ძალიან ბევრ მშობელს შვილებისთვის რჩევების მიცემა უყვართ, მაშინაც კი, როდესაც უკვე დიდი ხანია გაიზარდნენ და მშობლიური სახლი დატოვეს. თუმცა ჩვენი დღევანდელი გმირი ასეთი არაა.
„პაპარაცი“ გიზიარებთ დედის სამწუხარო ამბავს, რომელმაც იცის, თუ რა რთულია ზოგჯერ ზრდასრული ვაჟისთვის რჩევის მიცემა.
ზრდასრული ვაჟის რჩევები
„შვილის დაბადებისთანავე ქმარი ჩემგან სხვასთან წავიდა. ის ძალიან მიყვარდა და დიდი წყენის მიუხედავად, მაინც ველოდი, რომ დაფიქრდებოდა და სახლში დაბრუნდებოდა.
დროთა განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ მამა ოჯახში დაბრუნებას არ აპირებდა. უბრალოდ ამას შევეგუე და ჩემი ფიქრებიდან გავუშვი. წლები გავიდა და შვილის გაზრდა მარტომ მომიწია.
ღალატის შემდეგ ჩემი საყვარელი შვილი ჩემი ერთადერთი სიხარული გახდა. მისთვის საუკეთესოს მიცემას ყველანაირად ვცდილობდი. რაც უფრო იზრდებოდა, მით უფრო მიყვარდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი პატარა ბიჭის ადგილზე ზრდასრული მომხიბვლელი კაცი დავინახე. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ჩვენით როგორი ამაყი ვიყავი!
როცა 25 წლის გახდა, ძალიან კარგ გოგოზე დაქორწინდა, ხოლო 2 წლის შემდეგ შესანიშნავი შვილიშვილი მაჩუქეს. თითქოსდა, ჩვენი ცხოვრება უკვე დალაგდა და ის ბედნიერება მოვიპოვეთ, რომელზეც დიდხანს ვოცნებობდით.
ერთხელ იდეალურ ოჯახზე ჩემი ფერადი ილუზია უბრალოდ გაქრა. შვილიშვილთან ერთად პარკში სეირნობისას შევამჩნიე, თუ როგორ ესაუბრებოდა ჩემო შვილი მიმზიდველ გოგონას. დაკვირვების შემდეგ მივხვდი, რომ ეს უბრალოდ ნაცნობი არ იყო. გადავწყვიტე სახლში დაბრუნებისთანავე შვილთან მესაუბრა.
საუბრის მოლოდინში საშინლად ვნერვიულობდი. მიჭირდა იმის გაგება, თუ რატომ იმეორებდა ჩემი შვილი მამის ქცევას, მით უმეტეს იცოდა, თუ ამან რამხელა ტკივილი მომაყენა.
წარმოიდგინეთ, როგორი გაოცებული ვიყავი, როცა შვილმა რთულ საკითხზე საუბარი თავად დაიწყო! ამიხსნა, რომ შეცდომა დაუშვა და ძალიან ნანობს. შემდეგ რჩევა მთხოვა, ღირდა თუ არა ცოლისთვის ყველაფრის თქმა. მის სიტყვებზე დიდხანს ვფიქრობდი. ერთადერთი, რაც შემეძლო მეთქვა: „შენს გულის ხმას მოუსმინე. მხოლოდ მას შეუძლია სწორი პასუხი გითხრას“.