურთიერთობა მაინც რთულია ხოლმე.

5. ლომი (23 ივლისი – 21 აგვისტო)  

ის, თუ როგორ ხედავენ ლომს სხვები, აყალიბებს ლომისვე ხედვას საკუთარ თავზე. ამ ნიშნისთვის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რესტორანში სადილობს, ეს ქალაქში საუკეთესო რესტორანში მოხდება. თუ ტელეფონს ყიდულობს – მხოლოდ Apple-ის უკანასკნელ მოდელებს.

6. ქალწული (22 აგვისტო – 23 სექტემბერი) 

მარადიული პერფექციონისტი, ხშირად, სიგიჟის ზღვარზეც მიდის, ოღონ ყველაფერი იდეალურად იყოს. ამას უნდა უფრთხილდეთ, რამდენადაც ზედმეტი შფოთვა არამხოლოდ განწყობას, არამედ ჯანმრთელობასაც ავნებს.

7. სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

სასწორს არ წაართვათ გემრიელი საკვები! რამე ტკბილის გაქრობა კატასტროფულ შედეგებამდე მიგიყვანთ. მოწყენილი თვალები და ცუდი განწყობა მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ეს ნიშანი ნაყინის გარეშე განიცდის.

8. მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

მხოლოდ სასიყვარულო ფრონტზე გამარჯვებების სია თუ გაახარებს ნამდვილ მორიელს. რაც უფრო მეტი გატეხილი გულია იქ, მით უფრო თავდაჯერებულია ეს ნიშანი.

9. მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 22 დეკემბერი) 

მორიელისგან განსხვავებით, მშვილდოსანს მართლა უყვარს თავისი მეორე ნახევარი. ამ ერთმოყვარეს ერთგული პარტნიორის გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია. შესაბამისად, მორიელი და მშვილდოსანი ერთად ბედნიერი ვერ იქნებიან.

10. თხის რქა (23 დეკემბერი – 20 იანვარი)

ფასიანი ქაღალდები – აი, რას აფასებს ეს ნიშანი. ზუსტად იცის, როგორ გამოიმუშავოს და გაამრავლოს ფული.

11. მერწყული (21 ნოემბერი – 19 თებერვალი)

თუ მერწყული ყოველ მეორე წელს ერთ ქვეყანაში მაინც არ იმოგზაურებს, ესე იგი, ცხოვრება ამაოდ გაატარა. რა შეიძლება იყოს მოგზაურობაზე უკეთესი?

12. თევზები (20 თებერვალი – 20 მარტი) 

საკუთარი თავისა და ცხოვრების აზრის ძიებაა თევზებისთვის მნიშვნელოვანი. სამუდამოდ და მიზნობრივად ცხოვრების სურვილი მას სიზმრებშიც კი არ ანებებს თავს.

ემთხვევა თქვენი ცხოვრებისეული ფასეულობა ჩვენს აღწერას?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს