უცნაური იტალიური კანონები, რომლებიც დღემდე მოქმედებს

243

ვის არ ჰქონია სურვილი, ერთხელ მაინც ემოგზაურა იტალიაში? პატარა სამოთხე, რომელშიც ყოველ ნაბიჯზე განსაკუთრებული სილამაზე შეგხვდება. იქ ადამიანებიც კეთილი და მომღიმარი არიან. საინტერესოა, თუმცა, იტალიური კანონები ისეთივე სასიხარულო არ ყოფილა, როგორიც ამ ქვეყნის პეიზაჟებია. დღეს Paparazzi.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ უჩვეულო კანონებს, რომლებიც იტალიაში დღემდე მოქმედებს. ტურისტებს არ ვურჩევთ წესების დარღვევას – ძვირი ღირს.

იტალიური კანონები

ქვიშის სასახლეები

ქვიშის სასახლეების შენების მოყვარულებს ვურჩევთ, არ გამოსცადონ ბედი ქალაქ ერაკლეაში. იქ ამ შემოქმედებით საქმიანობას არავინ აფასებს. პირიქით, 250 ევროთი დაჯარიმდებით. აკრძალვა იმით აიხსნება, რომ ასეთი მშენებლობა პლაჟზე დამსვენებლებს შეუშლის ხელს.

ზედმეტად მოსიყვარულე მძღოლები

ქ. ებოლიაში საჭესთან კოცნაა აკრძალული. არც ისეთი სულელური კანონია, რამდენადაც, როცა საჭესთან ხართ, უნდა იყუროთ წინ, რაც შეუძლებელია, როცა საყვარელ პარტნიორთან კოცნით ხართ დაკავებული. ჯარიმა – 500 ევრო.

თეთრეულის გაშრობა სუფთა ჰაერზე

რომის მოსახლეობას აკრძალული აქვს თეთრეულის შრობა აივანზე. კანონს იმით ამართლებენ, რომ ყველგან დაკიდული ტანსაცმელი ქალაქის ისტორიული შენობების ესთეტიკურ იერს ავნებს. დარღვევისთვის 100 ევროთი დაჯარიმდებით.

ცხოველებზე ზრუნვა

ტურინში, შინაური ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების მისაღწევად, ძაღლის დღეში სამჯერ გასეირნებაა სავალდებულო. თუ მეზობლები არაკეთილსინდისიერ პატრონს უჩივლებენ, 500 ევროს გადახდა მოგიხდებათ.

არქიტექტურული ძეგლები

ქალაქ ვიჯევანოში არქიტექტურას ძალიან ფაქიზად ეპყრობიან. აქ აკრძალულია არქიტექტურული ძეგლების საფეხურებზე ჯდომა. ძელსკამები რისთვისაა? მოკლედ, ჯარიმა 320 ევროს შეადგენს.

შეზლონგის მითვისება

თვალწარმტაც სიროლოში არ შეიძლება პლაჟის შეზლონგზე პირსახოცის დაფენა და ისე დაწოლა. ამისთვის 1000 ევროთი დაგაჯარიმებენ.

ნიჟრების კოლექციონერი

ამ საქმიანობის მოყვარულებს გაფრთხილებთ, რომ მსგავსი შემგროვებლობა აკრძალულია სიცილიაში. ჯარიმა განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ პლაჟზე ჩაიდინეს დანაშაული.

კანონი სიმახინჯეზე

მსუქანი და ულამაზო ქალებისთვის გახდა არ შეიძლება ქ. ტროპეას პლაჟზე. საინტერესოა, თუმცა ასეთ მამაკაცებზე არაფერი წერია, კანონში არც სილამაზის სტანდარტებია გაწერილი. იქნებ, პლაჟზე უფლებამოსილი პირი დადის ხოლმე? მოკლედ, ასეთი კანონი არსებობს.

არავითარი რელაქსი

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ დამსვენებლებს პლაჟზე მასაჟის კეთება აუკრძალა. ამ საქმით დაკავებულებს 2500 ევროს ოდენობის ჯარიმას უწერენ.

მავნე საკვების რეკლამა

რეკლამა მტერია ყველასთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება. იგი ყოველთვის გვანდომებს მადისაღმძვრელ ტორტებსა და ჰამბურგერებს, გვაცდუნებს, რომ საღამოობით ბევრი ვჭამოთ. ამ მიზეზით, იტალიაში საღამოს 17:00-დან 19:00-მდე აკრძალულია კალორიული მავნე საკვების რეკლამა.

დღეგრძელობის კანონი

ყველაზე უხერხული კანონი, რომლის დამტკიცებაც შეიძლებოდა, ფალჩანო დელ მასიკოს კომუნის მერმა გამოსცა. მან დაჟინებით სთხოვა მოსახლეობას, არ გარდაცვლილიყვნენ ამ ქალაქში, რამდენადაც სასაფლაოზე ადგილები აღარაა. რა გაეწყობა, დიდხანს უნდა იცოცხლონ.

სასაცილოცაა და სატირალიც. იტალიური კანონები მხოლოდ ამტკიცებს იმას, რომ იტალიელები ძალიან დახვეწილი ხალხია, იუმორის კარგი გრძნობითა და გამომგონებლობით. თქვენ იცოდით ამ კანონების შესახებ?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს